„ნაციონალურ მოძრაობას“ ხელისუფლებაში უკანონო მოსვლა უნდა, მაგრამ ამის რესურსი არ გააჩნიათ, ხელისუფლებაში კანონიერად ვერ მოვლენ, რადგან ხალხის მხარდაჭერა არ გააჩნიათ, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ლევან ხაბეიშვილს მშვიდობიანი დამხობა უნდოდა და მშვიდობიანად დააკავეს, ასე მშვიდობიანად დააკავებენ იმ ადამიანებს, რომლებიც გაბედავენ და კანონის წინააღმდეგ წავლენ, ეს არის სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპი.
„ნუ მადარდებთ იმაზე, „ნაცმოძრაობას“ რომ გეგმა არ აქვს. ლევან ხაბეიშვილს მშვიდობიანი დამხობა უნდოდა და მშვიდობიანად დააკავეს. ასე მშვიდობიანად დააკავებენ იმ ადამიანებს, რომლებიც გაბედავენ და კანონის წინააღმდეგ წავლენ, ეს არის სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპი. „ნაცმოძრაობას“ და მის ლიდერებს ჰკითხეთ, რა უნდათ. თავად არ იციან, რა უნდათ. ხელისუფლებაში უკანონო მოსვლა უნდათ, მაგრამ ამით რესურსი არ გააჩნიათ და ხელისუფლებაში კანონიერად ვერ მოვლენ, რადგან ხალხის მხარდაჭერა არ გააჩნიათ. მეტიც, თავისივე მხარდაჭერების მხარდაჭერა არ აქვთ ძალადობრივი დამხობის“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.