პარასკევი, მაისი 9, 2025

გურამ მაჭარაშვილი: მედიამენეჯერი ხომ გამოუშვა პრეზიდენტმა, დეპოლარიზაციას შეუწყობს ხელსო?! აბა, სად არის დეპოლარიზაცია?

როცა საუბარია იმაზე, რომ მედიამენეჯერის ციხეში ჯდომა ხელს უწყობს პოლარიზებას, გამოუშვა პრეზიდენტმა და ამჩნევს ვინმე დეპოლარიზაციას? მეორე-მესამე დღესვე სიძულვილის ენაზე საუბარი დაიწყეს, მათ შორის, სამშაბათის პოლიტიკურ განცხადებებში, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა, რადიო „ფორტუნას“ ეთერში ისაუბრა.

მისი თქმით, სიძულვილის ენით საუბარი არ ეპატიება არც ერთ მხარეს და საჭიროა, პოზიციამაც და ოპოზიციამაც ზრდილობის ფარგლებში ისაუბროს ერთმანეთთან.

„ასე არ გამოვა – მათ უფლება აქვთ, რომ ბრძოლა წესების გარეშე ითამაშონ, ხოლო ჩვენ წერებით უნდა ვითამაშოთ. ასეთ შემთხვევაში ყოველთვის მათ მხარეს იქნება უპირატესობა. თუ თამაშის წესები საერთოა, ჩვენ არაერთხელ ვთქვით, რომ დავიწყოთ ნორმალური ურთიერთობა, მაგრამ მათ არასდროს შეასრულეს პირობა. საზოგადოება ხედავს, რომ ჩვენი შეურაცხყოფა არ არის მხოლოდ ჩვენი შეურაცხყოფა, ეს არის ხელისუფლების, საქართველოსა და ქართველი ხალხის შეურაცხყოფა. ამიტომ ბუნებრივია, როდესაც ისინი გადადიან ბრძოლაზე წესების გარეშე, ამას შესაბამისმა უწყებებმა უნდა მიხედონ, მაგრამ მეორე მხრიდან თუ არ იქნება გარკვეული რეაქცია, რა თქმა უნდა, ბალანსი არ იქნება დაცული, მათ შორის, საზოგადოების თვალში.

რა გაუკეთებია მიშა მშვილდაძეს, ან ნებისმიერ მათგანს ქვეყნისთვის? რუსეთზე საუბრობენ, როდესაც თავადვე ჩააბარეს ყველაფერი რუსეთს და პრიგოჟინს დაუჭირეს მხარი. პრიგოჟინი უფლებადამცველი იყო, თუ რა? – ჩვეულებრივ იბრძოდა უკრაინაში. იმიტომ კი არ დაუჭირეს მხარი, რომ საქართველოსთვის რამე სარგებელი მოეტანათ, არამედ იმისთვის, რომ თვითონ მოსულიყვნენ ხელისუფლებაში, ჰყოლოდათ თავიანთი წარმომადგენელი და აქ ყოფილიყო არეულობა – აი, ამაზე წამსვლელი ხალხია.

როცა საუბარია იმაზე, რომ მედიამენეჯერის ციხეში ჯდომა ხელს უწყობს პოლარიზებასო, გამოუშვა პრეზიდენტმა და ამჩნევს ვინმე დეპოლარიზაციას? მეორე-მესამე დღესვე სიძულვილის ენაზე საუბარი დაიწყეს, მათ შორის, სამშაბათის პოლიტიკურ განცხადებებში. აბა, სად არის დეპოლარიზაცია?

ახლა რომ გამოვარდა „ნაცმოძრაობის“ ფორმალური თავმჯდომარე, ხაბეიშვილი, ხელებსა და ფეხებს დავამტვრევო, გამოვიდა ვინმე და თქვა, ეს სიძულვილის ენაა და არ შეიძლებაო? დაგმო ვინმემ? პოლიციას მოლოტოვის კოქტეილი რომ ესროლა აქციის მონაწილემ, ამას გამოხატვის თავისუფლება რომ დაარქვეს, იმ პოლიციელმა და მისმა ოჯახის წევრებმა რა უნდა იწამონ გამოხატვის თავისუფლების შესახებ? რა თქმა უნდა, ვერავინ უნდა გაბედოს წითელი ხაზების გადაკვეთა, რადგან ჯერ ერთი, რომ არაფერი აქვთ სათქმელი, მაგრამ თუ აქვთ, იმ ფორმატში ისაუბრონ, რომელშიც შესაძლებელია. სიძულვილის ენით რომ საუბრობენ, ჩვენ გულზე ხელი დავიკრიფოთ? არავის ეპატიება ვინმესთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება. თუ ჩვენგან გაიგებენ სიძულვილის ენით საუბარს, გინებას, შეურაცხყოფას, უსაფუძვლოდ, როგორც თვითონ გამოდიან ხოლმე და ფეისბუქზე წერენ ამ სტატიებს, მაშინ გვითხრან საყვედური, მაგრამ როდესაც თვითონ იწყებენ ამას ყოველგვარი შეფასების გარეშე, იგინებიან და შეურაცხყოფენ ქართულ ტრადიციებსა და ქართველ ხალხს, ბუნებრივია, ეს უპასუხოდ ვერ დარჩება”, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

სად მიდის ადამიანის პირადი ანგელოზი ამ ადამიანის გარდაცვალების შემდეგ? – მოძღვრის განმარტება

სად მიდის ადამიანის პირადი ანგელოზი ამ ადამიანის გარდაცვალების შემდეგ? სხვისი მფარველი ანგელოზი ხდება თუ მასთან რჩება მეორედ მოსვლამდე? - ამ კითხვაზე პასუხს დეკანოზი ანდრია კემულარია ასე პასუხობს.„ამ შეკითხვაზე გვპასუხობს „მფარველი ანგელოზის კანონი“. მე-7 გალობის I ტროპარში ვკითხულობთ: „მოწყალე მექმენ და ევედრე უფალსა ღმერთსა ანგელოსო ჩემო, რამეთუ მაქუ შენ ყოველსა ცხოვრებასა ჩემსა წინა-მძღვრად, და მცველად ღმერთისა მიერ მოცემულო ჩემდა უკუნისამდე“.“ - განმარტავს დეკანოზი.

საქართველოს საპატრიარქო 17 მაისთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საპატრიარქო 17 მაისთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ქაშუეთის ტაძარში 14:00 საათზე აღევლინება პარაკლისი და დაიწყება საზეიმო მსვლელობა ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრისკენ.„როგორც მოგეხსენებათ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, 2014 წელს 17 მაისი ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ გამოცხადდა.მიმდინარე წლის 17 მაისს, 13:00 საათზე მცხეთა-თბილისის ეპარქიის (ასევე რუსთავიდან) სამღვდელოება და სამრევლოების წევრები შეიკრიბებიან ქაშუეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში, სადაც 14:00 საათზე აღევლინება პარაკლისი და დაიწყება საზეიმო მსვლელობა ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრისკენ.ტაძრების წინამძღვრებს მიეცათ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ლოცვა-კურთხევა, მრევლთან ერთად ჩაერთონ ლოცვით მსვლელობაში“, – აღნიშნულია საპატრიარქოს განცხადებაში.

ევროპის დღესთან დაკავშირებით თბილისში მსვლელობა იმართება

ევროპის დღესთან დაკავშირებით ოპოზიციური პარტიები, არასამთავრობო ორგანიზაციები, აქტივისტები და მოქალაქეები ხუთ სხვადასხვა ადგილას შეიკრიბნენ.ისინი მსვლელობით ევროპის მოედნისკენ მიემართებიან.როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი ფავლენიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც იბრძვის არა მხოლოდ ევროპული მომავლისთვის, არამედ უკეთესი საქართველოსთვის, დღესაც იკრიბება და აღნიშნავს ევროპის დღეს.„ამ პროტესტის არსი სამწუხაროა, რომ არის საბრძოლი ის, რაზეც შეთანხმებული ვიყავით, რომ ჩვენ გვინდა ევროპაში, ევროპული ინტეგრაციის პროცესის გაგრძელება. სამწუხაროდ, ამ მხრივ ძალაუფლების მიმტაცებელი ივანიშვილი დაპირისპირებულია ქართველ ხალხთან და საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც იბრძვის არა მხოლოდ ევროპული მომავლისთვის, არამედ უკეთესი საქართველოსთვის, დღესაც ვიკრიბებით და აღვნიშნავთ ევროპის დღეს“, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.ამასთან, „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, დღეს სურთ დემონსტრირება, რომ მტკიცედ დგანან საქართველოს სადარაჯოზე და მათი სურვილია, ქვეყანა გახდეს ევროკავშირის წევრი.„დღეს ევროპის დღეა და გვინდა დემონსტრირება იმისა, რომ გვსურს, საქართველო ბოლოსდაბოლოს გახდეს ამ ყველაზე ცივილიზებულ სახელმწიფოთა კონფედერაციის, ანუ ევროკავშირის წევრი. ასევე, იმის, რომ არ გავტეხილვართ, ისევ მედგრად, მტკიცედ ვართ და ისევ ვდგავართ საქართველოს სადარაჯოზე“, – განაცხადა ელისაშვილმა.

შალვა პაპუაშვილი – ევროკავშირის დღეზე ევროკავშირისგან დაფინანსებული პირის ჟურნალისტზე თავდასხმა კარგად გვაჩვენებს, სადამდე მივყავართ უპასუხისმგებლო დონორობას

ის, რომ ევროკავშირის მიერ ორგანიზებულ ევროკავშირის დღეზე ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პირი თავს ესხმის ჟურნალისტს, კარგად გვაჩვენებს, სადამდე მივყავართ უპასუხისმგებლო დონორობას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი წერს.პაპუაშვილმა აღნიშნული სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ გვერდზე დაწერა.„ექსპო ჯორჯიაში“, ევროკავშირის მიერ ორგანიზებულ ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ტელეკომპანია „იმედის“ გადამღებ ჯგუფს პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეუშალეს. ტელეკომპანია „იმედის“ ინფორმაციით, იმ დროს, როდესაც ჟურნალისტი ინტერვიუს წერდა, ელენე ხოშტარია მას მიეჭრა და მუშაობაში მიზანმიმართულად შეუშალა ხელი, რესპონდენტს კი საუბარი არ აცადა. „იმედის“ ინფორმაციით, ჟურნალისტს მუშაობაში ხელი შეუშალა „ფედერალისტების“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, თამარ ჩერგოლეიშვილმაც.

შეწყვიტე ომი უკრაინაში და ნუ დაესხმები თავს ევროპას – დანიის პრემიერი პუტინს მიმართავს

დანიის პრემიერ-მინისტრი მეტე ფედერიქსენი რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს მოუწოდებს, რომ უკრაინაში ომი შეწყვიტოს.ჟურნალისტის კითხვაზე, ჰქონდა თუ არა რაიმე გზავნილი პუტინისთვის 9 მაისს, ფრედერიქსენმა უპასუხა: „შეწყვიტე ომი უკრაინაში და ნუ დაესხმები თავს ევროპას“.„შეწყვიტე ომი უკრაინაში და ნუ დაესხმები თავს ევროპას. ნუ შეეცდები ჩვენი დემოკრატიის განადგურებას დეზინფორმაციითა და რობოტებით. ნუ დაანგრევ ჩვენს კრიტიკულ ინფრასტრუქტურას. ნუ მოაწყობ დივერსიებს წყლის ქვეშ. ნუ დაასუსტებ და ნუ დაანგრევ მსოფლიო თანამეგობრობას და ნუ მოკლავ ევროპელებს. სინამდვილეში ეს არც ისე რთულია, ჩვენ, დანარჩენები ამას არ ვაკეთებთ“, – განაცხადა ფედერიქსენმა.ამასთან, დანიის პრემიერ-მინისტრი სკეპტიკურად არის განწყობილი რუსეთ-უკრაინას შორის ზავის გაფორმების შესაძლებლობასთან დაკავშირებით. მისი თქმით, მოსკოვს მშვიდობისკენ სწრაფვა არ გამოუჩენია.

ბოლო სიახლეები