არსებობს ზეპარტიული საკითხები და იმის გამოყენება არაფრით არ შეიძლება შიდა, ვიწროპარტიული ინტერესებისთვის, – ამის შესახებ ფილოსოფოსმა გური სულთანიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
მისი თქმით, მიაჩნია, რომ 2024 წლის არჩევნები ოპოზიციისთვის ყველაზე ცუდი იქნება.
„არსებობს ზეპარტიული საკითხები და იმის გამოყენება არაფრით არ შეიძლება შიდა, ვიწროპარტიული ინტერესებისთვის. ამას აქვს მოკლე და ცალსახა პასუხი, ეს არის მტრობა და ღალატი. გარდა ამისა, ამომრჩეველზე ალბათ, ისიც აისახება, რომ მთავრობას, რომელსაც რუსს ეძახი ყოველ შენ სიტყვაში და მერე ის სტატუსს იღებს, ნიშნავს, რომ მცდარი შენ ხარ. შესაბამისად, მგონია, რომ ეს 2024 წლის არჩევნები ოპოზიციისთვის ყველაზე ცუდი იქნება“, – განაცხადა გური სულთანიშვილმა.