შაბათი, აგვისტო 2, 2025

გურამ მაჭარაშვილი – მნიშვნელობა არ აქვს ალეკო ელისაშვილი დასახელდება თუ სხვა პიროვნება, კახა კალაძეს თბილისში კონკურენტი ვერ ეყოლება, ბუნებაში არ არსებობს ასეთი კანდიდატი

რაც უფრო მეტი გაშარჟებული და საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი კომიკური ფიგურა იქნება წარმოდგენილი მერობის კანდიდატად, ქართული საზოგადოებისთვის უკეთესია, დაინახავენ, რამდენად არასერიოზულად ეკიდებიან რადიკალურ ოპოზიციაში ამ არჩევნებს, – ამის შესახებ  „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მნიშვნელობა არ აქვს, ალეკო ელისაშვილი დასახელდება კანდიდატად თუ სხვა პიროვნება, თბილისში კახა კალაძეს კონკურენტი ვერ ეყოლება, ბუნებაში არ არსებობს ასეთი კანდიდატი.

„თვითმმართველობის არჩევნებზე თბილისში კახა კალაძეს რეალური კონკურენტი ვერ ეყოლება, ბუნებაში არ არსებობს ასეთი კანდიდატი. რაც უფრო მეტი გაშარჟებული და საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი კომიკური ფიგურა იქნება, რა თქმა უნდა, უკეთესი იქნება ქართული საზოგადოებისთვის, დაინახავენ, რამდენად არასერიოზულად ეკიდებიან რადიკალურ ოპოზიციაში ამ არჩევნებს. კონკრეტულ გვარებს და სახელებს არ ვიტყვი, ამას ქართული საზოგადოება შეაფასებს. ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს, ელისაშვილი იქნება თუ ნებისმიერი გვარის სხვა პიროვნება. მნიშვნელობა იმას ექნება, რაც უფრო მეტად გაშარჟებული და გაშიფრული აგენტი იქნება წარმოდგენილი, მით უფრო უკეთ დაინახავს ქართული საზოგადოება, რატომ უნდა მისცეს ხმა იმ კანდიდატებს, ვისაც ასახელებს „ქართული ოცნება““, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

უწმინდესი გახდა ჩვენთვის მაგალითი იმ თვისებებისა, რომლებიც არის წინასწარმეტყველთა მსახურების საფუძველი: ღვთისადმი ერთგულება, დიდი მოშურნეობა, ჭეშმარიტი სარწმუნოების დაცვის და ქადაგების სიმამაცე და უშიშრობა –...

უწმინდესი და უნეტარესი გახდა ჩვენთვის სახე და მაგალითი იმ თვისებებისა, რომლებიც არის წინასწარმეტყველთა მსახურების საფუძველი: ღვთისადმი ერთგულება, დიდი მოშურნეობა და ჭეშმარიტი სარწმუნოების დაცვის და ქადაგების სიმამაცე და უშიშრობა, - იქადაგა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) წმინდა ილია წინასწარმეტყველის ხსენების დღეს.„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, პატიოსანნო მამანო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ დღესასწაულს. დღეს არის წმინდა დიდებული წინასწარმეტყველის, ილია თეზბიტელის და წმინდა ილია მართლის (ჭავჭავაძის) ხსენება. დღეს ჩვენ ასევე აღვნიშნავთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ანგელოზის დღეს, ამიტომ განსაკუთრებით საზეიმო განწყობა იყო დღევანდელ წირვაზე.წმინდა წინასწარმეტყველი ილია თეზბიტელი მოღვაწეობდა ქრისტესშობამდე ათი საუკუნით ადრე, მაგრამ წარუშლელი კვალი დატოვა ისტორიაში იმ საქმეებისა და სასწაულების გამო, რომლებიც მან აღასრულა იუდეისა და ისრაელის სამეფოებში.წმინდა ეკლესია მისდამი მიძღვნილ ლოცვებსა და საგალობლებში მას უწოდებს „წინასწარმეტყველთა საფუძველს“, „მიწიურ ანგელოზს“ და „ქრისტეს მოსვლის მეორე წინამორბედს“, რითაც ცხადყოფს თავის განსაკუთრებულ დამოკიდებულებას ამ დიდი წმინდანისადმი.მას ეწოდება „წინასწარმეტყველთა საფუძველი“ იმ მოშურნეობისთვის, ღვთისადმი ერთგულების და ჭეშმარიტი სარწმუნოების დაცვის სიმამაცისთვის, უშიშრობისთვის, რაც მან გამოავლინა თავისი ღვაწლისა და ცხოვრების დროს. რატომ „საფუძველი“? - იმიტომ, რომ ეს თვისებები არის ყველა წინასწარმეტყველის და მოძღვრის ღვაწლის, წარმატების აუცილებელი პირობა. ამიტომ ყოველი წინასწარმეტყველი, ვინც მოღვაწეობდა ძველი აღთქმის პერიოდში, შთაგონებული იყო წმინდა ილია თეზბიტელის პიროვნებით და მაგალითით.მას, როგორც გითხარით, ეწოდება ასევე „მიწიური ანგელოზი“, რადგან ჭეშმარიტად ანგელოზებრივი ცხოვრებით ცხოვრობდა. ძალიან მწირად იკვებებოდა, მკაცრი მმარხველი იყო და დიდ საღვთო საქმეებს აღასრულებდა. ანგელოზების მსგავსად, იგი იყო ღვთის ნების მაუწყებელი. „ანგელოზი“ ხომ „წარგზავნილს“, „მაუწყებელს“ ნიშნავს და აი, ილია თეზბიტელიც იყო მაუწყებელი და განმცხადებელი ღვთის ნებისა. იგი ამბობდა და ქადაგებდა იმას, რასაც ღმერთი უბრძანებდა უღვთოთა სამხილებლად.იგი იყო სრულიად გამორჩეული და უნიკალური ადამიანი ისტორიაში, რადგან მას არ უგემია სიკვდილი, არამედ ცოცხლად იყო ატაცებული ზეცაში ცეცხლოვანი ეტლით და მას ჯერ კიდევ მოელის გარდაცვალება, როდესაც დედამიწაზე ჩამოვა, იქადაგებს და მოწამებრივ სიკვდილს მიიღებს. ასეთია უძველესი საეკლესიო გადმოცემა. სწორედ ამიტომ, ძვირფასო ძმებო და დებო, მას ეწოდება „იესო ქრისტეს მოსვლის მეორე წინამორბედი“. როგორც იცით, პირველი წინამორბედი ვინ იყო? - წმინდა იოანე ნათლისმცემელი. იესო ქრისტეს მეორე, დიდებით მოსვლის წინამორბედი იქნება წმინდა ილია თეზბიტელი, რომელიც, როგორც გითხარით, იქადაგებს ანტიქრისტეს დროს, ბოლო ჟამის პერიოდში, როდესაც უფალი იესო ქრისტე მოვა სამყაროს განსასჯელად, როცა იქნება საშინელი სამსჯავრო.ამრიგად, წმინდა წინასწარმეტყველი ილია ჩვენთვის არის დიდი მაგალითი ღვთისადმი ერთგულების, მოშურნეობის, ჭეშმარიტი სარწმუნოების დაცვის, ქადაგებისა და სიმამაცის. შეგვაძლებინოს უფალმა, რომ მისი ლოცვით ჩვენც მოშურნეობით შევასრულოთ ჩვენი ქრისტიანული ვალი და უშიშრად, მამაცურად ვაღიაროთ ჭეშმარიტი სარწმუნოება ჩვენი სიტყვითაც და საქმითაც.მოგეხსენებათ, წმინდა ილია თეზბიტელი განსაკუთრებით ახლოს არის ჩვენი ხალხისთვის, ჩვენი ერისთვის, ვინაიდან მისი წმინდა ხალენი ჩამობრძანებული იყო საქართველოში ჯერ კიდევ ექვსი საუკუნით ადრე ჩვენი ერის მოქცევამდე და მცხეთაში, სვეტიცხოვლის ტაძარშია დავანებული. მას შემდეგ წმინდა ილია თეზბიტელი არ გვტოვებს ჩვენ, საქართველოს, ქართველ ხალხს არ აკლებს თავის მეოხებას და შეწევნას. მათ შორის ეს განსაკუთრებით გამოვლინდა ერთ ძალიან მნიშვნელოვან მოვლენაში, რომელსაც ასევე დღეს აღვნიშნავთ. ეს მოხდა 325 წელს, ზუსტად ამ დღეს, ილიაობას. როგორც მოგეხსენებათ, წმინდა მოციქულთასწორი დედოფალი ნანა ქრისტეს სარწმუნოებაზე მოაქცია წმინდა ნინომ, მას შემდეგ, რაც იგი მძიმე სენისგან განკურნა, მაგრამ დედოფლის მოქცევა არ იყო საკმარისი იმისთვის, რომ მეფე მირიანს მიეტოვებინა თავისი წარმართული რწმენა. მას თვითონ უნდა ეხილა რაღაც სასწაული, რომ ერწმუნა და ასეც მოხდა. ერთხელ სწორედ ამ დღეს, ილიაობა დღეს, იგი წავიდა სანადიროდ თხოთის მთაზე. უეცრად უკუნი სიბნელე ჩამოწვა. მეფე ვერაფერს ხედავდა. შეშინებული მუხლებზე დაეცა და თავის კერპებს სთხოვა დახმარება, მაგრამ სინათლე არსაიდან არ იყო. შემდეგ სასოწარკვეთილებაში მყოფს გაახსენდა წმინდა ნინოს ღმერთი და მას, იესო ქრისტეს, მიმართა; სთხოვა, გამოეხსნა ამ სიბნელიდან და აღუთქვა, რომ თუ დაეხმარებოდა, ის მიიღებდა ქრისტეს რჯულს და სალოცავებს ააშენებდა. დაასრულა თუ არა ეს ლოცვა, სიბნელე გაიფანტა და სინათლემ დაისადგურა. გაოცებული და გახარებული მეფე ბრუნდება მცხეთაში, მიეახლება წმინდა ნინოს, რომელმაც იგი სიხარულით მიიღო და ჭეშმარიტი ღმერთის თაყვანისცემა ასწავლა.ამრიგად, ძვირფასო ძმებო, სწორედ ამ დღეს, ილიაობა დღეს, მოხდა ეს უმნიშვნელოვანესი მოვლენა, როდესაც მეფე მირიანი მობრუნდა ქრისტეს სარწმუნოებისკენ. და ამას რა მოჰყვა შემდეგ? - მთელი ქართლის მოქცევა, ნათლობა და ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება. სწორედ ეს დიდი მოვლენა - საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება - მოხდა 1700 წლის წინ, უფრო სწორად, გაისად სრულდება 1700 წელი. ჩვენ განსაკუთრებით ვემზადებით ამ დიდი თარიღის აღსანიშნავად უკვე წლევანდელი წლიდან. გვსურს, ამაში ჩაერთოს ყველაზე ფართო წრეები, რაც კი შესაძლებელია, მთელი ჩვენი ხალხი, რა თქმა უნდა, ხელისუფლება, ეკლესია, ახალგაზრდობა და ა. შ. დღეს შევთხოვოთ წმინდა ილია თეზბიტელს, რომ ღირსეულად შეგვაძლებინოს ამ დიდი თარიღის და დღესასწაულის აღნიშვნა.ძვირფასო ძმებო და დებო, როგორც გითხარით, დღეს არის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ანგელოზის დღე. ჩვენ განსაკუთრებით ვხარობთ ამ დღით ყოველთვის, რადგან მას არაერთგზის უთქვამს, რომ მთელი მისი ღვაწლი და ცხოვრება შთაგონებულია წმინდა ილია თეზბიტელის მაგალითით. შეიძლება ითქვას, დღეს თვითონ უწმინდესი და უნეტარესი გახდა ჩვენთვის სახე და მაგალითი იმ თვისებებისა, რომლებზეც მოგახსენეთ და რომლებიც არის წინასწარმეტყველთა მსახურების საფუძველი: ღვთისადმი ერთგულება, დიდი მოშურნეობა და ჭეშმარიტი სარწმუნოების დაცვის და ქადაგების სიმამაცე და უშიშრობა.მივულოცოთ გულითადად, დიდი სიყვარულით მის უწმინდესობას და უნეტარესობას ანგელოზის დღე. წმინდა ილია თეზბიტელის ლოცვით, წმინდა ილია მართლის (ჭავჭავაძის) ლოცვით, უფალმა გააძლიეროს, გაახაროს მისი უწმინდესობა და უნეტარესობა, მისცეს ჯანმრთელობა და დღეგრძელობა, რომ კიდევ დიდხანს შეძლოს ამ მაღალი მსახურების აღსრულება ჩვენი ერის საკეთილდღეოდ და მართლმადიდებელი ეკლესიის გასაძლიერებლად. ამინ“, - აღნიშნა ქადაგებისას მეუფე შომ.

ირაკლი კობახიძე – სახელმწიფო ინსტიტუტების დაკნინების მცდელობა რადიკალური ოპოზიციის ერთ-ერთი მთავარი ხელწერაა, თუმცა ეს მცდელობები როგორც წარსულში იყო წარუმატებელი, მომავალშიც ასე იქნება

სახელმწიფო ინსტიტუტების დაკნინების მცდელობა არის ერთ-ერთი მთავარი ხელწერა, რაც ახასიათებს რადიკალურ ოპოზიციას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.მთავრობის მეთაურის თქმით, ზოგადად, სახელმწიფო ინსტიტუტების დაკნინების მცდელობა არის პირდაპირი დავალება, მათ შორის, ძალოვანი სტრუქტურების და ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართ დისკრედიტაციის კამპანიის წარმოება.„ეს ყველაფერი არის გარე დავალებები, თუმცა არსებობს სოციოლოგიური კვლევები, რომლებიც ადასტურებს იმას, რომ უკლებლივ ყველა სახელმწიფო ინსტიტუტის რეიტინგი აჭარბებს 50%-ს. მოსახლეობის უმრავლესობა ძალიან მყარად ენდობა სახელმწიფო ინსტიტუტებს, მათ შორის, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართ ნდობა მნიშვნელოვნად აჭარბებს 60%-იან მაჩვენებელს. ეს არის დღევანდელი მოცემულობა. ეს ყველაფერი ადასტურებს იმას, რომ ოპოზიციურ კამპანიებს არ აქვს შედეგი.ეს არის უცხოური აგენტურა. უცხოურ აგენტურას აქვს ერთადერთი მისია, სცადონ ჩვენს ქვეყანაში სახელმწიფო ინსტიტუტების, მათ შორის, ცესკო-ს დაკნინება. როგორც წარსულში იყო ეს მცდელობები წარუმატებელი, ასევე იქნება მომავალშიც“, – განაცხადა კობახიძემ.

შალვა პაპუაშვილი – მნიშვნელოვანია, შვედეთის საელჩომ განმარტოს, არის თუ არა მათი პოზიციის ნაწილი კანდიდატ ქვეყნებთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებისას ერთნაირსქესიანი ქორწინების დაკანონების მოთხოვნა

შემაშფოთებელია შვედეთის პრემიერ-მინისტრის მიერ ერთნაირსქესიანი ქორწინების დაკანონების საკითხის ევროკავშირში გაწევრიანების წინაპირობად დასახელება, რაც ეწინააღმდეგება გაწევრიანების ფორმალურ მოთხოვნებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, მნიშვნელოვანია, შვედეთის საელჩომ განმარტოს, არის თუ არა ერთნაირსქესიანი ქორწინების დაკანონების მოთხოვნა კანდიდატ ქვეყნებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებების მიღებისას.„შემაშფოთებელია შვედეთის პრემიერ-მინისტრის მიერ ერთნაირსქესიანი ქორწინების დაკანონების საკითხის ევროკავშირში გაწევრიანების წინაპირობად დასახელება, რაც ეწინააღმდეგება გაწევრიანების ფორმალურ მოთხოვნებს.იმის გათვალისწინებით, რომ ევროკავშირის ერთ წევრსაც შეუძლია კანდიდატი ქვეყნის ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესის დაბლოკვა, მნიშვნელოვანია, შვედეთის საელჩომ განმარტოს, არის თუ არა შვედეთის პრემიერ-მინისტრის მიერ დასახელებული ერთნაირსქესიანი ქორწინების დაკანონების მოთხოვნა შვედეთის ოფიციალური პოზიციის ნაწილი კანდიდატ ქვეყნებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებების მიღებისას“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.შვედეთის პრემიერ-მინისტრმა, ულფ კრისტენსონმა უკრაინელ LGBTQI ვეტერანებთან შეხვედრის შემდეგ, სოციალურ ქსელში დაწერა: „უკრაინაში ერთნაირსქესიან წყვილებს არ შეუძლიათ ქორწინება, LGBTQI თემის სრული სამართლებრივი დაცვა მნიშვნელოვანია უკრაინის ევროკავშირთან დაახლოებისთვის, შვედეთი ყურადღებით დააკვირდება, რომ ეს ვალდებულება შესრულდეს“.

ალეკო ელისაშვილი – მზად ვარ, მერობის კანდიდატი ვიყო, არსად დავზოგავ თავს, თუ იქნება სხვა, უფრო მაგარი, მებრძოლი კანდიდატი, მხარში დავუდგები, სანაცვლოდ არანაირი პოზიცია არ...

მზად ვარ, მერობის კანდიდატი ვიყო, არსად თავს არ დავზოგავ. თუ იქნება სხვა უფრო მაგარი, მებრძოლი კანდიდატი, მხარში დავუდგები, სანაცვლოდ არანაირი პოზიცია არ მაინტერესებს, – ამის შესახებ „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში განაცხადა.მისი თქმით, კახა კალაძეზე ათასჯერ უკეთესი მერი იქნებოდა.„მარტივი ბრძოლა არ გველის. ძალიან უთანასწორო ბრძოლაში შევდივართ. კი, ჩვენ საარჩევნო ბრძოლაში შევდივართ. რაც შემეხება მე, თუ მსგავსი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, მზად ვარ, მერობის კანდიდატი ვიყო. არსად თავს არ დავზოგავ. კახა კალაძეზე ათასჯერ უკეთესი მერი ვიქნებოდი“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.რაც შეეხება მისი კანდიდატურის შესახებ „გახარია – საქართველოსთვის“ პოზიციას, რომ შეთანხმება ნეიტრალურ კანდიდატზე უნდა მოხდეს, ალეკო ელისაშვილის თქმით, ამ მოსაზრებას მხარს უჭერს.„არანაირი პოლიტიკური და თანამდებობრივი ამბიცია არ მაქვს. მერობის კანდიდატი ვინც არ უნდა იყოს, მასთან საათობით ვიჯდები და კვალიფიციურ ადამიანებთან ერთად დავუსაბუთებ, რომ ერთ წელიწადშია შესაძლებელი, თბილისში საცობები საერთოდ არ იყოს. ჩემი კანდიდატურა განიხილება, მაგრამ ასევე განიხილება სხვა კანდიდატებიც. სხვა, უფრო მაგარი, უფრო მებრძოლი კანდიდატი თუ იქნება, ერთმნიშვნელოვნად დავუდგები მხარში. მხარში დგომის სანაცვლოდ არანაირი პოზიცია არ მაინტერესებს“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ვლადიმერ პუტინი – უკრაინის მცდელობები, აღიდგინოს საკუთარი სუვერენიტეტის ნაწილი, სწორია

უკრაინის მცდელობები, აღიდგინოს საკუთარი სუვერენიტეტის ნაწილი, სწორია, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.რუსეთის პრეზიდენტმა უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს და სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურის დამოუკიდებლობის გაუქმების მცდელობებზე საუბრისას აღნიშნა, რომ მათ მხოლოდ თავი შეირცხვინეს.პუტინმა ასევე აღნიშნა, რომ ამ ინსტიტუტების ეფექტურობა უკრაინაში მათი არსებობის 10 წლის განმავლობაში ნულის ტოლი იყო.„მათ სცადეს იქ რაღაცის შეცვლა, როგორმე სუვერენიტეტის ნაწილი მაინც დაებრუნებინათ. თუ ზემოდან არ მოსწონდათ, უსტვენდნენ, აწკაპუნებდნენ და მაშინვე ყველაფერს უკან აბრუნებდნენ. უკეთესი იქნებოდა, არაფერი გაეკეთებინათ, უბრალოდ, ერთ ადგილას დამსხდარიყვნენ და ყველაფერი მოწესრიგებული იქნებოდა. უბრალოდ, თავი შეირცხვინეს – და სულ ესაა. როდის შეიქმნა ეს ინსტიტუტები  უკრაინაში? 2015 წელს. და დღეს რომელი წელია? 2025 წელი. შეხედეთ, ისინი, 10 წელია, არსებობენ და მთელ მსოფლიოში ყველა მთელი გულით ყვირის: „დამეხმარეთ, კორუფცია უკრაინაში ყველას მოიცავს“. დიახ, ეს მართალია, მაგრამ გარედან შემოყვანილი ინსტიტუტების ეფექტურობა ნულის ტოლია“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

ბოლო სიახლეები