ორშაბათი, თებერვალი 3, 2025

გუშინდელ აქციაზე დაშავებულებიდან კლინიკებში ამ ეტაპზე ექვსი პირი რჩება

გუშინ დაშავებულებიდან კლინიკებში ამ ეტაპზე ექვსი პირი რჩება. დაშავებულები ინგოროყვას კლინიკასა და კლინიკა „ვივამედში“ მკურნალობენ.

როგორც ემერჯენსის ხელმძღვანელმა, ანა დალაქიშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა, ინგოროყვას კლინიკაში ამ ეტაპზე ოთხი დაშავებული მკურნალობს. მისივე ინფორმაციით, პაციენტებს ძირითადად სახისა და თავის არეში ტრავმები აღენიშნებათ.

„წინასწარი დაკავების იზოლატორიდან ჩვენთან შემოყვანილ იქნა სულ ხუთი დაშავებული. ძირითადად აღენიშნებოდათ სახისა და თავის ტრავმები. ერთ პაციენტს ასევე თვალ-ბუდის არეში ჰქონდა დიდი ზომის ჰემატომა, თუმცა ოპერაციული ჩარევა არცერთ პაციენტს არ სჭირდებოდა. ტვინის შერყევის დიაგნოზით ჩვენს კლინიკაში მოთავსებულია ოთხი დაშავებული, ერთმა პაციენტმა თვითნებურად დატოვა კლინიკა“, – განაცხადა ანა დალაქიშვილმა.

რაც შეეხება კლინიკა „ვივამედში“ გადაყვანილი დაშავებულების მდგომარეობას, როგორც „ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა ზურაბ ჩხაიძემ განაცხადა, მათ ტვინის შერყევა აქვთ და შეთავაზებულ იქნა ჰოსპიტალის პირობებში მკურნალობა.

„ჩვენს კლინიკაში შემოყვანილია ორი პაციენტი, ორივეს ჩაუტარდა შესაბამისი ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევები. ტრავმული დაზიანებები, განსაკუთრებული მოტეხილობები არ აღენიშნებათ, დიაგნოზი არის თავის ტვინის შერყევა და მათთვის შეთავაზებულ იქნა ჰოსპიტალის პირობებში მკურნალობა“, – განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

კაია კალასი: საქართველო კანდიდატი ქვეყნის არანაირ მოლოდინს არ ამართლებს

დღეს, თბილისში მშვიდობიანი მომიტინგეების, ჟურნალისტების და პოლიტიკოსების სასტიკი დარბევა მიუღებელია, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასმა პლატფორმა X-ზე დაწერა. "საქართველო კანდიდატი ქვეყნის არანაირ მოლოდინს არ ამართლებს. ევროკავშირი ქართველი ხალხის გვერდით დგას მათ ბრძოლაში თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის", - წერს კალასი.  

ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი, რიჩარდ გრენელი მიიჩნევს, რომ USAID-ის საქმიანობა გამოძიების ფედერალურმა ბიურომ უნდა გამოიძიოს

სპეციალურ მისიებში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წარმომადგენელი, რიჩარდ გრენელი მიიცნევს, რომ USAID-ის საქმიანობა გამოძიების ფედერალური  ბიუროს მიერ უნდა იყოს გამოიძიებული. ამის შესახებ რიჩარდ გრენელმა სოციალურ ქსელში დაწერა. „ის, რასაც სამანტა პაუერი USAID-ის მეშვეობით, თქვენ მიერ გადახდილ დოლარებს უკეთებდა, გამოძიების ფედერალური ბიუროს მიერ უნდა იყოს გამოძიებული. ის თქვენი ფულით ულტრამემარცხენე აქტივისტებსა და გიჟურ რადიკალურ პროგრამებს აფინანსებდა. გამოიძიეთ!“, – წერს რიჩარდ გრენელი სოციალურ ქსელში.  

Jan De Nul NV-ის საქართველოს ფილიალის დირექტორი: ანაკლიის ნავსადგური ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია არა მხოლოდ ჩვენი კომპანიისთვის, არამედ საქართველოსთვის

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის ტალღმტეხელის მოდელის ლაბორატორიული ტესტირების პროცესი კონსორციუმ Jan De Nul NV-ის წარმომადგენლების მონაწილეობით გაიმართა, რომელიც ნავსადგურის საზღვაო ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ახორციელებს. დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში გამართულ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო Jan De Nul NV-ის საქართველოს ფილიალის დირექტორმა ტიმ დევოლდერმა. როგორც მან აღნიშნა, ეს არის ანაკლიის პროექტის განვითარების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი, რომელსაც გამოცდილი და მაღალი რეპუტაციის მქონე კომპანია DHI წარმართავს. „ჩვენ რეალური მოდელის მაგალითზე დეტალურად განვიხილავთ იმას, თუ რის აშენებას ვაპირებთ მომავალში. კომპანია DHI სპეციალიზდება რეალური მოდელების აგებაში. ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ხარისხს. ანაკლიის ნავსადგური ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია არა მხოლოდ ჩვენი კომპანიისთვის, არამედ უშუალოდ საქართველოსთვის. ამ ტიპის პროექტები ხანგრძლივ საექსპლუატაციო ვადაზეა გათვლილი და თითოეული დეტალი საფუძვლიანად დაფიქრებას საჭიროებს. სწორედ ამიტომ ვრთავთ პროექტში სხვადასხვა სპეციალისტს“, - განაცხადა Jan De Nul NV-ის საქართველოს ფილიალის დირექტორმა. კომპანიის ორგანიზებით გამართულ ტალღმტეხელის მოდელის ლაბორატორიული ტესტირების პროცესს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილი და შპს „ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის“ დირექტორი ზურაბ სიჭინავა დაესწრნენ. ვიზიტისას მხარეებმა ასევე ტალღმტეხის კონფიგურაცია და კვლევის შემდგომი ეტაპის გეგმა/გრაფიკები შეათანხმეს. ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

შალვა პაპუაშვილი – USAID-მა, საქართველო-აშშ-ის მეგობრობის განმტკიცების ნაცვლად, დაუშვა სამწუხარო შეცდომები, როგორც ჩანს, ახლა წარსული USAID-ს თან სდევს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ აშშ-შიც

როგორც ჩანს, ახლა წარსული USAID-ს თან სდევს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ აშშ-შიც, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს. „USAID-მა, საქართველო-აშშ-ს შორის მეგობრობის განმტკიცების ნაცვლად, დაუშვა გარკვეული სამწუხარო შეცდომები, რომლებიც ჯერ კიდევ სათანადოდ არ არის გამოსწორებული. მე მოვუწოდე აშშ-ის კონგრესს, რომ გამოეძიებინა ეს, სავარაუდოდ, მიზანმიმართულად დაშვებული შეცდომები, თუმცა უშედეგოდ. „2020 წლის საქართველოს არჩევნების შემდეგ USAID-ის მიერ დაფინანსებულმა არასამთავრობო ორგანიზაცია ISFED-მა გაავრცელა ყალბი PVT-ს შედეგები, რომელიც NDI-ს პროგრამული უზრუნველყოფით იყო ჩატარებული და განაცხადა, რომ არჩევნები გაყალბდა. როდესაც „ქართულმა ოცნებამ“ რამდენიმე კვირის განმავლობაში საკითხის დოკუმენტირების შემდეგ გამოააშკარავა ეს თაღლითობა, ISFED-მა აღიარა „შეცდომა“ და გამოტყდა, რომ USAID-ის ადგილობრივმა განყოფილებამ იცოდა სიცრუის შესახებ, მაგრამ აირჩია დუმილი. ამან გამოავლინა, რომ USAID-ის ადგილობრივი ხელმძღვანელი ადამ შმიდტი, რომელმაც შეხვედრაზე დაგვარწმუნა, რომ ISFED-ის მონაცემებზე ჩატარდა აუდიტი და შეცდომა არ იყო, სინამდვილეში ატყუებდა როგორც საქართველოს მთავრობას, ასევე ხალხს. ცალკე საკითხია საქართველოში აშშ-ის მაშინდელი ელჩის კეთილსინდისიერება, რომელმაც აიღო შუამავლის ფუნქცია ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მაშინ, როცა, დიდი ალბათობით, იცოდა სიცრუის შესახებ, მაგრამ მაინც დუმდა. ISFED-ი დღემდე აგრძელებს საქმიანობას საქართველოში უცხოური დაფინანსებით და ახლა კვლავ ამტკიცებს, რომ 2024 წლის არჩევნებიც გაყალბდა, თავიანთი PVT-ს შედეგების გამოქვეყნების გარეშე, რადგან ისინი რეალურად ემთხვევა ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებს. გვაქვს ინფორმირებული ეჭვი, რომ არგამოქვეყნება მოხდა USAID-ის ზეწოლით. როდესაც შარშან თბილისში შევხვდი USAID-ის ადმინისტრატორის მოადგილეს, შენონ გრინს და მის მოადგილეს, ალექსანდრ სოკოლოვსკის და 2020 წლის სკანდალისთვის ნათელის მოფენა ვთხოვე, მირჩიეს, დამევიწყებინა წარსული და მომავლისკენ გამეხედა. როგორც ჩანს, ახლა წარსული USAID-ს თან სდევს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ აშშ-შიც​​​​​​​​​​​​​​“, – წერს შალვა პაპუაშვილი. ამერიკელმა მილიარდერმა, აშშ-ის სამთავრობო ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ილონ მასკმა განაცხადა, რომ USAID-ი კრიმინალური ორგანიზაციაა და გააზიარა USAID-ის შესახებ მაიკ ბენცის პოსტი და ვიდეო, რომელშიც თბილისის აქციების კადრებიც არის ნაჩვენები.  

„ქართული ოცნება“ უმრავლესობის სხდომას გამართავს

„ქართული ოცნების“ გორგასლის ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართება. პრესსამსახურის ინფორმაციით, სხდომა 12:00 საათზე დაიწყება. სხდომის დასრულების შემდეგ გაკეთდება განცხადება.

ბოლო სიახლეები