ოთხშაბათი, მარტი 26, 2025

გურამ დოჩანაშვილს 86 წელი შეუსრულდებოდა

დღეს, 26 მარტს თანამედროვეობის დიდ მწერალს,  გურამ დოჩანაშვილს 86 წელი შეუსრულდებოდა.

გურამ დოჩანაშვილი დაიბადა 1939 წლის 26 მარტს თბილისში. 1946 წელს მომავალი მწერალი სასწავლებლად ვაჟთა პირველ სკოლაში მიაბარეს.

თანამედროვე ქართველი კლასიკოსი, მწერალი გურამ დოჩანაშვილი 82 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას კლინიკაში ადასტურებენ. ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების გამო, დოჩანაშვილი „ნიუჰოსპიტალში“ იყო მოთავსებული.

გურამ დოჩანაშვილმა დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი. 1966 წლის 7 აპრილს გამოიცა მისი პირველი წიგნი „მთის გადაღმა“. 1961 წელს დოჩანაშვილის პირველი მოთხრობები დაიბეჭდა ჟურნალ „ცისკარში“.

1962-1975 წლებში გურამ დოჩანაშვილი ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიის და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის არქეოლოგიური განყოფილების უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი იყო. ამ პერიოდში მწერალი მონაწილეობდა ქვის ხანის 30-მდე ძეგლის შესწავლაში.

1975-1985 წლებში ჟურნალ „მნათობის“ პროზის განყოფილების გამგე იყო, მწერალთა კავშირში ხელმძღვანელობდა პროზის სექციას. 1985 წლიდან კინოსტუდია „ქართული ფილმის“ მთავარ რედაქტორად მუშაობდა.

გურამ დოჩანაშვილის ყველაზე გამორჩეული ნაწარმოებებია „სამოსელი პირველი“, „კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა“, „ვატერ(პო)ლო ანუ აღდგენითი სამუშაოები“.

ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის გურამ დოჩანაშვილს მიღებული აქვს ლიტერატურული პრემია „საბა“; ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემია რომანისთვის „ბრმადყოფილზე“. 2020 წელს დოჩანაშვილს მიენიჭა თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება.

 

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში კონკურს „სტუ სტარის“ გამარჯვებული სტუდენტი გამოვლინდა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუდენტური მუსიკალური კონკურსის - „სტუ სტარი“ დასკვნითი ტური გაიმართა, რომელზეც გამარჯვებული კონკურსანტი გამოვლინდა. ჟიურის გადაწყვეტილებით, „სტუ სტარი“ სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის სტუდენტი გვანცა გიგაშვილი გახდა. ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს. სტუ-ის ცნობით, პროექტი „სტუ სტარი“ უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მხარდაჭერით, სტუდენტური სერვისების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტისა და სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით განხორციელდა. პროექტის მხარდამჭერები და სპონსორები არიან: კომპანია „არემჯი“, პარფიუმერიის მაღაზიათა ქსელი „ლუტეცია“, საიუველირო მაღაზიათა ქსელი „ლუსსო“, ტრანსპორტის გაქირავების კომპანია „ვილი ბასი“ და კომპანია „ვანდერგრაუნდი“. კონკურსის დასკვნითი კონცერტი, რომელსაც რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, კანცლერი, პროფესორი კარლო კოპალიანი, ვიცე-რექტორები - თამარ წერეთელი და თამარ ლომინაძე, სტუ-ის სამეთვალყურეო საბჭოს პრეზიდენტი პროფესორი ზურაბ გუდავაძე, ფაკულტეტების დეკანები, სამეცნიერო და აკადემიური წრეები, მოწვეული სტუმრები და სტუდენტები ესწრებოდნენ, უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში, ივანე ჯავახიშვილის დიდ დარბაზში გაიმართა. კონკურსის ორგანიზატორებმა „სტუ სტარის“ დასკვნითი კონცერტი 1990-იან წლებში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ახალგაზრდობის ლიდერს, გოგა გიორგობიანს მიუძღვნეს, რომელსაც კონკურსის ფინალის დღეს 61 წელი შეუსრულდებოდა. დასკვნითი კონცერტში მონაწილეობდა 5 ფინალისტი სტუდენტი - დეა ფაჩულია, გვანცა გიგაშვილი, ნუცა ხუჯაძე, ანა გიგაშვილი და ანამარია მუსელიანი. ფინალისტები, განსაკუთრებული მუსიკალურ- საესტრადო და საშემსრულებლო უნარების მიხედვით, ჟიურიმ - მუსიკოსების: ხათუნა ჟორდანიას, ქეთევან ოძელაშვილის, მომღერლების: გიორგი ძოწენიძის, ზურაბ ხაჩიძის, ზაზა მამალაძის და სტუ- ის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის დეკანის, ლიანა თარგამაძის შემადგენლობით - კონკურსანტ სტუდენტებს შორის გამოავლინა. ფინალისტები მაყურებლის წინაშე ქართული და უცხოურენოვანი ჰიტების სოლო შესრულებითა და დუეტებით წარსდგნენ. კონცერტმა ოვაციების ფონზე ჩაიარა. შემსრულებლებს თავიანთი ფაკულტეტებიდან გულშემატკივართა გუნდები ქომაგობდნენ. ჟიურიმ კონკურსის საუკეთესო შემსრულებლად სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის სტუდენტი გვანცა გიგაშვილი აღიარა და მას „სტუ სტარის“ ტიტული გადასცა. მეორე საკუნკურსო ადგილი ჟიურიმ საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოცმეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტ ნუცა ხუჯაძეს მიაკუთვნა. „სტუ სტარს“ გამარჯვება მიულოცა და კონკურსანტებს მიესალმა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე. როგორც რექტორმა აღნიშნა, მსგავსი პროექტების განხორციელებით უნივერსიტეტის მდიდარი კულტურული ტრადიციები გრძელდება. „უდიდესი სიხარულითა და სიყვარულით ვულოცავ ჩვენს ახალგაზრდებს - კონკურსის მონაწილეებს, ფინალისტებს, გამარჯვებულ სტუდენტ გვანცა გიგაშვილს, რომელმაც წლევანდელი „სტუ სტარის“ ტიტული მოიპოვა. თქვენმა მონდომებამ, შრომამ, ნიჭიერებამ და მუსიკისადმი სიყვარულმა ეს კონკურსი ნამდვილ დღესასწაულად აქცია. მადლობას ვუხდი კონკურსის ორგანიზატორებს, მხარდამჭერებს და ჟიურის წევრებს, რომელთა ძალისხმევამ ხელი შეუწყოპროექტ „სტუ სტარის“ წარმატებით განხორციელებას. მადლობა - მოწვეულ სტუმრებს, ასევე, სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტურ გუნდებს, რომლებიც ასე დაუღალავად ქომაგობდნენ თავიანთ ფავორიტ შემსრულებლებს. კონკურსი „სტუ სტარი“ კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მდიდარი კულტურული და შემოქმედებითი ტრადიციების პატივისცემას, რაც ხელს უწყობს არა მხოლოდ აკადემიურ და სამეცნიერო წინსვლას, არამედ ახალგაზრდებში კულტურისა და ხელოვნების პოპულარიზაციას, ავითარებს გუნდურობას და მატებს თავდაჯერებულობას. მსგავსი პროექტებით ხდება სცენის ახალი ვარსკვლავების დაბადებაც. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სწორედ ამგვარი ინიციატივებით აფრთიანებს მრავალმხრივ ნიჭიერ ახალგაზრდებს. მსგავსი პროექტების განხორციელებით კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, რომ ჩვენი სტუდენტები არა მხოლოდ საინჟინრო დარგებში ხდებიან ლიდერები, არამედ განსაკუთრებული შემოქმედებითი, საშემსრულებლო თუ სპორტული უნარებითაც გამოირჩევიან. კიდევ ერთხელ ვულოცავ ჩვენს სტუდენტებს, ვუსურვებ მათ, არასოდეს შეწყვიტონ განვითარება და ყოველთვის ისარგებლონ იმ შესაძლებლობებით, რაც ცხოვრების გზაზე ეძლევათ. დარწმუნებული ვარ, კონკურსი “სტუ სტარი” მომავალშიც არაერთ ნიჭიერ სტუდენტს გაუხსნის გზას”, - აღნიშნა დავით გურგენიძემ. სტუ-ის ინფორმაციით, კონკურსის გამარჯვებულს, მეორე ადგილის მფლობელსა და „სტუ სტარის“ ფინალისტებს კონკურსის მხარდამჭერმა კომპანიებმა სხვადასხვა პრიზები გადასცეს. კომპანია „არემჯიმ“ კი „სტუ სტარის“ გამარჯვებულ სტუდენტ გვანცა გიგაშვილს ფულადი ჯილდო - 2000 ლარი გადასცა. ცნობისათვის, „სტუ სტარი“ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ექსკლუზიური პროექტია, რომელიც 2013 წლიდან, ყოველწლიურად ხორციელდებოდა. კოვიდპანდემიის პერიოდში პროექტმა დროებითი წყვეტა განიცადა. მისი განახლება, უნივერსიტეტის რექტორისა და ადმინისტრაციის მხარდაჭერით, 2024 წლიდან გახდა შესაძლებელი. წლევანდელი კონკურსი რამდენიმე ეტაპად წარიმართა და მასში მონაწილეობის შესაძლებლობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნებისმიერ სტუდენტს ჰქონდა.

ნიკა მელია – გრიგოლ ვაშაძემ და თეა წულუკიანმა გამახსენეს 2022 წლის მარტი, აპრილი, მაისი, „ქართული ოცნება“და გრიგოლ ვაშაძის ვიზიტები სააკაშვილთან, მოვა დრო და საზოგადოება...

გრიგოლ ვაშაძემ და წულუკიანმა თეა გამახსენეს 2022 წლის მარტი, აპრილი, მაისი, „ქართული ოცნება“და გრიგოლ ვაშაძის ვიზიტები მიხეილ სააკაშვილთან. მოვა დრო და საზოგადოება ბევრ რამეს გაიგებს, – ამის შესახებ პარტია „ახლის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს.როგორც მელია წერს, ამბავს დიდი მნიშვნელობა ექნება და ბევრ რამეს ახსნის.„გრიგოლ ვაშაძემ და წულუკიანმა გამახსენეს 2022 წლის მარტი, აპრილი, მაისი. გამახსენეს „ქართული ოცნება“ და გრიგოლ ვაშაძის ვიზიტები მიხეილ სააკაშვილთან. მხოლოდ ძალიან ვიწრო წრემ იცის მაშინ, კულუარულად, მიმდინარე მოვლენების შესახებ; მოვა დრო და საზოგადოება ბევრ რამეს გაიგებს, კონკრეტული ფაქტებით; ამ ამბავს ექნება მნიშვნელობა და ბევრ რამეს ახსნის და ბევრ მოვლენას სწორ სახელს დაარქმევს“, – წერს მელია.ცნობისთვის, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე დღეს კითხვებს საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, გრიგოლ ვაშაძე პასუხობდა. ამასთან, ვაშაძემ კომისიის ზოგიერთ კითხვას, თავისივე მოთხოვნით, დახურულ რეჟიმში უპასუხა.

გრიგოლ ვაშაძე – მოსახლეობის გაყვანაზე გამოითქვა მოსაზრება, როცა რუსეთს დემონსტრაციულად გაჰყავდა მოსახლეობა, სრული შთაბეჭდილება შეიქმნებოდა, რომ ჩვენც ომისთვის ვემზადებით და გაგვყავს მოსახლეობა

მოსახლეობის გაფრთხილება არ იყო ჩემი პირდაპირი ფუნქცია. სიმართლე გითხრათ, ეს საკითხი უშიშროების საბჭოზე მე რამდენჯერმე ვახსენე და მითხრეს, ამას მივხედავთო, – ამის შესახებ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა.გრიგოლ ვაშაძის თქმით, საქართველო ყველაფერს აკეთებდა, რომ ომი არ დაწყებულიყო და მაშინ, როცა რუსეთის ფედერაციას დემონსტრაციულად გაჰყავდა მოსახლეობა, სრული შთაბეჭდილება შეიქმნებოდა, რომ საქართველოც ომისთვის ემზადებოდა და გაჰყავდა მოსახლეობა. გრიგოლ ვაშაძის განმარტებით, ეს იყო ერთ-ერთი მოსაზრება, რომელიც მაშინ მოსახლეობის გაყვანის თაობაზე გამოითქვა.გრიგოლ ვაშაძემ აღნიშნული განცხადებით საგამოძიებო კომისიის სხდომაზე უპასუხა კომისიის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის შეკითხვას, რომლის თანახმადაც: „2008 წლის ნოემბერში პარლამენტში დროებითი კომისიის წინაშე თქვენ განაცხადეთ, რომ 4 აგვისტოს მასირებული შეტევა იყო სოფელ ნულში. თქვენივე ახსნა-განმარტების თანახმად, 4 აგვისტო არის ორმხრივი საომარი მოქმედებების დაწყებამდე ის ყველაზე ადრინდელი დღე, როცა თქვენ, მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირმა და, ვვარაუდობ, მით უფრო სამართალდამცველმა ორგანოებმა უკვე დაინახეს, რომ იმ რეგიონის ერთ-ერთ სოფელში „მასირებული შეტევა მიმდინარეობს რუსეთის მხრიდან“. შემდეგ ამბობთ, 7 აგვისტოს მე ჩემი ხელით დავწერე საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება, სადაც ჩავწერეო, რომ რუსეთმა როკის გვირაბში შემოიყვანა ტექნიკა. ამ დროს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ბრძანდებით. თქვენც კი, რომელსაც პირდაპირ არ გევალებოდათ, გცოდნოდათ, რუსეთის რომელი შეიარაღება სად არის, სად რა დარტყმებია, უკვე იცით, რომ არათუ დაძაბულობაა, არამედ სამხედრო მოქმედებებთან გვაქვს საქმე. ვინ შეგატყობინათ სოფელ ნულზე მასირებული თავდასხმის შესახებ? 7 აგვისტოს სად იყო რუსული ტექნიკა, საიდან იცოდით საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ? თუ ეს ყველაფერი იცოდით, რატომ არ გააფრთხილეთ მოსახლეობა, რომელიც აღმოჩნდა მახეში? შედგა თუ არა მსჯელობა, რომ მახეში არ აღმოჩენილიყო ჩვენი მოსახლეობა, რომელთაგან უმრავლესობა დაიღუპა, ხშირ შემთხვევაში დაღუპულთაგანი არ იყო ბრმა ტყვიით გარდაცვლილი – დახვრიტეს“.„ქალბატონო თეა, თქვენ 4 აგვისტო ახსენეთ. 31 ივლისიდან მიდიოდა ქართული სოფლების პერიოდული დაბომბვა, თან იმ კალიბრის იარაღით, 82 და 122-იანი არტილერიით, რომელიც, ყველა შეთანხმებით, კატეგორიულად აკრძალული იყო ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში შეტანა. ინფორმაცია მოდიოდა რამდენიმე წყაროდან – მოკავშირეები, დაზვერვა, თავდაცვის სამინისტრო, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, საგარეო საქმეთა სამინისტრო, რაც შეეხებოდა ამ უკვე დაწყებული ომის დიპლომატიურ ასპექტს. როდესაც დავხურავთ სხდომას, მოგცემთ ინგლისურად ორ დოკუმენტს და აგიხსნით, საიდან რა ვიცოდი.რაც შეეხება გაფრთხილებას, ეს ჩემი პირდაპირი ფუნქცია არ იყო, როგორც თქვენ გესმით და სიმართლე გითხრათ, რამდენჯერმე ეს საკითხი მე უშიშროების საბჭოზე ვახსენე და მითხრეს, ამას მივხედავთო. საკითხი იყო, საჭიროების შემთხვევაში, მივხედავთო, მაგრამ, მეორე მხრივ, არ დაგავიწყდეთ, რომ საქართველო ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ ომი არ დაწყებულიყო. და მაშინ, როდესაც რუსეთის ფედერაციას დემონსტრაციულად გაჰყავდა მოსახლეობა, სრული შთაბეჭდილება შეიქმნებოდა, რომ ჩვენც ომისთვის ვემზადებით და გაგვყავს მოსახლეობა. ეს იყო ერთ-ერთი მოსაზრება, რომელიც გამოითქვა მაშინ“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

სასიხარულო ინფორმაცია გოგონაზე, რომელსაც მთელი საქართველო გულშემატკივრობს-წერს დანტესი

ლილიანა - ეს სახელი უკვე მთელმა საქართველომ იცის. ლილიანას მალე ოპერაცია ჩაუტარდება.„აბა მზად ხართ კიდევ ერთი სასწაულისთვის? ველოდებით ტომოგრაფიის პასუხს, რომ ოპერაცია დაგეგმარდეს“,- წერს მედეა იობაშვილი.„ლ ი ლ ი ა ნ ა ... ყველამ იცით უკვე ეს სახელი 2 დღის წინ უკვე ვისაუბრეთ მე და ლილიანამ და შევპირდით, რომ ყველანაირად დავუდგებით გვერდით“,- წერს დანტესი. 

სუს-ი – რუსეთის საოკუპაციო ძალებმა საქართველოს ორი მოქალაქე უკანონოდ დააკავეს

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთის მიმდებარედ ოკუპირებულ ტერიტორიაზე და ოკუპირებული ცხინვალის რაიონის სოფელ სვერის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს ორი მოქალაქე. ინფორმაციას ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.უწყების ცნობით, უკანონო დაკავების მორიგი ფაქტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული „ცხელი ხაზი“.„ინფორმაცია დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს. ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად“, – ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.

ბოლო სიახლეები