ორშაბათი, ოქტომბერი 6, 2025

გურამ მაჭარაშვილი: ხელისუფლების დამხობის და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაზე, თავიდან ბოლომდე არიან პასუხისმგებლები ის უცხოელი აქტორები, რომლებიც ახალისებდნენ ამ ძალადობრივ აქციებს

„ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი ხელისუფლების დამხობის მცდელობაზე პასუხისმგებლობას გარე აქტორებსაც აკისრებს.

„ძალადობრივ აქციაზე, ნივთების დაწვაზე, ამ ხელისუფლების დამხობის და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაზე, თავიდან ბოლომდე არიან პასუხისმგებლები ის უცხოელი აქტორები, მათ შორის ელჩები, რომლებიც ახალისებდნენ და სამწუხაროდ, დღემდე ახალისებენ ამ ძალადობრივ აქციებს“, – აცხადებს მაჭარაშვილი.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ასეთი კლოუნადა მოაწყო, ადამიანები გაწირო, რადგან დაიჭერენ ასეთი ძალადობის შემდეგ, თქვა, რომ ყველანი გმირები არიან და ვაგრძელებთ ბრძოლასო, როგორც მინიმუმ, ამორალურია – ალექსანდრე რაქვიაშვილი

"თავიდანვე, ეს "მშვიდობიანი დამხობა" კლოუნადის ჟანრიდან იყო და მერე, სამწუხაროდ, ტრაგიკომედიად იქცა ეს ყველაფერი", - ამის შესახებ "გირჩის" წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა ისაუბრა.მისივე განცხადებით, იმ პარტიებმა, რომლებიც ხალხს "მშვიდობიანი დამხობისკენ" მოუწოდებდნენ, პასუხი პოლიტიკურად უნდა აგონ."იმ ხალხმა, ვინც ამას მხარს უჭერდა, ვინც ხალხს ატყუებდა, რომ რაღაცა შეიძლება მშვიდობიანად დაამხო დეკლარაციების წაკითხვით - ისეთი პოლიტიკური შეცდომა დაუშვა, რომ თუ მათ არ დაეკისრებათ პოლიტიკური პასუხისმგებლობა, თუ ქართველი ხალხი არ გაყრით მათ პოლიტიკური სცენიდან, მაღალია ალბათობა, რომ კიდევ დიდი ხანი არაფერი გვეშველება.ასეთი კლოუნადა მოაწყო, პლუს ადამიანები გაწირო, რადგან დაიჭერენ ასეთი ძალადობის შემდეგ, არაფერი პასუხი არ გაქვს, არ შეიმჩნიო, თქვა, რომ ყველანი გმირები არიან და ვაგრძელებთ ბრძოლასო,  როგორც მინიმუმ, ამორალურია", - აცხადებს ალექსანდრე რაქვიაშვილი.

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი სებასტიან ლეკორნუ გადადგა

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი სებასტიან ლეკორნუ თანამდებობიდან გადადგა.ფრანგული მედიის თანახმად, სებასტიან ლეკორნუმ ქვეყნის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს გადადგომის შესახებ განცხადება წარუდგინა, რომელმაც თხოვნა დააკმაყოფილა.ფრანგული მედია წერს, რომ 9 სექტემბერს დანიშნული მთავრობის მეთაური 5 ოქტომბერს თავისი მთავრობის ნაწილის წარდგენის შემდეგ ოპონენტების და მემარჯვენეების კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა.7 ოქტომბერს სებასტიან ლეკორნუს ეროვნული ასამბლეისთვის ზოგადი პოლიტიკა უნდა წარედგინა.

ნეპალში 2 წლის გოგო ახალ ცოცხალ ქალღმერთად აირჩიეს

ნეპალში, ორი წლის არიატარა შაკია ახალ ცოცხალ ქალღმერთ კუმარიდ აირჩიეს, რომელსაც ბუდისტები და ინდუსები ეთაყვანებიან.CNN-ის ცნობით, კუმარი ანუ „ქალწული ქალღმერთი“, შეიძლება გახდეს გოგონა შაკიას კლანიდან, რომელიც კატმანდუს ხეობის ძირითად მოსახლეობას მიეკუთვნება. ქალღმერთს ირჩევენ 2-დან 4 წლამდე ასაკის გოგონებიდან, რომლებსაც უნდა ჰქონდეთ უნაკლო კანი, თმა, თვალები და კბილები. მომავალი კუმარი ასევე არ უნდა იყოს სიბნელის შიშით შეპყრობილი.კუმარი ყოველთვის წითელს ატარებს, თმას თავის კეფაზე იკრავს და შუბლზე „მესამე თვალს“ იხატავს. მას შემდეგ, რაც კუმარი სქესობრივ სიმწიფეს მიაღწევს, ახალ ქალღმერთს ირჩევენ.პუბერტატის დაწყებამდე არიატარა შაკია კატმანდუს სატაძრო სასახლეში იცხოვრებს. არიატარას ახალ კუმარად არჩევის დღეს, მორწმუნეები რიგში იდგნენ, რათა შუბლით შეხებოდნენ გოგონას ტერფებს, რაც ადგილობრივებში უმაღლესი პატივისცემის ნიშანია და ყვავილებითა და ფულით დაასაჩუქრეს.„გუშინ ის მხოლოდ ჩემი ქალიშვილი იყო, დღეს კი ქალღმერთია​. ჩემმა ცოლმა ორსულობის დროს სიზმარში ნახა, რომ ჩვენი ქალიშვილი ქალღმერთი იყო. ჩვენ ვიცოდით, რომ ის სრულიად განსაკუთრებული იქნებოდა“, - თქვა გოგონას მამამ, ანანტა შაკიამ.კუმარები ჩაკეტილი ცხოვრებით ცხოვრობენ. მათ გარეთ გასვლის უფლება წელიწადში მხოლოდ რამდენჯერმე, დღესასწაულებზე აქვთ. სატაძრო კომპლექსში განათლების მიღების და ტელევიზორის ყურების უფლება მათ მხოლოდ რამდენიმე წლის წინ მიეცათ.მთავრობა „პენსიაზე გასულ“ ქალღმერთებს ყოველთვიურად 110 დოლარს სთავაზობს, რაც მინიმალურ ხელფასზე ბევრად დიდია.

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ღაზის სექტორში მიმდინარე ომის დასრულებასა და მძევლების გათავისუფლებასთან დაკავშირებით ძალიან წარმატებული მოლაპარაკებები გაიმართა

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ღაზის სექტორში მიმდინარე ომის დასრულებასა და მძევლების გათავისუფლებასთან დაკავშირებით ძალიან წარმატებული მოლაპარაკებები გაიმართა.„ჰამასთან“ და მთელი მსოფლიოს ქვეყნებთან (არაბებთან, მუსლიმებთან და ყველა სხვასთან) ამ შაბათ-კვირას ძალიან პოზიტიური მოლაპარაკებები გაიმართა მძევლების გათავისუფლების, ღაზაში ომის დასრულების და, რაც მთავარია, ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის დამყარების მიზნით. ეს მოლაპარაკებები ძალიან წარმატებულია და სწრაფად მიმდინარეობს“,- წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.მისივე თქმით, დღეს ტექნიკური ჯგუფები კვლავ შეხვდებიან, ეგვიპტეში საბოლოო დეტალების დასაზუსტებლად და განსახილველად.„მეუბნებიან, რომ პირველი ფაზა ამ კვირაში უნდა დასრულდეს და ყველას ვთხოვ, სწრაფად იმოქმედონ. გავაგრძელებ ამ საუკუნოვანი „კონფლიქტის“ მონიტორინგს. დრო უმნიშვნელოვანესია, თორემ მასიური სისხლისღვრა მოჰყვება – ისეთი რამ, რისი ნახვაც არავის სურს!“,- აცხადებს ტრამპი. 

ძიუდო | თორნიკე გიგაური 20-წლამდელთა შორის მსოფლიო ჩემპიონია

საქართველოს 20-წლამდე ძიუდოისტთა ნაკრების წევრი თორნიკე გიგაური მსოფლიო ჩემპიონია.პერუს დედაქალაქ ლიმაში მიმდინარე მსოფლიო პირველობის ფინალში 66 კგ წონით კატეგორიაში 19 წლის გიგაურმა ნეიტრალური დროშით მოასპარეზე აბდულახ პარშიევი დაამარცხა და ოქროს მედალს დაეუფლა.საქართველოს ნაკრები ტურნირზე ცხრა სპორტსმენითაა წარმოდგენილი.

ბოლო სიახლეები