სამშაბათი, მარტი 25, 2025

გუშინდელმა აქციამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ის სამწუხარო რეალობა, რომელშიც ვიმყოფებით – ქართველების დიდი ერთი ნაწილი საერთოდ მოწყვეტილია ქართულ კულტურულ კოდს და შორეულ მენტალურ ემიგრაციაშია – სოსო მანჯავიძე

ისტორიკოსი სოსო მანჯავიძე სოციალურ ქსელში NGO-ების მიერ დაორგანიზებულ აქციას ეხმიანება. როგორც ის აღნიშნავს, გუშინდელმა აქციამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ის სამწუხარო რეალობა, რომელშიც ვიმყოფებით – ქართველების დიდი ერთი ნაწილი საერთოდ მოწყვეტილია ქართულ კულტურულ კოდს და შორეულ მენტალურ ემიგრაციაშია.

„გუშინდელმა აქციამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ის სამწუხარო რეალობა, რომელშიც ვიმყოფებით – ქართველების დიდი ერთი ნაწილი საერთოდ მოწყვეტილია ქართულ კულტურულ კოდს და შორეულ მენტალურ ემიგრაციაშია – აფრიალებს უცხო ქვეყნების დროშებს, ხოლო ქართველი სპორტსმენის, ხელოვანის თუ პოლიტიკოსის წარმატება მისთვის ღირებულია ამ უცხო ქვეყნისადმი ლოიალობის ხარისხის შესაბამისად, თუ მის წარმოსახვაში ასეთი ლოიალობა არ ფიქსირდება, წარმატება ანულირდება, ხოლო ადამიანი გადაეცემა ევროატლანტიკურ ანათემას. სხვათა შორის, ასეთები გახლდნენ სოციალ-დემოკრატი ტროცკისტებიც, რომელთა რაოდენობა არაპროპორციულად დიდი იყო საქართველოს მოსახლეობის რიცხვთან შედარებით. სწორედ ტროცკისტული სისხლი ყივის მათ შთამომავლებში-კვიცი გვარზე ხტისო-როგორც ნათქვამია”, – წერს სოსო მანჯავიძე.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

United Airlines-ის თვითმფრინავი იძულებული გახდა ფრენა შეეწყვიტა, რადგან პილოტს პასპორტი დაავიწყდა

United Airlines-ის თვითმფრინავი Boeing 787, რომელიც ლოს-ანჯელესიდან შანხაიში მიფრინავდა, იძულებული გახდა უკან დაბრუნებულიყო, რადგან თვითმფრინავის ერთ-ერთ პილოტს პასპორტი დაავიწყდა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.თვითმფრინავი ლოს-ანჯელესის საერთაშორისო აეროპორტიდან, შაბათ,ს დაახლოებით ღამის 2 საათზე აფრინდა. ბორტზე 257 მგზავრი და ეკიპაჟის 13 წევრი იმყოფებოდა. თვითმფრინავი ჩრდილო-დასავლეთით, წყნარი ოკეანის გავლით, ჩინეთის უდიდეს ქალაქში მიემართებოდა.FlightAware-ის ვებ-გვერდის თანახმად, თვითმფრინავი აფრენიდან დაახლოებით 2 საათში მოტრიალდა და სან-ფრანცისკოში გადამისამართდა, სადაც დაახლოებით საღამოს 5 საათზე დაეშვა."პილოტს, რომელიც ბორტზე იმყოფებოდა არ ჰქონდა პასპორტი. ჩვენ გამოვყავით ახალი ეკიპაჟი, რომლებმაც ჩვენი კლიენტები დანიშნულების ადგილამდე იმ საღამოსვე ჩაიყვანეს. მანამდე, კლიენტებს კვების ტალონები და კონპენსაცია გადაეცათ", - აღნისნულია ავიაკომპანიის განცხადებაში.

,,ქართული ოცნება” განცხადებას ავრცელებს

ოქსფორდის უნივერსიტეტის კეთილდღეობის კვლევის ცენტრმა კორუფციის აღქმების მსოფლიო რეიტინგი გამოაქვეყნა.კვლევის ფარგლებში, განხორციელდა კორუფციის აღქმის შეფასება მსოფლიო გამოკითხვის საფუძველზე: რამდენად არის გავრცელებული კორუფცია ხელისუფლებაში? და რამდენად არის გავრცელებული კორუფცია ბიზნესში?კორუფციისგან თავისუფლებით საქართველო 50 საუკეთესო ქვეყანასა და ტერიტორიას შორის დასახელდა, სახელმწიფოებს შორის გლობალურად 41-ე ადგილზე გავიდა და ევროპის საუკეთესო ოცეულში 16-ე პოზიციაზე მოხვდა.საქართველო რეიტინგში უსწრებს, ევროკავშირის კანდიდატ ყველა ქვეყანას, ევროკავშირის და ნატოს წევრ 19 სახელმწიფოს: იტალიას, პორტუგალიას, ჩეხეთს, ლიეტუვას, ლატვიას, ხორვატიას, პოლონეთს, საბერძნეთს, მონტენეგროს, მალტას, სლოვენიას, თურქეთს, სლოვაკეთს, ალბანეთს, უნგრეთს, რუმინეთს, კვიპროსს, ბულგარეთს, ჩრდილოეთ მაკედონიას.

აშშ-ში უკრაინის ელჩი – უკრაინა მხარს უჭერს 30-დღიან ცეცხლის შეწყვეტას, თუმცა ტანგოსთვის ორია საჭირო

ტანგოსთვის ორია საჭირო, – ამის შესახებ აშშ-ში უკრაინის ელჩმა, ოკსანა მარკაროვამ 30-დღიან ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით განაცხადა.ოკსანა მარკაროვას თქმით, უკრაინა ამ იდეას მთელი გულით უჭერს მხარს.„ჩვენ გვჭირდება, რომ ამას რუსეთი დაეთანხმოს“, – განაცხადა ელჩმა.რაც შეეხება კრიტიკული რესურსების შესახებ შეთანხმებას, რომელზემ მოლაპარაკებას უკრაინა და შეერთებული შტატები აწარმოებენ, მარკაროვამ თქვა, რომ ორივე ქვეყნის გუნდი ორიენტირებულია სამუშაოს სწრაფ დასრულებაზე.„ბევრი სექტორია, სადაც ჩვენ შეგვიძლია, ვითანამშრომლოთ. ჩვენ ნამდვილად გვსურს, მეტად ვითანამშრომლოთ შეერთებულ შტატებთან, რა თქმა უნდა, ევროპელ პარტნიორებთან და სხვებთან“, – აცხადებს ელჩი.

გია აბაშიძე: საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის ვითომ დაიგნორებაზე მტაცებელსა და თაღლითს, არაკაც მამუკა ხაზარაძესა და მისნაირ კრიმინალ ხროვას შევახსენებ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლს

პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე შეგვახსენეს „მაგნატის“ მფლობელის, ჯემალ ლეონიძის დაყაჩაღების შემზარავი ისტორია, რომელსაც კეზერაშვილის დაკვეთით, ხაზარაძე-ჯაფარიძე & Co ასრულებდნენ, კრიმინალი არავის შერჩება. და არც არავის შეერგება სხვისი უბედურებით გამდიდრება, ამგვარი საქმეები კი უამრავია ნაცრეჟიმის ეპოქიდან - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.როგორც აბაშიძე აღნიშნავს, გარეწრების სისხლიანი, ცრემლიანი ფულით დასპონსორებული მათი მონების მხრიდან მორალსა და თავისუფლებაზე საუბრის გაბედვაც კი უდიდესი ზნედაცემულობა.„პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე შეგვახსენეს „მაგნატის“ მფლობელის, ჯემალ ლეონიძის დაყაჩაღების შემზარავი ისტორია, რომელსაც კეზერაშვილის დაკვეთით, ხაზარაძე-ჯაფარიძე & Co ასრულებდნენ, კრიმინალი არავის შერჩება. და არც არავის შეერგება სხვისი უბედურებით გამდიდრება, ამგვარი საქმეები კი უამრავია ნაცრეჟიმის ეპოქიდან. გარეწრების სისხლიანი, ცრემლიანი ფულით დასპონსორებული მათი მონების მხრიდან მორალსა და თავისუფლებაზე საუბრის გაბედვაც კი უდიდესი ზნედაცემულობა.საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის ვითომ დაიგნორებაზე მტაცებელსა და თაღლითს, არაკაც მამუკა ხაზარაძესა და მისნაირ კრიმინალ ხროვას შევახსენებ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლს: "საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობა, – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე".იქნება კანონდარღვევა! იქნება სასჯელი! ნაძირალა ხაზარაძესა და სხვა მძარცველებს ვერც უილსონები და ვერც სხვა გარე უსინდისო აქტორები ვერანაირად უშველიან“, - წერს აბაშიძე facebook-ზე.

არ ვიცი რომელი ევროპელი მაღალჩინოსნის თუ დაბალჩინოსნის განცხადება გინახავთ, სადაც ისინი ემხრობიან მოლოტოვის კოქტეილის გამოყენებას – ლევან სანიკიძე

პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში ამერიკის გენერალური პროკურორის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც "მოლოტოვის კოქტეილებით" თავდასხმა დაგმო, თქვა რომ მსგავსი იარაღის გამოყენება ვანდალიზმს სცდება და შიდა ტერორიზმად ხასიათდება."თუკი მოლოტოვის კოქტეილის სროლა ტერორიზმია, თუკი საქართველოში მოლოტოვის კოქტეილის რომანტიზების კამპანიას ევროკავშირის ბიუჯეტიდან დაფინანსებული ენჯეო "სირცხვილია" აწარმოებს, მაშინ რა გამოდის, რა ფინანსდება ევროკავშირის ფულით", - წერს შალვა პაპუაშვილი.პაპუაშვილის პოსტს აფასებს "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლევან სანიკიძე."არ ვიცი რომელი ევროპელი მაღალჩინოსნის თუ დაბალჩინოსნის განცხადება გინახავთ, სადაც ისინი ემხრობიან მოლოტოვის კოქტეილის გამოყენებას. ევროპის მიმართ ბევრად უფრო მაღალი შთაბეჭდილება და დამოკიდებულება მაქვს. მიმაჩნია, რომ ისინი საქართველოში აფინანსებენ მონასტრების აღდგენას. ნაკლებ ყურადღებას გავამახვილებ, სახელი და გვარი უნდა თქვას და პროექტი უნდა თქვას, სადაც ასწავლიდნენ ადამიანებს მოლოტოვის კოქტეილის დამზადებას", - განაცხადა ლევან სანიკიძემ.შალვა პაპუაშვილის პოსტს გამოეხმაურა ასევე პარტიის "გახარია საქართველოსთვი" პოლიტიკური საბჭოს წევრი ანა ბუჩუკური."ნამდვილად, მოლოტოვის კოქტეილის სროლა არის კატეგორიულად მიუღებელი - ჩვენთვის ყოველთვის ასე იყო. იმისთვის არის სახელმწიფო სახელმწიფო, რომ თუ დანაშაულს აქვს ადგილი, დამნაშავე თავისი მაყრი მტკიცებულებებით იჯდეს ციხეში.მოლოტოვის კოქტეილის სროლა ყოველთვის იყო, დღესაც არის და ჩვენ გუნდისთვის ყოველთვის იქნება კატეგორიულად მიუღებელი", - განაცხადა ანა ბუჩუკურმა.

ბოლო სიახლეები