პარასკევი, აპრილი 25, 2025

გურამ მაჭარაშვილი – ბურჭულაძე ამბობს, ცესკო-ს თავმჯდომარე ვიქნები, ზურაბიშვილი არჩევნებს დანიშნავსო, ვაშაძე გამზადებულია პრემიერობისთვის, ჩვენ პოპკორნს მოვიმარაგებთ და ვუყურებთ

„ნაცმოძრაობა“ თავისი განშტოებებით იმაზე ვერ ჩამოყალიბდა, ეუთო-ს გენერალურ მდივანს უნდა შეხვდეს თუ არა და ვინც შეხვდა, უნდა იყოს თუ არა კმაყოფილი. შეხვედრაზე ვერ შეთანხმებულან და რომელ ახალ არჩევნებსა და კოალიციაზე საუბრობენ? – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მაჭარაშვილის თქმით, ოპოზიციაში ერთიანი პოზიციები არ აქვთ.

„ერთი განცხადება ვერ გაუკეთებიათ, სადაც ხელმომწერი იქნება ყველა – ერთი შინაარსის განცხადებაზე. წარმოიდგინეთ, ზოგი ამბობს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას, ზოგი ამბობს, რომ არ მიიღებს. ასევე, ზოგიერთი ამბობს, რომ ეუთო-ს გენერალური მდივნის ჩამოსვლა კარგია, ზოგი ამბობს, რომ არ არის კარგი, ზოგიც იმას ამბობს, რომ კარგიც არის და ცუდიც. როგორ შეიძლება, ეს ხალხი პოლიტიკაში არსებობდეს და, საერთოდ, კოალიციაზე იყოს საუბარი? რაც შეეხება არჩევნებს, მგონი, პაატა ბურჭულაძემ ეს საკითხი უკვე გადაწყვიტა და ყველა დავისვენებთ. ის ამბობს, რომ ცესკო-ს თავმჯდომარე ვიქნები, ჩვენ ჩავატაროთ არჩევნები და ზურაბიშვილი არჩევნების დანიშვნას ხელს მოაწერსო. მას ვეთანხმები – შეიძლება, მათ ტერიტორიაც კი გამოვუყოთ და ცესკო-ს თავმჯდომარე ბურჭულაძე იყოს, პრეზიდენტად ჰყავთ ზურაბიშვილი, რომელიც არჩევნებს დანიშნავს. ვაშაძე გამზადებულია პრემიერობისთვის. დანარჩენი, რაც სანახავი იქნება, ჩვენ პოპკორნს მოვიმარაგებთ და ამ სერიას ვუყურებთ“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

“გვარ­მა გა­დავ­წყვი­ტეთ, რომ მათი ოჯა­ხე­ბი ხე­ვი­დან სა­მუ­და­მოდ გა­ვა­სახ­ლოთ! ამ კად­რებ­ში მხო­ლოდ ოჯახ­თან მის­ვლა და ბო­დი­შის მოხ­და არ არის – ჩვე­ნი ძმის სის­ხლი არა­ვის ეპა­ტი­ე­ბა!”...

20 აპ­რილს, ყაზ­ბე­გის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ გვე­ლეთ­ში სას­ტი­კი მკვლე­ლო­ბა მოხ­და. 47 წლის გია ხა­ი­კაშ­ვილს და­ნით მრავ­ლო­ბი­თი ჭრი­ლო­ბე­ბი მი­ა­ყე­ნეს, რის შე­დე­გა­დაც მა­მა­კა­ცი კლი­ნი­კა­ში გარ­და­იც­ვა­ლა. 22 აპ­რილს სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ორი ბრალ­დე­ბუ­ლი და­ა­კა­ვეს. ნიკა ქუ­შაშ­ვილს ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 108-ე მუხ­ლით (გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა) წა­რედ­გი­ნა, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 10-დან 15 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს. მე­ო­რე პირს – პა­ა­ტა ქუ­შაშ­ვილს 376-ე მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლი (და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბა) აქვს წარ­დგე­ნი­ლი, რაც 3-დან 7 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცელ­და კადრები სადაც ჩანს, რომ ქუ­შაშ­ვი­ლე­ბის გვა­რის მა­მა­კა­ცე­ბი მუხ­ლზე დგა­ნან და მოკ­ლუ­ლის გვარს ასე სთხო­ვენ პა­ტი­ე­ბას. ვი­დე­ოს პა­ა­ტა ქუ­შაშ­ვი­ლი ავ­რცე­ლებს, რო­მე­ლიც წერს:“მე პა­ა­ტა ქუ­შაშ­ვი­ლი ვა­სა­ჯა­რო­ებ ამ ვი­დე­ოს, რად­გან ვთვლი, რომ ხალ­ხმა უნდა ნა­ხოს…ვინც ჩვე­ნი ძმის – გია ხა­ი­კაშ­ვი­ლის სის­ხლში ხე­ლე­ბი გა­ის­ვა­რა, ჩვენ ქუ­შაშ­ვი­ლე­ბის გვარ­მა გა­დავ­წყვი­ტეთ, რომ მათი ოჯა­ხე­ბი ხე­ვი­დან სა­მუ­და­მოდ გა­ვა­სახ­ლოთ!ამ კად­რებ­ში მხო­ლოდ ოჯახ­თან მის­ვლა და ბო­დი­შის მოხ­და არ არის. აქ მთა­ვა­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაა მი­ღე­ბუ­ლი დამ­ნა­შა­ვე­ე­ბის ოჯა­ხე­ბის გა­და­სახ­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით.აქვე და­ვა­მა­ტებ, რომ სა­გა­მო­ძი­ე­ბო ორ­გა­ნოს ვთხოვთ გა­ა­სა­ჯა­რო­ოს მკვლე­ლო­ბის ად­გილ­ზე არ­სე­ბუ­ლი ვი­დეო ჩა­ნა­წე­რე­ბი, სა­დაც ნათ­ლად ჩანს ყვე­ლა დამ­ნა­შა­ვე. ეს იქ­ნე­ბა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა იმი­სა, რომ ჩვენ მათი ოჯა­ხე­ბის გა­და­სახ­ლე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა უსა­მარ­თლოდ არ მიგ­ვი­ღია!ჩვე­ნი ძმის სის­ხლი არა­ვის ეპა­ტი­ე­ბა!ქუ­შაშ­ვი­ლე­ბის გვა­რიც და ზო­გა­დად მო­ხე­ვე­ე­ბიც ყო­ველ­თვის ვა­მა­ყობ­დით ჩვე­ნი წი­ნაპ­რე­ბით და ტრა­დი­ცი­ე­ბით, და არა­კა­ცე­ბის ად­გი­ლი ხევ­ში არა­სო­დეს არ ყო­ფი­ლა. თა­ვის დრო­ზე ყვე­ლა სა­თა­ნა­დოდ ის­ჯე­ბო­და… დღეს კი ეს სამ­წუ­ხა­რო რე­ა­ლო­ბა დაგ­ვიდ­გა. ჩემი ძმის გიას უბე­დუ­რე­ბამ დაგ­ვა­ნა­ხა, რო­გორ უკან უკან მი­დის ჩვე­ნი ხევი. იმი­ტომ რომ გა­ნუ­კი­თხა­ო­ბაა და სა­თა­ნა­დოდ არ დას­ჯი­ლან ის ადა­მი­ა­ნე­ბი, ვინც ხე­ვის სა­ხელს არ­ცხვენ­დნენ. ამი­ტომ ახლა დუ­მი­ლის დრო აღარ არის.ეს ფაქ­ტი მხო­ლოდ ჩვე­ნი გვა­რის უბე­დუ­რე­ბა არ არის, ეს არის მთლი­ა­ნად ხე­ვის ტრა­გე­დია და სირ­ცხვი­ლი. იმ დღეს გიას მა­გივ­რად შე­იძ­ლე­ბო­და ნე­ბის­მი­ე­რი სხვა ოჯა­ხის შვი­ლი აღ­მო­ჩე­ნი­ლი­ყო.  2025 წლის პირველი სამი თვის მდგომარეობით, მნიშვნელოვნად გაიზარდა კარტოფილის, კაკლოვანი ხილის და გადამუშავებული კაკლოვანი ხილის ექსპორტიამი­ტომ გვარ­მა მი­ვი­ღეთ ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. თუ ვინ­მე არ ეთან­ხმე­ბა ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, არც მათი ად­გი­ლი იქ­ნე­ბა ხევ­სა. არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა რო­მე­ლი გვა­რის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი იქ­ნე­ბა”. ვიდეო დამკვრელი

მიხეილ ყაველაშვილი, დელეგაციასგან ერთად, რომში ჩავიდა, სადაც პაპ ფრანცისკეს დაკრძალვის ცერემონიას დაესწრება

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, დელეგაციასთან ერთად, რომში იმყოფება. ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.მათივე ინფორმაციით, მიხეილ ყაველაშვილის დახვედრის ცერემონია „ჩამპინოს“ სამხედრო აეროპორტში გაიმართა.საქართველოს პრეზიდენტი 26 აპრილს ვატიკანში რომის პაპ ფრანცისკეს დაკრძალვის ცერემონიას დაესწრება.საქართველოს პრეზიდენტთან ერთად, დელეგაციაში იმყოფებიან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ქეთევან კვინიკაძე, ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მმართველი, საქართველოს საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობების განყოფილების თავმჯდომარე, მიტროპოლიტი გერასიმე და თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი, სიონის საკათედრო ტაძრის წინამძღვრის მოადგილე, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტების სახელით, საქართველოში წმინდა საყდრის სადესპანოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გაკეთდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის, სამეცნიერო-აკადემიური წრეებისა და სტუდენტების სახელით, რომის პაპის, ფრანცისკეს გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქართველოში წმინდა საყდრის სადესპანოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გაკეთდა.ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.სტუ-ის ცნობით, უნივერსიტეტის სახელით, სამძიმრის წიგნში ჩანაწერი ვიცე-რექტორმა, პროფესორმა თამარ ლომინაძემ გააკეთა.„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, უნივერსიტეტის ადმინისტრაცია, პროფესორ-მასწავლებლები, მეცნიერ-მკვლევრები და სტუდენტები მწუხარებას გამოვთქვამთ მსოფლიო კათოლიკური სამწყსოსა და ვატიკანის სახელმწიფოს მეთაურის, რომის პაპის, ფრანცისკეს გარდაცვალების გამო და თანაგრძნობას ვუცხადებთ კათოლიკურ ეკლესიას, სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებ კათოლიკეებს, ვატიკანსა და წმინდა ეპარქიას.გთხოვთ, მიიღოთ ჩვენი გულითადი სამძიმარი”, - აღნიშნულია სამძიმრის ჩანაწერში.ცნობისათვის, საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა, რომის პაპ ფრანცისკეს გარდაცვალების დღეს, კათოლიკე სტუდენტების, პროფესორ-მასწავლებლებისა და საქართველოს კათოლიკე მრევლისადმი სამძიმარი სოციალურ ქსელში, უნივერსიტეტის ოფიციალურ გვერდზე გაავრცელა.

ნიკოლოზ წულუკიძე იუბილარია- რამდენი წლის გახდა ყველასთვის საყვარელი მსახიობი?

ყველასათვის საყვარელი ტელეწამვანი და თეატრმცოდნე ნიკოლოზ წულუკიძე იუბილარია.ნიკოლოზი 39 წლის გახდა.წულუკიძე უამრავ მილოცვას იღებს. 

ტატო გრიგალაშვილმა ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის მედალი მოიპოვა

პოდგორიცაში, ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატზე, დასრულდა ასპარეზობა 81 კგ წონით კატეგორიაში.ქართველმა ძიუდოისტმა, მსოფლიოს და ევროპის სამგზის ჩემპიონმა ტატო გრიგალაშვილი ფინალურ შეხვედრაში ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის სახელით მოასპარეზე რუსი ტიმურ არბუზოვთან იუკოთი დამარცხდა და ვერცხლის მედალი მოიპოვა.აღსანიშნავია, რომ რუსი ძიუდოისტები 50-66-73 კგ წონით კატეგორიების ფინალში ჭიდაობდნენ.  60 კგ წონაში გიორგი სარდალაშვილმა მოუგო ფინალური შეხვედრა აიუბ ბლიევს, 66 კგ წონაში კი ფრანგმა დაიკი ბუბამ სძლია მურად ჩოპანოვს, 73 კგ წონაში კი დანილ ლავრენტიევმა იტალიელ მანუელ ლომბარდოს სძლია.1. ტიმურ არბუზოვი (ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია, რუსეთი) 2. ტატო გრიგალაშვილი (საქართველო) 3. მატიას კასე (ბელგია) 3. ზელიმ ცკაევი (აზერბაიჯანი)ამრიგად, ინდივიდუალური პირველობის ბოლო საშეჯიბრებო დღის წინ ქართველ ძიუდოისტებს ერთი ოქროს (გიორგი სარდალაშვილი) და ორი ვერცხლის მედალი (ეთერ ლიპარტელიანი და ტატო გრიგალაშვილი) აქვთ

ბოლო სიახლეები