კარგია, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ამერიკის შეერთებული შტატებიდან უსამართლო განცხადებები არ გაკეთებულა. პირიქით, ამერიკის დღევანდელი ადმინისტრაციის პოლიტიკა ერთ-ერთში ემთხვევა საქართველოს პოლიტიკას, მათ შორის ევროკავშირთან დაპირისპირების თვალსაზრისითაც, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მაჭარაშვილის თქმით, „ქმედითი ნაბიჯები თუ გადაიდგმება, მათ შორის ამერიკაში ვიზიტის თვალსაზრისით, ეს ხელს შეუწყობს პარტნიორული ურთიერთობების განვითარებას“.
„ამერიკის თაობაზე ოპოზიციის განცხადებებს რაც შეეხება, „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი სატელიტები მათ მხარდამჭერებსაც აღარ აინტერესებთ. 4 ოქტომბრის შემდეგ ეს პოლიტიკური ძალა არაფერს წარმოადგენს“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

