კვირა, თებერვალი 2, 2025

დაგვიჭერენ? – დამიჭირონ, არ არის პრობლემა – მე გათვითცნობიერებული მაქვს, რას ვაკეთებ – ხატია დეკანოიძე

დაგვიჭერენ? – დამიჭირონ, არ არის პრობლემა – მე გათვითცნობიერებული მაქვს, რას ვაკეთებ და ძალიან ბევრ ადამიანსაც, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ „თბილისი მოლის“ მიმდებარე ტერიტორიაზე განაცხადა, სადაც საპროტესტო აქციის მონაწილეები იკრიბებიან.

„შინაგან საქმეთა მინისტრმა, რომელიც არის „მაგნისკის სიაში“ შეყვანილი ორგანიზებული წამებისთვის და ძალადობისთვის, ამ ხალხს და მე არ უნდა მასწავლოს, რა უნდა გავაკეთოთ, არავის ეშინია გომელაურის და ზოგადად, რეჟიმის. მე უბრალოდ ერთი კითხვა მაქვს – წლების განმავლობაში გაცილებით უფრო მძიმე სტატუსებს ვწერ სოციალურ ქსელში, ვიდრე მაგალითად: „დაიტოვეს“ ჯგუფის წარმომადგენლები და რატომ ჩემთან არ მოდიან? – ანუ რაღაცა შიშის დათესვა უნდათ, ცდილობენ, რომ ადამიანები დააშინონ. ასე ვერ მოხდება, არავინ არ დაშინდება, მე არ მეშინია და ამ ხალხსაც არ ეშინია. ეს იქნება ის, რაც რეალურად, ჩვენ უნდა გავაკეთოთ. ჩვენს უკან არიან დაპატიმრებული ადამიანები. მზია ამაღლობელი 22-ე დღეა უკვე შიმშილობს. ასევე, ბათუმელი მედროშეც. ადამიანები არიან ციხეში და ყოველი დღე, როდესაც ჩვენ გავჩერდებით, ეს ადამიანები გვიყურებენ და ამაზე უნდა ვიფიქროთ. ამიტომ მე ნამდვილად არ მეშინია. ყველას მინდა ვუთხრა, რომ დასანქცირებული შინაგან საქმეთა მინისტრი თავისი დასანქცირებული თანამშრომლებით არავითარ შიშის საფუძველს არ წარმოადგენს, იმიტომ, რომ დღეს არიან და ხვალ აღარ იქნებიან.მე არ მგონია, ვინმეს შეეშინდეს. ბოლო-ბოლო რა უნდა გიქნან იმაზე მეტი, რაც დავუშვათ აქამდე არ უქნიათ?! დაგვიჭერენ? – დამიჭირონ, არ არის პრობლემა. მე გათვითცნობიერებული მაქვს რას ვაკეთებ და ძალიან ბევრ ადამიანსაც. ამიტომ თუ ბევრი ვიქნებით, მერწმუნეთ, რომ არავითარი შიში არ იქნება და ხელისუფლება ვერ გაბედავს, რომ ათიათასობით, ათასობით ადამიანი დააკავოს“, – განაცხადა დეკანოიძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ირაკლი კობახიძე – ჩვენი დელეგაციის და მისი ხელმძღვანელის, თეა წულუკიანის დამსახურებაა ის, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე არ დამტკიცდა გადაწყვეტილება ქართული დელეგაციის არცნობისა და შესაბამისად,...

მთლიანად დელეგაციამ და მისმა ხელმძღვანელმა თეა წულუკიანმა ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე დაეცვათ ჩვენი ქვეყნის პოზიციები და მათი განსაკუთრებული დამსახურებაა ის, რომ არ დამტკიცდა გადაწყვეტილება ქართული დელეგაციის არცნობის შესახებ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა ქართულ დელეგაციას ეროვნული ინტერესებისა და პოზიციების პრინციპულად დაცვისთვის. „ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაო ჩაატარა მთლიანად დელეგაციამ და მისმა ხელმძღვანელმა, პირველ რიგში, ქალბატონმა თეა წულუკიანმა. მათ ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ დაეცვათ ჩვენი ქვეყნის პოზიციები და მათი განსაკუთრებული დამსახურებაა ის, რომ არ დამტკიცდა გადაწყვეტილება ქართული დელეგაციის არცნობის შესახებ და შესაბამისად, არჩევნების არაღიარების თაობაზე. მინდა, თითოეულ მათგანს და პირველ რიგში თეა წულუკიანს გადავუხადო ამისათვის მადლობა, ჩვენი ეროვნული ინტერესებისა და პოზიციების პრინციპულად დაცვისთვის“, – განაცხადა პრემიერმა გადაცემა.

„ვეკითხებით ევროპული სახელმწიფოების ელჩებს, მათ ქვეყნებში რომ მთავარი მაგისტრალი გადაკეტონ, რას მოიმოქმედებს ხელისუფლება? “ – თამარ ჩიბურდანიძე

ყველაზე საგანგაშო დღევანდელ დღეს არის ევროპული სახელმწიფოების დუმილი იმ გაცხადებულ კანონდარღვევაზე, რასაც დღეს აპირებს ე.წ. ოპოზიცია. მაშინ, როდესაც დასავლეთიდან ნიაღვრად მოედინება დეზინფორმაცია ყველა საკითხზე, ჩვენი „პარტნიორები“ კანონის უზენაესობას არ აღიარებენ, - წერს „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე. მისი თქმით, ოპოზიციამ კარგად იცის, რომ მაგისტრალის გადაკეტვის საშუალებას არ მისცემენ და შესაბამისად, ეს აქცია კიდევ ერთი დაპირისპირებისა და ხმაურისთვის დაგეგმეს. „ვეკითხებით ევროპული სახელმწიფოების ელჩებს - მათ ქვეყნებში რომ მთავარი მაგისტრალი გადაკეტონ, რას მოიმოქმედებს ხელისუფლება? როგორი იქნება რეაქცია სამართალდამცველების მხრიდან? რადგან ამ ფაქტს არ გმობენ, ე.ი. კანონდარღვევას მხარს უჭერენ. სწორედ ამით არიან წახალისებულნი ის ახალგაზრდები, რომლებიც ოპოზიციური პარტიების ახალგაზრდულ ფრთას წარმოადგენენ. ოპოზიციამ კარგად იცის, რომ მაგისტრალის გადაკეტვის საშუალებას არ მისცემენ. მათ ეს აქცია კიდევ ერთი დაპირისპირებისა და ხმაურისთვის დაგეგმეს, რომ შემდეგ „პოლიტპატიმრების“ რიგებს რამდენიმე ადამიანი მიამატონ და შემდეგ ამაზე ახალი რეზოლუციები გამოაცხონ უცხოეთიდან. ეს არის ამ ყველაფრის მიზეზიც და მიზანიც“, - წერს თამარ ჩიბურდანიძე.

„უფალი ყოველთვის მიდის იმასთან, ვინც უფალს ეძებს, უფალთან შეხვედრას ეძებს და ვისაც მისი დანახვა სურს“ – მეუფე შიო

უფალი ყოველთვის მიდის იმასთან, ვინც უფალს ეძებს, უფალთან შეხვედრას ეძებს და ვისაც მისი დანახვა სურს. მაგრამ როგორ უნდა დავინახოთ ქრისტე? - თუ დავიცავთ მის მცნებებს, შევუდგებით მას და გავხდებით მისი მოწაფეები, აი, მაშინ ვიხილავთ უფალს, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ქადაგებისას განაცხადა. მისივე თქმით, ადამიანი სრულიად იცვლება, სრულიად სხვანაირი ხდება ქრისტეს შეხვედრის შემდეგ, ვიდრე იყო მანამდე. "სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევას. დიდი მარხვის დაწყებამდე ერთი თვით ადრე მართლმადიდებელი ეკლესია იწყებს ჩვენს მომზადებას მარხვისთვის და გვახსენებს იმას, რისი გაგებაც მრავალ ადამიანს უჭირს, რომ უამრავი ცხოვრებისეული საზრუნავის გარდა, არსებობს კიდევ ზრუნვა სულზე, ჩვენს შინაგან სამყაროზე და რომ სწორედ ეს საზრუნავი არის პირველხარისხოვანი, უფრო მნიშვნელოვანი. დღეს წმინდა სახარება მოგვითხრობს ერთ ძალიან მდიდარ კაცზე, რომელიც იყო გადასახადების ამკრეფთა უფროსი, სახელად ზაქე. იმ ეპოქაში ზაქეს ეს პროფესია დაკავშირებული იყო გამომძალველობასთან, მექრთამეობასთან, უსამართლობასთან, უწესობასთან. ამიტომ, რა თქმა უნდა, ეს მეზვერეები ადამიანებს სძულდათ. ერთხელ, როდესაც უფალი იესო ქრისტე ქალაქში შედიოდა, ზაქემ მოინდომა მისი დანახვა, მაგრამ იმდენად ტანდაბალი იყო, რომ ამას ვერ ახერხებდა. ამიტომ მან გააკეთა ის, რაც იყო გმირობის ტოლფასი. იმდენად უნდოდა ქრისტეს დანახვა, რომ პატარა ბიჭივით ხეზე ავიდა, რათა იქიდან დაენახა უფალი. ე.ი. მთელი ამ ქალაქის თვალწინ (ყველა იცნობდა მას, რა თქმა უნდა), ის არ დაეძებდა, რომ ამისთვის შეიძლება დაეცინათ, დაემცირებინათ, ოღონდ მაცხოვარი ენახა. გულთამხილველმა უფალმა, რა თქმა უნდა, შეამჩნია მისი ასეთი განწყობა; ამან მიიპყრო ქრისტეს ყურადღება და როდესაც ჩამოუარა ზაქეს, მოიხმო თავისთან და შემდეგ სახლშიც კი ესტუმრა მას. ზაქეზე იმდენად იმოქმედა უფლის გულმოწყალებამ, ლმობიერებამ, რომ მასში მოხდა ის, რასაც ეწოდება სინანული. მან უთხრა ქრისტეს, რომ მე ცოდვილი კაცი ვიყავი, მაგრამ ამიერიდან მინდა ჩემი ცხოვრება გამოვასწორო; ჩემი ქონების ნახევარს დავურიგებ გლახაკებს და თუ ვინმესთვის რამე გამომიძალავს, ოთხმაგად ავუნაზღაურებ, ოთხმაგად მივაგებო. უფალმა უთხრა: "დღეს მოვიდა ამ სახლის ხსნა, რადგან ესეც შვილი აბრაამისი არის“ (ლკ. 19,9). აი, ასე მოხდა ზაქეს ფერისცვალება. აი, ასეთ ცოდვილ კაცში, რომელიც ყველას სძულდა და მუდამ სცოდავდა, გაიღვიძა ქრისტეს ხილვის წყურვილმა. მას ეს წყურვილი ჰქონდა ძალიან დიდი. ბევრი ადამიანი დადის ეკლესიაში, მაგრამ ასეთი წყურვილი ქრისტეს დანახვისა ბევრს არ აქვს. ადამიანები მოდიან სხვადასხვა პრობლემით, ზოგს შვილი ავად გაუხდა, ზოგს პატიმრობა ემუქრება, ზოგს რაღაც მძიმე აზრები აწუხებს, ან ნაწყენია და ამ წყენით მოცულია, ან შური აწუხებს, ან რაღაც სხვა პრობლემები და უნდათ ამისგან გათავისუფლება და ღმერთს სთხოვენ, მაგრამ რა იშვიათია, ძმებო და დებო, რომ ადამიანს ეთქვას: "მე მინდა ქრისტეს დანახვა!". სწორედ ამიტომაც არ გვესმის, ჩვენც არ გვეუბნება უფალი იმ სიტყვებს, რომლებიც უთხრა ამ კაცს: "ზაქე, სწრაფად ჩამოდი, მე დღეს შენს სახლში უნდა დავრჩე" (ლკ. 19,5). რატომ უთხრა ეს? მხოლოდ იმიტომ, რომ ზაქემ მოინდომა მისი დანახვა და მასთან შეხვედრა. ამდენად, უფალი ყოველთვის მიდის იმასთან, ვინც უფალს ეძებს, უფალთან შეხვედრას ეძებს და ვისაც მისი დანახვა სურს. მაგრამ როგორ უნდა დავინახოთ ქრისტე? - თუ დავიცავთ მის მცნებებს, შევუდგებით მას და გავხდებით მისი მოწაფეები, აი, მაშინ ვიხილავთ უფალს. მაშასადამე, რას გვასწავლის დღევანდელი სახარება? - თუ რაში მდგომარეობს სულის გადარჩენა, სულის ცხონება. ის მდგომარეობს იმაში, რომ ადამიანი სრულიად იცვლება, სრულიად სხვანაირი ხდება ქრისტეს შეხვედრის შემდეგ, ვიდრე იყო მანამდე. მაგრამ ამისთვის საჭიროა, ზაქეს მსგავსად, ჩვენი ცხოვრების მთავარი მისწრაფება იყოს ქრისტეს დანახვა და მასთან დაახლოება. მხოლოდ ასეთი ადამიანი, ვინც მიაღწევს თავისი პიროვნების ფერისცვალებას, იმკვიდრებს ღმერთის სასუფეველს. აი, ძვირფასო ძმებო და დებო, სწორედ ეს არის ქრისტიანობა. ამინ! დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის კურთხევით, ილოცება ელისაბედაშვილების გვარი. ღმერთმა გაგახაროთ, გამრავლოთ და გაგაძლიეროთ. ჩვენთან არს ღმერთი“, - განაცხადა მეუფე შიომ.

საპროტესტო აქციაზე ნიკა მელია, გიგი უგულავა და თენგო თევზაძე დააკავეს

თბილისის გასასვლელთან, ავტომაგისტრალზე დაპირისპირებისას ნიკა მელია და გიგი უგულავა სამართალდამცველებმა ტერიტორიიდან გაიყვანეს. ადგილზე ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც აქციის მონაწილეები შეეცადნენ, სრულად დაეკავებინათ საავტომობილო გზა, რისი საშუალებაც მათ ადგილზე მყოფმა სამართალდამცველებმა არ მისცეს. მანამდე პოლიციამ მოუწოდა აქციის მონაწილეებს, იმგვარად ევლოთ, რომ საავტომობილო გზა არ ჩაკეტილიყო.

33 წლის წინ დღევანდელი ე.წ ოპოზიციის იდეურმა და სულიერმა მამებმა სისხლიანი კალო დაუტრიალეს საქართველოს პატრიოტებს, დღესაც იგივეს იზამდნენ, შანსი რომ ჰქონდეთ – გიორგი გამსახურდია

გიორგი გამსახურდია X-ზე 1992 წლის 2 თებერვალს მომხდარ მოვლენებს იხსენებს, იმ დღეს, როდესაც საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას მხარდამჭერებს, რომლებიც ვაგზლის მოედნიდან მთავრობის კანცელარიისკენ მიემართებოდნენ, ცეცხლი გაუხსნეს. გამსახურდია აღნიშნავს, რომ 33 წლის წინ დღევანდელი ე.წ ოპოზიციის იდეურმა და სულიერმა მამებმა სისხლიანი კალო დაუტრიალეს ზვიადის მომხრეებს და დღესაც იგივეს იზამდნენ, შანსი რომ ჰქონდეთ, მაგრამ ეს მხოლოდ მათი ოცნების სფეროდ დარჩება. „დღეს მძიმე დღეა, 33 წლის წინ, დღევანდელი ე.წ ოპოზიციის იდეურმა და სულიერმა მამებმა, ასევე მოქმედმა წევრებმა, სისხლიანი კალო დაუტრიალეს, საქართველოს პატრიოტებს, ზვიადის მომხრეებს. დღესაც იგივეს იზამდნენ, შანსი რომ ქონდეთ. მაგრამ, ეს მხოლოდ მათი ოცნების სფეროდ დარჩება, სხვა არაფრად.”- წერს გიორგი გამსახურდია.

ბოლო სიახლეები