სამშაბათი, სექტემბერი 23, 2025

გურამ მაჭარაშვილი: იმედია, არჩევნების შემდეგ დიპლომატები დაფიქრდებიან და როგორმე გადაწყვეტენ, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის არჩევანს პატივი სცენ

იმედია, არჩევნების შემდეგ დიპლომატები დაფიქრდებიან და როგორმე გადაწყვეტენ, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის არჩევანს პატივი სცენ, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მაჭარაშვილმა კომენტარი გააკეთა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის იმ განცხადებაზე, სადაც პაპუაშვილი ამბობს, რომ „მათ, ვინც არჩევნების უარყოფის მანკიერი ციკლი დაიწყეს, ახლა აქვთ შანსი, გამოასწორონ მცდარი პოზიცია და გამოიჩინონ სათანადო პატივისცემა საქართველოს სუვერენიტეტის მიმართ“.

გურამ მაჭარაშვილის შეფასებით, უცხოელმა დიპლომატებმა ამოწურეს რესურსი, რომ საქართველოსთან მიმართებაში უსამართლობა გააგრძელონ.

„უცხოურმა ძალამ და მათმა აქაურმა დიპლომატებმა ის რესურსიც კი ამოწურეს, რაც შეიძლება, აზიანებდეს იმ ქვეყნებს, რომლებსაც წარმოადგენენ. ყველაფერი გააკეთეს – რადიკალური პროცესები წაახალისეს, შიდა პოლიტიკაში ჩაერივნენ და ა.შ. თურმე საფრანგეთის პრეზიდენტი წუხს, რომ ამერიკელმა დიპლომატმა საფრანგეთის შიდა პოლიტიკა გააკრიტიკა და ამ დროს საქართველოში საფრანგეთისა და გერმანიის ელჩები შიდა პოლიტიკას არათუ აკრიტიკებენ, არამედ პირდაპირ შიდა პოლიტიკაში ერევიან და ძალადობრივ აქციებს ახალისებენ. მათ რესურსი აღარ აქვთ, რომ საქართველოსთან მიმართებაში უსამართლობა გააგრძელონ“, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

მიხეილ სააკაშვილი – ვინც ამბობს, დილას არჩევნებზე მივიდეთ, საღამოს აქციაზეო, სინამდვილეში, აპირებს დილით რუსული სპეცოპერაციის ლეგალიზაციას და საღამოს აქციის დაშლას

ვინც ამბობს, დილას არჩევნებზე მივიდეთ და საღამოს აქციაზეო, სინამდვილეში, აპირებს დილით რუსული სპეცოპერაციის ლეგალიზაციას და საღამოს აქციის დაშლას, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.სააკაშვილის თქმით, ეს ორივე ივანიშვილის თამაშია.„ის, ვინც ამბობს, რომ დილას არჩევნებზე მივიდეთ და საღამოს აქციაზეო, სინამდვილეში, აპირებს დილით რუსული სპეცოპერაციის ლეგალიზაციას და საღამოს აქციის დაშლას, როგორც არაერთხელ გაუკეთებიათ უახლოეს წარსულში. ორივე ივანიშვილის თამაშია“, – დაწერა მიხეილ სააკაშვილმა.ცნობისთვის, „ლელოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა, ირაკლი კუპრაძემ განაცხადა: „დილით არჩევნებზე, საღამოს რუსთაველზე, ეს არის მნიშვნელოვანი ერთობის გზავნილი საზოგადოებისთვის“.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი ოთარ წეროძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, მწუხარებას გამოთქვამს სტუ- ის ყოფილი პრორექტორის, თბილისის „დინამოს“ ყოფილი პრეზიდენტის, აგროკონსორციუმ „წეროვანის” ყოფილი გენერალური დირექტორის, სტუ-ის „ოქროს მედლის“ კავალერის ოთარ წეროძის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს ოჯახს, გარდაცვლილის კოლეგებს, მეგობრებსა და აღზრდილებს. „მწუხარებას გამოვთქვამ ოთარ წეროძის გარდაცვალების გამო და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით სამძიმარს ვუცხადებ მის ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებს, კოლეგებსა და აღზრდილებს. ბატონი ოთარი ათწლეულების განმავლობაში ემსახურებოდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ჩვენს ქვეყანას. მან თავისი მრავალმხრივი მოღვაწეობით ნათელი კვალი დატოვა როგორც უნივერსიტეტის, ისე ქვეყნის სამეცნიერო და საზოგადოებრივ სივრცეში. ბატონი ოთარ წეროძე გამოირჩეოდა პროფესიონალიზმით, მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობითა და პრინციპულობით, რაც მას ღირსეულ ხელმძღვანელად, კოლეგად და ჭეშმარიტ მენტორად აქცევდა. ბატონ ოთარ წეროძეს დიდი ღვაწლი მიუძღვის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის განვითარებაში. წლების მანძილზე მისი თავდაუზოგავი შრომა, სტრატეგიული ხედვა და პროფესიული გამოცდილება უნივერსიტეტის საგანმანათლებლო და სამეცნიერო მისიის გაფართოებისა და საერთაშორისო ავტორიტეტის გაზრდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საფუძველი გახდა, რისთვისაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საზოგადოება განსაკუთრებულ მადლიერებას გამოხატავს - ბატონო ოთარ, მადლობას გიხდით ყველაფრისათვის!“, - აღნიშნულია სამძიმრის წერილში.

„ქართული ქორეოგრაფიის წარმატება – ოთო ფოლადაშვილს საერთაშორისო მსაჯის სტატუსი მიენიჭა“

,,ახალი საამაყო ამბავი, რომელიც დარწმუნებული ვართ გაგახარებთჩვენი სტუდიის ხელმძღვანელი და ქორეოგრაფი ოთო ფოლადაშვილი საერთაშორისო კატეგორიის სტატუსის მქონე მსაჯი გახდაეს ის ტიტულია, რომლის მოსაპოვებლადაც საპასუხისმგებლო და რთული ეტაპების გავლა გიწევს და ამიტომ ჩვენი სტუდიისათვის გამორჩეული წარმატებაავულოცავთ ოთოს და საერთაშორისო ასპარეზზე, ისეთივე დიდ წარმატებას ვუსურვებთ, როგორიც ჩვენს ქვეყანაში უკვე ბევრჯერ დამტკიცებული აქვს ! OTaber Poladashvili– ჯულიანა ბარ-გნარი ოთო ფოლადაშვილის მორიგი წარმატების შესახებ წერს.

ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების კონგრესის დელეგაცია 24-25 სექტემბერს საქართველოში ჩამოვა

ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების კონგრესის დელეგაცია 2025 წლის 24 და 25 სექტემბერს საქართველოში ფაქტების დამდგენი ვიზიტით ჩამოვა. ამის შესახებ ევროსაბჭოს პრესრელისზშია ნათქვამი.პრესრელიზის თანახმად, ვიზიტის მიზანია არსებული პოლიტიკური სიტუაციის ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებზე გავლენის შეფასება, რა დროსაც განსაკუთრებული ყურადღება 2025 წლის 4 ოქტომბერს საქართველოში დაგეგმილ ადგილობრივ არჩევნებს დაეთმობა.დელეგაციის შემადგენლობაში შევლენ ადგილობრივი ხელისუფლებების პალატის პრეზიდენტი, ბერნდ ფორინგერი (გერმანია, EPP/CCE) და ადგილობრივი და რეგიონული არჩევნების დაკვირვების საკითხებში კონგრესის პრესსპიკერი, სტიუარტ დიკსონი (დიდი ბრიტანეთი, ILDG), რომლებსაც  თან ახლავთ ექსპერტი, პროფესორი ტანია გროპი.დელეგაცია შეხვდება ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, სახალხო დამცველის პირველ მოადგილეს და პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის  კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს. ასევე, ისინი გაცვლიან მოსაზრებებს კონგრესში საქართველოს ეროვნული დელეგაციის წევრებთან და საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის წარმომადგენლებთან.გარდა ამისა, დელეგაცია შეხვდება მედიის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს.ევროსაბჭოს პრესრელიზში აღნიშნულია, რომ ეს ვიზიტი არ უნდა იქნას განხილული როგორც ლეგიტიმურობის ან შეხვედრების მონაწილეთა შეხედულებების პოლიტიკური მხარდაჭერა.

სიახლე მგზავრებისთვის, რომელიც 27 სექტემბრიდან ამოქმედდება

დედაქალაქში MAN-ის მარკის 18-მეტრიანი ავტობუსების მორიგი ნაკადის პრეზენტაცია გაიმართა.თბილისის მერიის ინფორმაციით, ახალი ავტობუსები საზოგადოებას თბილისის მერმა, კახა კალაძემ ვიცე-მერ გიორგი ტყემალაძესთან, შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ ხელმძღვანელ გიორგი შარკოვთან და თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროს ნინო ბაგაშვილთან ერთად წარუდგინა.როგორც მერმა აღნიშნა, 18-მეტრიანი ავტობუსების მორიგი ნაკადი 27 სექტემბრიდან სხვადასხვა მარშრუტზე ეტაპობრივად გადანაწილდება.„დღეს ძალიან სასიამოვნო დღეა ჩვენი ქალაქისთვის, რადგან ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკის მიმართულებით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იდგმება. 200 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი, რომელიც გასულ წელს შევისყიდეთ, უკვე თბილისშია და მზადაა, დედაქალაქის მოსახლეობას მოემსახუროს. ძალიან მიხარია, რომ ბოლო წლების განმავლობაში მოვახერხეთ, სრულად ჩაგვენაცვლებინა ავტოპარკი ახალი, თანამედროვე, ევროპული ტიპის ავტობუსებითა და მიკროავტობუსებით. 27 სექტემბრიდან ახალი, 18-მეტრიანი ავტობუსები დაიწყებს ხაზებზე გასვლას და მოემსახურება ჩვენს თანაქალაქელებს, გამოთავისუფლებული 10-მეტრიანი და 12-მეტრიანი ავტობუსები კი სხვადასხვა ხაზზე გადანაწილდება.რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება, რათა თითოეულ უბანს, რაიონს ჰქონდეს შესაძლებლობა, ისარგებლოს თანამედროვბე ავტობუსებითა და მიკროავტობუსებით. ეს პროცესი ამით არ მთავრდება - ქალაქი ვითარდება, წინ მიდის, იზრდება, ახალი პროექტები ხორციელდება. შესაბამისად, ყოველთვის საჭიროა, ჩვენც თანხვედრაში ვიყოთ საზოგადოებრივი ტრანსპორტის თვალსაზრისით. დღესდღეობით ჩვენი ქალაქისთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა საცობებია, თუმცა ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება კომფორტული გავხადოთ. სწორედ ამიტომ, შესაბამისი კვლევების შედეგების გათვალისწინებით, სადაც შესაძლებელია, ყველგან ვაწყობთ საავტობუსო ზოლებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.MAN-ის მარკის 200 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსების შესყიდვა „თბილისის სატრანსპორტო კომპანიასა“ და „თეგეტა ჰოლდინგს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში განხორციელდა.კომპრესირებულ ბუნებრივ გაზზე (CNG) მომუშავე ახალი ავტობუსები გათვლილია 162 მგზავრზე, აქედან 43 დასაჯდომი ადგილით. ავტობუსები სრულად ადაპტირებულია შშმ პირებისთვის: სალონში გამოყოფილია სპეციალური სივრცე ეტლის უსაფრთხოდ დასაყენებლად, ასევე, აქვს გადმოსაშლელი პანდუსი; დამონტაჟებულია თანამედროვე სტანდარტის, ინტეგრირებული გათბობის, კონდიცირებისა და ვენტილაციის სისტემა, რომელიც გათვლილია თბილისის კლიმატურ პირობებზე.ავტობუსები აღჭურვილია ხმოვანი საინფორმაციო სისტემით, შიდა და გარე ანტივანდალური ვიდეომონიტორინგის სისტემით, მობილურის დასატენი წერტილებით და მონიტორინგის, მართვისა და უსაფრთხოების სხვა თანამედროვე სისტემებით. ავტობუსებში მოქმედებს საინფორმაციო სისტემა, რომელიც მოიცავს მგზავრების საფასურის გადახდისა და საინფორმაციო სისტემების მართვის კომპიუტერს, საინფორმაციო დაფებს, აუდიო საინფორმაციო და ვიდეომონიტორინგის სისტემას, ასევე WIFI მოწყობილობას. ავტობუსები დაბალიატაკიანია და აქვს ოთხი ასასვლელი კარი.ამ ეტაპისთვის, 76 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი გადანაწილებულია რამდენიმე მარშრუტზე, ხოლო დარჩენილი რაოდენობა ეტაპობრივად ჩაანაცვლებს სხვადასხვა ტევადობის ავტობუსებს. პროექტის ჯამური ღირებულება 111.1 მლნ ევროს შეადგენს.კახა კალაძესთან ერთად ღონისძიებას მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურებისა და საკრებულოს წარმომადგენლები დაესწრნენ.

ბოლო სიახლეები