გახარია ჩვეული დილემის წინაშე დადგა, კომისიაზე მოვა, ვაია, არ მოვა – ვუია. მოვა და ხალხი კიდევ ერთხელ ნახავს, თუ რა დანაშაულები აქვს ჩადენილი არა მარტო ქვეყნის, არამედ გუნდის წინაშეც, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
„მას არ უშველის, არც თვალების პაჭუნი და არც – სხეულის ენა. რეალურად, იქ, საზოგადოება დაინახავს იმას, რასაც ჩვენ გახარიაზე ვამბობდით. რა თქმა უნდა, თუ არ მოვა, ერთი მხრივ, ეს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა იქნება. შესაბამისად, ამას არც ბრიფინგის ჩანიშვნა უშველის ახლა და არც მისი ძველი ტრიუკები, რომლებიც ძალიან მოძველდა“,- განაცხადა მაჭარაშვილმა.
პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, 20 ივნისის საქმეზე დღეს არის დაბარებული.