0 0
Read Time:28 Second

აზერბაიჯანის მოქალაქე ახმედ ახმედოვი ეჭვმიტანილია მშობლების, მცირეწლოვანი ძმის, ასევე დისა და შვილის მკვლელობაში, იუწყება მედია.
როგორც Sputnik აზერბაიჯანი იუწყება, გამოძიების დროს გაირკვა, რომ ახმედ ახმედოვმა ბაქოში თავისი და, ახმედოვა ელმირა (დაბადებული 1997 წელს) და მისი 5 წლის ქალიშვილი, ულვია ნიფტალიევა ნაჯახით მოკლა. ამის შემდეგ მან დახოცა  მშობლები – მეჰმანი (დაიბადა 1972 წელს) და ბიკე (დაიბადა 1977 წელს) ახმედოვები, ასევე 8 წლის ძმა, მუჰამედი.

დედა, ბიკე ახმედოვა ბაქოში ერთ-ერთი სკოლის დირექტორი გახლდათ (ფოტოზე).

მომხდარის შესახებ პოლიციას მეზობლებმა შეატყობინეს. მათივე თქმით, დანაშაულს წინ უძღოდა ოჯახური კონფლიქტი. წყაროებმა გამოცემას განუცხადეს, რომ 25 წლის აჰმედი ფსიქიკური დაავადებით იტანჯება.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები