„ქრონიკის“ ინფორმაციით, ვერტმფრენის ბორტზე, რომელიც დღეს გუდაურში ჩამოვარდა, 35-წლიანი სტაჟის მქონე მფრინავი ზაზა ლორია იმყოფებოდა. ტრაგედიის შედეგად ლორია ბორტზე მყოფ კიდევ 7 ადამიანთან ერთად დაიღუპა.
ზაზა ლორიას არაერთ გახმაურებულ სამაშველო ოპერაციაში აქვს მიღებული მონაწილეობა. მფრინავის რთულ და საინტერესო ცხოვრებაზე, რისკიან ოპერაციებზე, თავგადასავლებზე ის „იმედის“ მაყურებელს რამდენიმე წლის წინ თავად უამბობდა. „იმედის“ გმირი ზაზა ლორია ცნობილი იყო მდიდარი პროფესიული ბიოგრაფიითა და მრავალი გადარჩენილი სიცოცხლით, მათ შორის, ჰუმანიტარული მისიით აფხაზეთში,
სამაშველო ოპერაცით მყინვარწვერზე, ხანძრის ლიკვიდაციის ოპერაცით ბორჯომში.