ვინ ვის უწოდებს მოღალატეს, ჯამში, ზურაბიშვილიც და გახარიაც, ორივე ასეთია, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
გურამ მაჭარაშვილს დაუსვეს კითხვა ყოფილი პრეზიდეტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე: „პარტიები, რომლებიც ხან შედიან პარლამენტში, ხან „ოცნების“ გზავნილებს იმეორებენ და სხვა პარტიებზე „ოცნების“ დარტყმებს იმეორებენ, არიან მოღალატეები და მათთან ერთად ძალიან ძნელია ერთობა, მაგრამ მაინც მივაღწევთ“.
გურამ მაჭარაშვილის შეფასებით, ხალხმა დაინახა, სალომე ზურაბიშვილმა რა გააკეთა, როცა უცხოურ აგენტურაში ჩაეწერა ისევე, როგორც გიორგი გახარიამ.
„ერთმანეთს როდის დაასწრებენ და რა თემებზე იყო საუბარი, ეს ჩვენი თავის ტკივილი არ არის. ჩვენ გვინდა, ქვეყანაში ჯანსაღი ოპოზიცია არსებობდეს. როგორც წესი, ეს ქალი წაგების ფორმულაა და იმედია, ოპოზიციის ლიდერი იქნება. გინდათ, რომ სალომე ზურაბიშვილს ჭკუა მოჰკითხოთ. ჭკუა და სამშობლოს სიყვარული რომ ჰქონოდა, აბა, სახელის და გვარის პრობლემა კი არ გვქონდა. აქედან გამომდინარეობს, მისი უჭკუობაც“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

