ეს ეგრეთ წოდებული მეგობარი აქტი მიიღეს წარმომადგენელ პალატაში, რომელიც თავიდან ბოლომდე შინაარსობრივად წინააღმდეგობაში არის თვითონ ამერიკის პრეზიდენტის პოლიტიკასთან და ამერიკის პრეზიდენტის პოლიტიკა არის ის, რომ სხვა ქვეყნის საქმეებში არ უნდა ჩაერიოს ამერიკა, ეროვნული ღირებულებები უნდა წამოწიოს და მშვიდობა უნდა უზრუნველყოს, – განაცხადა დღის ქრონიკაში „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა. მაჭარაშვილი იმედოვნებს, რომ ტრამპი მისივე პოლიტიკის საწინააღმდეგო დოკუმენტს ხელს არ მოაწერს.
დეპუტატის თქმით, როგორც ჩანს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯერ ბოლომე ვერ აღმოფხვრა „დიფ სთეითის“ გავლენები და სწორედ ამას უკავშირდება აშშ-საქართველოს ურთიერთობებში არსებული პაუზა, თუმცა მისივე თქმით, საქართველო ვალდებული იყო ამ ყველაფერთან დაკავშირებით პოზიცია დაეფიქსირებინა.
„მოდით შევახსენოთ საზოგადოებას რა იყო ბაიდენის ადმინისტრაციის დროს პრობლემა საქართველოსთან მიმართებაში: ბაიდენი და მისი ადმინისტრაცია ამბობდა, რომ ლგბტ პროპაგანდა არის ერთ-ერთი მთავარი; ჩვენ გვახსოვს ბაიდენის ცნობილი სიტყვები – ტრანსგენდერი არის ამერიკის სულიერი მისიაო. ჩვენ ვამბობდით, რომ ოჯახური ღირებულებაა მთავარი. ამავდროულად კანდიდატი იყო ტრამპი და ის ამბობდა, რომ ოჯახური ღირებულება მთავარი. ასევე, მეორე ფრონტი იყო პრობლემა საქართველოში, იმიტომ რომ ამბობდნენ, რომ მეორე ფრონტი აუცილებელია, რათა რუსეთი დასუსტდეს. უნდა გაგრძელდეს ომი უკრაინაში – ამას ამბობდა წინა ადმინისტრაცია ამერიკაში, იმიტომ რომ მშვიდობა ნიშნავს იმას, რომ რუსეთი მოემზადება მერე ევროპაში შეჭრისთვისო და ასე შემდეგ. ჩვენ კი ამას ვეწინააღმდეგებოდით და ვამბობდით, რომ მეორე ფრონტი ეს არ არის პარტნიორული დამოკიდებულება. თქვენ იცით რომ მაკკეინის ინსტიტუტის დირექტორი ქალბატონი ფარკასი, პირდაპირ ტელევიზიით, ინტერვიუში ამბობდა – მერე რა რომ რუსეთი შემოიჭრება, თქვენ 10 000-20 000 ადამიანი დაგეხოცებათ, მეტი არა, მერე გავარდებით, პარტიზანული ბრძოლები თქვენთვის მოსახერხებელია, იბრძოლებთ და ჩვენ თქვენ გვერდით ვიქნებითო. როგორ არიან უკრაინის გვერდით, ჩვენს დავინახეთ. ანუ ეს რეალური იყო და შესაბამისად პრეზიდენტი ტრამპი ამ შემთხვევაში ეწინააღმდეგებოდა ბაიდენს და რეალურად არჩევნები მან მოიგო იმიტომ, რომ [თქვა] ტრანსგენდერულ სიგიჟეებს დავასრულებ და ოჯახურ ღირებულებას ამოვწევო, სხვა ქვეყნებში პოლიტიკურ ჩარევებს აკრძალავო ეს მართლაც გააკეთა, USAID-ი გააუქმა. სახელმწიფო მდივანი რუბიო ამბობდა, რომ ეროვნულმა უმცირესობებმა უნდა წამოწიონ წინა ხაზზე თავიანთი ეროვნული ღირებულებებიო. რეალურად ამით მოიგო ტრამპმა არჩევნები. 3 წლის წინ ჩვენ დავიწყეთ, ხალხის ძალამ იმ განცხადებების გაკეთება, რასაც მერე უკვე ტრამპი, ოფიციალურად პრეზიდენტის რანგში ამბობდა და საუბრობდა. თუმცა, მოლოდინები არ შეგვიქმნია არასდროს რომ თუნდაც ტრამპი 24 საათიდან 1-2 საათი დაკავდებოდა დღეში საქართველოსთან მიმართებაში, მაგრამ ის რა პერიოდიც გავიდა ახლა, უკვე 4 თვე და ცოტა მეტი, – ეს ნიშნავს იმას რომ უკვე რაღაც დღის წესრიგი უნდა შექმნას პარტნიორმა, ამ შემთხვევაში შეერთებულმა შტატებმა. ეს ეგრეთ წოდებული მეგობარი აქტი მიიღეს წარმომადგენელ პალატაში, რომელიც თავიდან ბოლომდე შინაარსობრივად წინააღმდეგობაში არის თვითონ ამერიკის პრეზიდენტის პოლიტიკასთან და ამერიკის პრეზიდენტის პოლიტიკა არის ის, რომ სხვა ქვეყანაში არ უნდა ჩაერიო, სხვა ქვეყნის საქმეებში არ უნდა ჩაერიოს ამერიკა, ეროვნული ღირებულებები უნდა წამოწიოს და მშვიდობა უნდა უზრუნველყოს და ყველაფერი პირიქით წერია ამ ე.წ. მეგობარ აქტში.
როგორც ჩანს დიფ სთეითის გავლენები მთლად ბოლომდე ვერ აღმოფხვრა ტრამპმა, ანუ ბევრი მიზეზი შეიძლება იყოს ამ პაუზის, მაგრამ ჩვენ რა თქმა უნდა ეს ვალდებულება გვაქვს, (პრემიერმაც ამიტომ მიწერა ეს წერილი და ჩვენც განცხადება ამიტომ გავაკეთეთ დადგენილებით პარლამენტში) რომ ჩვენი პოზიცია უნდა იყოს ცნობილი, არა მხოლოდ ტრამპის მიმართ, არამედ მსოფლიო საზოგადოების მიმართ. სიმართლე ძლიერია, სიმართლეს სად გაექცევი? სამი წელი რასაც ჩვენ ვამბობდით და ვამტკიცებდით ოჯახურ ღირებულებაზე, პარტნიორულ ურთიერთობაზე, ჩაურევლობაზე უსამართლობაზე, მერე მოდის პრეზიდენტი ტრამპი და იგივე ნარატივით იგებს არჩევნებს, აგრძელებს მერე მსოფლიო დღის წესრიგის შექმნას და ამ დროს საკანონმდებლო ორგანოში იღებენ აბსოლუტურად საწინააღმდეგო შინაარსის მქონე ეგრეთ წოდებული მეგობარ აქტს – სად არის აქ სიმართლე? იმედია, რომ არ მოაწერს ხელს ისეთ აქტს, რომელიც პირველი რიგში თავისივე პოლიტიკას ეწინააღმდეგება“, – აცხადებს მაჭარაშვილი.