ინდური ხალხური მედიცინის „აიურვედას“ ექსპერტი არუნ ხათრი საზოგადოებას სოციალურ ქსელში პერიოდულად სასარგებლო ინფორმაციას უზიარებს.
ამჯერად, არუნ ხათრი ემოციურ პოსტს აქვეყნებს, სადაც მშობლების სიყვარულზე წერს და ერთ-ერთ შემთხვევას იხსენებს:
„რუსთავი 2“-დან მოვდიოდი. შევამჩნიე, რომ მძღოლს ტელეფონზე live კამერა ჰქონდა ჩართული. ვკითხე, რა იყო ეს. მან გამიღიმა და მითხრა:
„სახლში დავაყენე კამერა, რომ მთელი დღე ვხედავდე ჩემს მოხუც დედას. ასე ვიცი, რომ კარგად არის“.
არც ფუფუნება, არც დიდი სიტყვები – უბრალოდ სუფთა სიყვარული. ეს არის ის, რასაც დედა ნამდვილად იმსახურებს შვილებისგან. არა ფული, არა საჩუქრები – უბრალოდ ზრუნვა, უბრალოდ ყოფნა, უბრალოდ პატივისცემა. თუ შენი მშობლები ცოცხლები არიან – შენ უკვე მდიდარი ხარ. მოუფრთხილდი შენს მშობლებს, დრო არ იცდის. სიყვარული არ უნდა გადაიდოს“, – წერს არუნ ხათრი.

