მოძრაობა „ხალხის ძალის“ წარმომადგენელი, დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ურმას რეინსალუს განცხადებას გამოეხმაურა.
„როდესაც მოქმედი პოლიტიკოსი ხარ და ქართული და საერთაშორისო მართლმსაჯულების გადაწყვეტილებით პატიმრობაში მყოფ ადამიანზე ამბობ, რომ ის უნდა გამოუშვან, ან არ იცი ზოგადად კანონმდებლობა, რაშიც ეჭვი მეპარება, ან ეს არის პირდაპირი გალაშქრება დემოკრატიის, სახელმწიფოებრიობის და კანონის უზენაესობის წინააღმდეგ“, – აცხადებს მაჭარაშვილი.