ორშაბათი, დეკემბერი 15, 2025

დავით ბაქრაძე – განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ რეზოლუცია გაერო-ს წინაშე წარდგა ჩვენი პარტნიორების, მათ შორის აშშ-ის, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მტკიცე მხარდაჭერით და თანაავტორობით

განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ რეზოლუცია გაერო-ს წინაშე წარდგა ჩვენი პარტნიორების მტკიცე მხარდაჭერით და თანაავტორობით მათ შორის აშშ-ის, ევროკავშირის წევრი ქვეყნების, – ამის შესახებ გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა დავით ბაქრაძემ გაერო-ს რეზოლუციასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ისტორიული დღე იყო საქართველოსთვის, სადაც დაფიქსირდა კიდევ ერთი რეკორდული მაჩვენებელი საქართველოს მიერ წარდგენილი რეზოლუციის მხარდასაჭერად.

„ეს არის რეზოლუცია, რომელიც ერთის მხრივ ხაზს უსვამს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას, ხოლო მეორეს მხრივ უჭერს იძულებით ადგილნაცვალ პირთა და ლტოლვილთა სახლებში ღირსეული დაბრუნების უფლებას. წელს რეზოლუციას 64 თანასპონსორი ჰყავდა და მხარი დაუჭირა რეკორდული რაოდენობის, 107-მა სახელმწიფომ. ეს ნიშნავს იმას, რომ კიდევ ოთხით გაიზარდა მხარდამჭერთა რაოდენობა. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ეს რეზოლუცია გაეროს წინაშე წარდგა ჩვენი პარტნიორების მტკიცე მხარდაჭერით და თანაავტორობით მათ შორის აშშ-ის, ევროკავშირის წევრი ქვეყნების. განსაკუთრებით ხაზგასასმელია, რომ ეს [მხარდამჭერთა] ზრდა მოხდა საქართველოსთვის მნიშვნელოვანი რეგიონებიდან, როგორიცაა ლათინური ამერიკა, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზია, აფრიკა. ეს არის საქართველოს ხელისუფლების კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების და ინტეგრაციის საკითხებში თანამიმდევრული პოლიტიკის შედეგი და ამას ხედავს და აფასებს საერთაშორისო თანამეგობრობა. განსაკუთრებული როლი ამ პროცესში უჭირავს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, პირადად მინისტრს, მის ხელმძღვანელობას, რომელთა პირადი ჩართულობით მოხდა ამ შედეგის მიღწევა“, – აღნიშნა ბაქრაძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

გურამ მაჭარაშვილი – 4 ოქტომბერს დამხობების იდეა საბოლოოდ დასამარდა, „ნაცმოძრაობის“ მოქმედი თუ ყოფილი ლიდერები აღიარებენ, რომ დამარცხდნენ, მალე მიხვდებიან, რომ პოლიტიკაში მათი ადგილი არ...

4 ოქტომბერს დამხობების იდეა საბოლოოდ დასამარდა, „ნაცმოძრაობის“ მოქმედი თუ ყოფილი ლიდერები აღიარებენ, რომ დამარცხებული არიან, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.მაჭარაშვილის თქმით, „ნაცმოძრაობაში“ მალე მიხვდებიან, რომ მათი ადგილი პოლიტიკაში არ არის.„ილუზიები, რომელიც 4 ოქტომბერთან დაკავშირებით იქმნებოდა, 4 ოქტომბერს, საღამოსვე გაქრა. ამბოხის მონაწილე და მეთაურები ამბობდნენ, რომ 4 ოქტომბერს დაიწყებდნენ და დაასრულებდნენ, მართლაც ასე გააკეთეს – ამბოხის მცდელობა 4-ში დაიწყეს და 4-ში დასრულდა წარუმატებლად. საჯარო მოწოდებები ჰქონდათ, აქციის მონაწილეებს პრეზიდენტის სასახლეში ყავის დასალევად რომ არ ეპატიჟებოდნენ, ეს იქვე ჩანდა. პრეზიდენტის სასახლის შტურმს აპირებდნენ და რომ მივიდნენ, ამის მცდელობაც ჰქონდათ. ეს მტკიცებულებები გამოძიებაში დევს და შესაბამისი გადაწყვეტილებებიც იქნება. ეჭვი არავის ეპარება და ფაქტია, რომ დამხობისა და შტურმის მცდელობა იყო, დანაშაულები სახეზეა. 4 ოქტომბერს იდეა გადატყდა და დამხობების იდეა საბოლოოდ დასამარდა. „ნაცმოძრაობის“ მოქმედი თუ ყოფილი ლიდერები აღიარებენ, რომ დამარცხებული არიან და მათ გადატვირთვა უნდათ. მალე მიხვდებიან, რომ პოლიტიკაში მათი ადგილი არ არის“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

მეშახტე, მხატვარი – ნოდარი ცნობილაძის ორმაგი პროფესია

ტყიბულელი მეშახტე ნოდარი ცნობილაძე პროფესიით მხატვარია,მან თბილისში იაკობ ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელი ფერწერა გრაფიკოსის სპეციალობით დაამთავრა. მშობლიურ ქალაქში დაბრუნებულმა მუშაობა ტყიბულის შახტში სამონტაჟო ბრიგადის მიწისქვეშა ოსტატის პოზიციაზე დაიწყო, სადაც დღემდე წარმატებით საქმიანობს. მეშახტეობასთან ერთად ნოდარი საუკეთესოდ ხატავს, მის კოლექციაში მრავალი ფერწერული ნამუშევარია, რომელიც მოწონებას იმსახურებს.ნოდარი ცნობილაძე – ჩემი ძირითადი პროფესია მხატვრობაა, შემდეგ გავხდი მეშახტე. მეშახტეობით ვარჩენ ჩემს ოჯახს, მყავს მეუღლე და სამი მცირეწლოვანი შვილი. ორივე პროფესია ძალიან მიყვარს და მეამაყება რომ მხატვარი მეშახტე ვარ. შახტამ დამაბრუნა მშობლიურ ქალაქში,სადაც მამასთან და ძმასთან ერთად ვსაქმიანობ. თავისუფალ დროს მხატვრობას ვუთმობ რაც მამშვიდებს და მსიამოვნებს.წყარო:okribanews.ge

მარკო რუბიო: ანტისემიტიზმის ადგილი ამ სამყაროში არ არის. ჩვენი ლოცვები ამ საშინელი თავდასხმის მსხვერპლთან, ებრაულ თემთან და ავსტრალიელ ხალხთანაა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო ავსტრალიის დედაქალაქ სიდნეიში მიმხდარ თავდასხმას ეხმაურება. რუბიო წერს, რომ ანტისემიტიზმს ადგილი ამ სამყაროში არ არის.„ამერიკის შეერთებული შტატები მკაცრად გმობს ავსტრალიაში ებრაული დღესასწაულის წინააღმდეგ განხორციელებულ ტერორისტულ თავდასხმას.ანტისემიტიზმის ადგილი ამ სამყაროში არ არის. ჩვენი ლოცვები ამ საშინელი თავდასხმის მსხვერპლთან, ებრაულ თემთან და ავსტრალიელ ხალხთანაა“, - წერს რუბიო სოციალურ ქსელში.

კახა კალაძე: ვულოცავ ებრაელ ხალხს, განსაკუთებით ქართველ ებრაელებს ხანუქის დღესასწაულის დაწყებას!

თბილისის მერი კახა კალაძე ებრაელ ხალხს ხანუქას დღესასწაულს ულოცავს.„ვულოცავ ებრაელ ხალხს, განსაკუთებით ქართველ ებრაელებს ხანუქის დღესასწაულის დაწყებას! დღეიდან, რვა დღის განმავლობაში, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ინთება სანთლები, რაც ერთიანობას, ერთად დგომის ძალას აღნიშნავს. სწორედ ერთიანობამ, პატივისცემამ და მეგობრობამ დაწერა ქართველებსა და ებრაელებს შორის ურთიერთობის 26-საუკუნოვანი ისტორია, რასაც ჩვენ თვალისჩინივით ვუფრთხილდებით.გილოცავთ ყველას, ვინც ამ დღესასწაულს აღნიშნავთ! გისურვებთ მშვიდობას და კეთილდღეობას!“, - წერს კალაძე სოციალურ ქსელში.

თორნიკე ფაღავა „საქართველოს საბაჟო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტზე: ეს კანონპროექტი არის ნარკოტიკების წინააღმდეგ ჩვენი ხელისუფლების უკომპრომისო ბრძოლის ლოგიკური გაგრძელება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, თორნიკე ფაღავა გამოეხმაურა „საქართველოს საბაჟო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტს, რომლის მიზანი საქართველოში ნარკოტიკული საშუალებების უკანონო გადაზიდვის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების ეფექტიანობის გაზრდაა.„ეს კანონპროექტი არის ჩვენი ხელისუფლების უკომპრომისო ბრძოლის ლოგიკური გაგრძელება ნარკოტიკების წინააღმდეგ, რაც გულისხმობს საზღვრებზე სამართალდამცავი უწყებათაშორისი კოორდინირებული ჯგუფების შექმნას, რათა კიდევ უფრო ეფექტურად მოვახერხოთ ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლა“, - აღნიშნა ფაღავამ.პარლამენტი დღეს „საქართველოს საბაჟო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტს დაჩქარებული წესით განიხილავს.

ბოლო სიახლეები