დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა ამომწურავად ისაუბრა იმაზე, როგორ არასწორად და არასამართლიანად გადასცა ერთ ლარად სააკაშვილმა დედამისს ტექნიკური უნივერსიეტეტის შენობები, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, კომისიაზე დასმული საკითხები ახსნა-განმარტებას საჭიროებს.
„ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე იყო. მან ამომწურავად ისაუბრა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ არასწორად და არასამართლიანად გადასცა ერთ ლარად სააკაშვილმა დედამისს ტექნიკური უნივერსიეტეტის შენობები. ბუნებრივია, რექტორი აღნიშნული საქმის გამოძიებას ითხოვს. დროებით საგამოძიებო კომისიაზე დასმული ეს საკითხები ახსნა-განმარტებას საჭიროებს“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.