ბიძინა ივანიშვილი ეკუთვნის იმ ადამიანებს, ვინც სამშობლოს მშვიდობას და სუვერენიტეტს არ გაცვლის პირად კეთილდღეობაზე, უცხო ქვეყანაში წითელ ხალიჩაზე სიარულში, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც მაჭარაშვილი აღნიშნავს, ივანიშვილი იცავს ქართულ იდენტობას და ტრადიციებს, ამისთვის ჯერ ფაქტობრივად, ახლა ფორმალურად დაასანქცირეს.
„არ დაუშვა ომი საქართველოში. იცავს ქართულ იდენტობას და ტრადიციებს. ეხმარებოდა და ეხმარება ქართულ სპორტს, ხელოვნებას, კულტურას და მათ წარმომადგენლებს. ამისთვის ჯერ ფაქტობრივად, ეხლა უკვე ფორმალურად დაასანქცირეს. თუმცა ავიწყდებათ რომ ბიძინა ივანიშვილი იმ ადამიანებს ეკუთვნის ვინც სამშობლოს მშვიდობას და სუვერენიტეტს არ გაცვლის პირად კეთილდღეობაზე და უცხო ქვეყანაში წითელ ხალიჩაზე სიარულში“, – წერს გურამ მაჭარაშვილი.
ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტმა „ქართული ოცნების“ დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს ფინანსური სანქციები დაუწესა.