ხუთშაბათი, იანვარი 16, 2025

გურამ მაჭარაშვილი – კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ ხელი აქვს ჩაქნეული არჩევნების გაყალბების დამტკიცებაზე, რადგან ამის არანაირი მტკიცებულება არ არსებობს

პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივნის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, არჩევნების გაყალბების არანაირი მტკიცებულება არ არსებობს და ამ საკითხზე თავად კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ აქვს ხელი ჩაქნეული.

„არაერთხელ მოვისმინეთ, მათ შორის კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლებისგან, რომ ხელი აქვთ ჩაქნეული გაყალბების დამტკიცებაზე. რატომ? იმიტომ, რომ ამის არანაირი მტკიცებულება არ არსებობს. არჩევნებზე კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ მთლიანად რადიკალური ოპოზიციიდან ჰყავდა 25 ათას ადამიანზე მეტი წარმომადგენელი, მათი ოჯახის წევრებიც მიამატეთ და 100 ათასი ადამიანი იყო დამკვირვებელი, პირდაპირ ეთერში პირადად აკვირდებოდა არჩევნებს და ერთმა მაინც როგორ ვერ დააფიქსირა? ყველას მობილურები ჰქონდა. შესაბამისად, ამ საკითხზე თავად კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ აქვს ხელი ჩაქნეული. არიან ისეთი ფსიქოლოგიის ადამიანები, ვისაც ვერ დააჯერებ. მაგალითად, დღეა, მას ჰგონია, რომ ღამეა. გაყალბებასთან დაკავშირებით თავად კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ უმრავლესობაშიც უკვე არანაირი კითხვის ნიშნები აღარ არის“, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ არჩევნების შესაძლო გაყალბების ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების შუალედური შედეგების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია. პროკურატურის განცხადებით, გამოძიების ფარგლებში ამ ეტაპზე უკვე ჩატარებულია 800-მდე საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, მათ შორის უცხოელი ექსპერტების მონაწილეობით ჩატარდა არაერთი საგამოძიებო ექსპერიმენტი და დაინიშნა შესაბამისი ექსპერტიზები.

უწყების განმარტებით, სასამართლოში დაკითხვისას მოწმეთა უმეტესმა ნაწილმა გამოძიებას ვერ მიაწოდა ვერანაირი სახის მტკიცებულება და მათი არგუმენტაცია მხოლოდ მესამე პირების მიერ მიწოდებულ დაუზუსტებელ ინფორმაციას ეყრდნობოდა, ცალკეულმა მოწმეებმა კი გამოძიებას განუცხადეს, რომ მათ მიერ გაკეთებული განცხადებები არჩევნების გაყალბების კონკრეტულ ფაქტებზე ემსახურებოდა პრევენციულ ღონისძიებას.

ამასთან, პროკურატურაში აცხადებენ, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტებით და მასში მონაწილე საერთაშორისო ექსპერტების გამოკითხვით გამოირიცხა ერთი ამომრჩევლის მიერ განმეორებითი თუ მრავალჯერადი ხმის მიცემის შესაძლებლობა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

le Parisien: ხვიჩა კვარაცხელია პსჟ-ში 7 ნომერ მაისურს დაიბრუნებს, რომელიც კილიან მბაპეს ეკუთვნოდა

ხვიჩა კვარაცხელია პსჟ-ში 7 ნომერ მაისურს დაიბრუნებს, რომელიც კილიან მბაპეს ეკუთვნოდა" - ინფორმაციას ამის შესახებ გავლენიანი ფრანგული გამოცემა ლე პარიზიენი ავრცელებს, რომელიც ქართველ ფეხბურთელს საკმაოდ ვრცელ სტატიას უძღვნის. „ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც ჩვენი ინფორმაციით დედაქალაქის გუნდთან კონტრაქტს ხელს ამ პარასკევს მოაწერს, თავის 7 ნომერ მაისურს დაიბრუნებს. ხვიჩა კვარაცხელია ნამდვილად ახალი ვარსკვლავია პსჟ-სთვის. ეს სიმბოლური ნომერია, რადგან მას შემდეგ, რაც გუნდის საუკეთესო ბომბარდირი, კილიან მბაპე გუნდიდან წავიდა, აღარავის უტარებია" - წერს გამოცემა. ამ ნომერს ხვიჩასთვის დიდი დატვირთვა აქვს, რადგან მისი ფავორიტი ფეხბურთელი რონალდუც სწორედ 7 ნომრით თამაშობდა რეალში. მბაპემ 7 ნომერი პარი სენ-ჟერმენში მეორე სეზონში აიღო, თავიდან ის 29-ე ნომრით თამაშობდა. რაც შეეხება თავად ხვიჩას, მან ნაპოლში 2022 წელს, როდესაც ჩავიდა, 77-ე ნომერი აირჩია, რადგან 7 უკვე დაკავებული იყო.

სლოვაკეთში სკოლის მოსწავლე ორ თანაკლასელსა და მასწავლებელს თავს დაესხა – არის მსხვერპლი

სლოვაკეთის ჩრდილოეთში, სპისკა სტარა ვესის დასახლებაში სკოლის მოსწავლე ორ თანაკლასელსა და მასწავლებელს ცივი იარაღით თავს დაესხა. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს. მედიის ცნობით, შემთხვევის შედეგად დაღუპულია ორი ადამიანი. თავდამსხმელი პოლიციამ მალევე დააკავა. ამ დროისთვის უცნობია, არიან თუ არა სხვა დაშავებულებიც. თავდასხმის მოტივი ჯერჯერობით ცნობილი არ არის. შემთხვევის ადგილზე გაემგზავრნენ ქვეყნის შინაგან საქმეთა და განათლების მინისტრები.

აშშ-ის რესპუბლიკური პარტია – ბაიდენი და ჰარისი არცხვენდნენ ჩვენს ერს მსოფლიო არენაზე, ოთხ დღეში ამერიკას კიდევ ერთხელ ეყოლება ლიდერი, რომელიც საერთაშორისო პატივისცემით სარგებლობს

ჯო ბაიდენი და კამალა ჰარისი არცხვენდნენ ჩვენს ერს მსოფლიო არენაზე, – ამის შესახებ აშშ-ის რესპუბლიკური პარტია სოციალურ ქსელში წერს. როგორც რესპუბლიკური პარტია წერს, ამერიკას ეყოლება ლიდერი, რომელიც საერთაშორისო პატივისცემით სარგებლობს. „ოთხ დღეში ამერიკას კიდევ ერთხელ ეყოლება ლიდერი, რომელიც საერთაშორისო პატივისცემით სარგებლობს“, – წერს აშშ-ის რესპუბლიკური პარტია.

ირაკლი კობახიძე – ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებთან შეხვედრაზე ჩვენი დისკუსია კონცენტრირებული იყო ევროპის საბჭოს როლზე საქართველოს ევროპული გზის ფარგლებში

საქართველოს საკითხებში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებთან/თანამომხსენებლებთან საინტერესო შეხვედრა მქონდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ში წერს. როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, შეხვედრაზე ერთმანეთს გაუზიარეს მნიშვნელოვანი მოსაზრებები და განიხილეს შემდგომი თანამშრომლობის შესაძლებლობები. „საინტერესო შეხვედრა მქონდა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებთან/თანამომხსენებლებთან საქართველოს საკითხებში: კლოდ კერნსა და ედიტ ესტრელასთან. შეხვედრაზე ერთმანეთს გავუზიარეთ მნიშვნელოვანი მოსაზრებები და განვიხილეთ შემდგომი თანამშრომლობის შესაძლებლობები. ჩვენი დისკუსია კონცენტრირებული იყო ძირითად საკითხებზე, მათ შორის ჩვენი დემოკრატიული რეფორმის დღის წესრიგსა და ევროპის საბჭოს როლზე საქართველოს ევროპული გზის ფარგლებში“, – წერს პრემიერ-მინისტრი.    

დავით მათიკაშვილი: კანონიერად ჩატარებულ არჩევნებს განმეორება არ სჭირდება

არავინ აპირებს თავს მოხვეული და ნაძალადევი განმეორებითი არჩევნების ჩატარებას, სისულელეა, ასეთ ნაბიჯს არავინ გადადგამს, ერთადერთი მარტივი მიზეზის გამო, რომ კანონიერად ჩატარებულ არჩევნებს განმეორება არ სჭირდება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ყველა უნდა შეეგუოს იმ შედეგებს, რა შედეგებიც დაიდო და საქართველოსთან ურთიერთობა გააგრძელოს. „ნულოვანი ღირებულება აქვს სალომე ზურაბიშვილს და ყველა იმ პერსონას, რომელიც მათთან სამომავლო მიზნებზე რაიმე ფორმით კონსულტაციას მართავს. არჩევნები, რომელიც საქართველოში მაღალი სტანდარტით ჩატარდა და ასეთად აღიარებული იყო ეუთო/ოდირის მიერ, რაზეც პროკურატურაში მიმდინარე გამოძიებამ შუალედური დასკვნით დაადასტურა, რომ არანაირ გაყალბებას ადგილი არ ჰქონია, ამ არჩევნების შედეგად შედგა ლეგიტიმური პარლამენტი, ნდობა გამოეცხადა მთავრობას და პროცესი ჩვენს ქვეყანაში მაღალი დემოკრატიულობის ხარისხით მიმდინარეობს. კანონის გვერდის ავლით საკუთარი პოლიტიკური მიზნების მიღწევის „ნაცური“ სურვილები ფიასკოსთვის არის განწირული. არავინ აპირებს თავს მოხვეული და ნაძალადევი განმეორებითი არჩევნების ჩატარებას, რადგან ეს სისულელეა. ასეთ ნაბიჯს, ბუნებრივია, არავინ არ გადადგამს, ერთადერთი მარტივი მიზეზის გამო, რომ კანონიერად ჩატარებულ არჩევნებს განმეორება ნამდვილად არ სჭირდება. ყველა შეეგუოს ამ შედეგებს, რა შედეგებიც დაიდო და საქართველოსთან ურთიერთობა გააგრძელოს“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

ბოლო სიახლეები