ბოლო პერიოდში, გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე, თითქოს საქართველოს ნაკრების კაპიტანი, გურამ კაშია ნაკრებიდან წასვლას აპირებს.
ამასთან დაკავშირებით კაშიამ კომენტარი თავად გააკეთა და ინფორმაცია უარყო.
“თუ ნაკრებს დავჭირდები, აუცილებლად ნაკრებთან ერთად ვიქნები. მსგავსი ინფორმაცია მეც გავიგე და არ ვიცი, რატომ ლაპარაკობენ ამაზე.
კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ სანამ ნაკრებს ვჭირდები, აქ ვარ, თუ კაპიტნად ვჭირდები, კაპიტნადაც ვარ. მეტს ვერ ვილაპარაკებ”, – განაცხადა კაშიამ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და სომხეთის მატჩი ჩვენი მარტივი გამარჯვებით 6:1 დასრულდა.