პარასკევი, მაისი 1, 2026

გუბაზ სანიკიძე: მოქალაქეები, რომლებიც ვერ გარკვეულან მზე საიდან ამოდის და სად ჩადის, უნდა დავარწმუნოთ რა ელოდებათ, თუ ხელისუფლებაში “ოცნება” დარჩება

საქართველოს მოქალაქეების ის ნაწილი, რომელიც ვერ გარკვეულა მზე საიდან ამოდის და სად ჩადის, უნდა დავარწმუნოთ რა ელოდება, თუ ხელისუფლებაში “ოცნება” დარჩება,- ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, გუბაზ სანიკიძემ “ტვ პირველის” ეთერში გნაცხადა.

“2024 წლის არჩევნებზე უნდა მივაბრძანოთ ” ქართული ოცნება” და გავუშვათ ისტორიის სანაგვეზე. თითოეული ჩვენგანის საქმეა და არა მხოლოდ პოლიტიკოსების, რომ  საქართველოს მოქალაქეების ის ნაწილი, რომელიც ჯერ კიდევ არ არის გარკვეული საერთოდ რა ხდება, მზე საიდან ამოდის და სად ჩადის, დავარწმუნოთ რა ელოდება, თუ ხელისუფლებაში ” ქართული ოცნება” დარჩება და რა ელოდებათ თუ ” ქართულ ოცნებას” გავუშვებთ ერთად. “ქართულ ოცნებას” თავისი სიურპრიზები და დიდი გამოცდა ელის”, – განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

დონალდ ტრამპი კითხვაზე, უსაფრთხოების მიზნით შესაძლოა თუ არა, ტყვიაგაუმტარი ჟილეტი ატაროს – არ ვიცი, შემიძლია თუ არა, კიდევ 20 ფუნტით მძიმედ გამოვიყურებოდე

აშშ-ის პრეზიდენტი დონალს ტრამპი აცხადებს, რომ გასულ კვირას მომხდარი სროლის დროს, როდესაც საიდუმლო სამსახურის აგენტი დაშავდა, ეს „მეგობრულ ცეცხლს“ არ გამოუწვევია. ამის შესახებ მან ჟუნრალისტის კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.„ისინი ამბობენ, რომ ეს მეგობრული ცეცხლი არ იყო. ეს არის ის, რაც მე ვიცი“,- განაცხადა ტრამპმა.ამასთან, ჟურნალისტის შეკითხვაზე, რომლის მიხედვითაც, უსაფრთხოების მიზნით აშშ-ის პრეზიდენტმა შესაძლოა, ტყვიაგაუმტარი ჟილეტი ატაროს, ტრამპმა განაცხადა, რომ ამის სურვილი არ აქვს.„არ ვიცი, შემიძლია თუ არა, კიდევ 20 ფუნტით მძიმედ გამოვიყურებოდე. საიდუმლო სამსახურის ზოგიერთი აგენტი კარგი ფიზიკურობის ნიმუშია. არც კი მინდა მასთან ახლოს ყოფნა. თუ გსურთ 20-დან 25 ფუნტამდე მომატება, შეიძინეთ ჟილეტი. გულწრფელად რომ ვთქვა, ჟილეტმა საოცარი სამუშაო გაწია, რადგან ახლოდან გაუძლო ტყვიას და მას საავადმყოფოში წასვლაც კი არ სურდა“,- აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

კახა კალაძე: ხვალ ვიწყებთ ფილტვის კიბოს სკრინინგის დაფინანსების პროგრამას, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება იმისთვის, რომ პრევენციული ღონისძიებები განვახორციელოთ

ეს არის პრევენციული ღონისძიება, რაც შემდეგ მკურნალობას ექვემდებარება და იმ საფრთხეებს და პრობლემებს, რომელიც აღნიშნულ დაავადებას თან ახლავს, მთლიანად ხსნის, - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“.გადაცემის წამყვანმა ფილტვის კიბოს უფასო სკრინინგის პროგრამაზე ჰკითხა.„ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამაა. ხვალ ვიწყებთ ამ ყველაფრის განხორციელებას. სერიოზული გამოწვევაა და მოქალაქეებს მიეცემათ იმის შესაძლებლობა, რომ ადრეულ სტადიაზე გავიგოთ, თუ რაიმე პრობლემის წინაშე დგას კონკრეტული ადამიანი. კვლევები იქნება უფასო. ეს არის პრევენციული ღონისძიება, რაც შემდეგ მკურნალობას ექვემდებარება და იმ საფრთხეებს და პრობლემებს, რომელიც აღნიშნულ დაავადებას თან ახლავს, მთლიანად ხსნის. ყველას მინდა ვუსურვო ჯანმრთელობა, თუმცა აღნიშნული პროგრამის განხორციელება, რომელსაც ხვალ დავიწყებთ, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება იმისთვის, რომ პრევენციული ღონისძიებები განვახორციელოთ“, - აღნიშნა კალაძემ.

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ როგორც კი ირანთან ომი დასრულდება, მსოფლიოში საწვავის ფასი მაშინევე შემცირდება

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ როგორც კი ირანთან ომი დასრულდება, მსოფლიოში საწვავის ფასი მაშინევე შემცირდება.ამასთან, მისივე თქმით, აშშ არ დაუშვებს, რომ ირანს ბირთვული იარაღი ჰქონდეს და გამოიყენოს.„როგორც კი ომი დასრულდება, ის დაეცემა. ის ყველგანაა მიმოფანტული, მსოფლიოს ოკეანეებზეა მიმოფანტული. მაგრამ რაც არ მოხდება, არის ის, რომ ირანს ბირთვული იარაღი ჰქონდეს და გამოიყენოს ის. ამ შემთხვევაში მთელი მსოფლიო სხვა ადგილი იქნება. საწვავში ცოტა მეტის გადახდა აღარ მოგიწევთ. მისი ფასი სწრაფად დაიკლებს, როგორც კი ომი დასრულდება“,- განაცხადა ტრამპმა.

კახა კალაძე ევრობიუროკრატებზე: ბევრჯერ გვითქვამს, კიდევ ერთხელ ვიტყვი, ჩვენ მზად ვართ კონსტრუქციული დიალოგისთვის. კატეგორიულად მიუღებელია მუქარის შემცველი განცხადებები, მოწოდებები

ბევრჯერ გვითქვამს, კიდევ ერთხელ ვიტყვი, ჩვენ მზად ვართ კონსტრუქციული დიალოგისთვის, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ დედაქალაქის მერმა, პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ევრობიუროკრატებთან დაკავშირებით.კალაძის თქმით, კატეგორიულად მიუღებელია ევრობიუროკრატების ტონი, მუქარის შემცველი განცხადებები, მოწოდებები.„რატომ უნდა მიუერთდეს ჩვენი ქვეყანა სანქციებს, რომელიც თავიდანვე ვიცით დამღუპველი იქნება ამ ქვეყნის ეკონომიკისთვის. ძალიან მძიმე იქნება იმ ოჯახებისთვის, იმ ადამიანებისთვის, ვინც ყოველდღიურად შრომობს, მუშაობს, აკეთებს თავის საქმეს. რატომ უნდა გაჩაღდეს მეორე ფრონტი ქვეყანაში, რომელიც დამანგრეველი და სრული კატასტროფის მომტანი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის. კანონპროექტებზეც გითხარით და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რატომ არის პრობლემა გამჭვირვალობა. გვითხრან, აგვიხსნან, დაგველაპარაკონ.მე როდესაც ვსაუბრობ დიალოგზე და აბსოლუტურად ღია ვართ, გახსნილები ვართ, რა თქმა უნდა, ამ დიალოგის დროს მაქსიმალურად დაცული იქნება ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი, ჩვენი ქვეყნის ინტერესები, დამოუკიდებლობა და ქართველი ხალხის ინტერესი“, - აღნიშნა მან.

ცვლილებები, რომელიც ხვალიდან ამოქმედდება

2026 წლის 1 მაისიდან ძალაში შედის ცვლილებები „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“, რომლის მიხედვითაც, იზრდება სანქციები:უცხო ქვეყნის მოქალაქეების დასაქმების ახალი წესები2026 წლის 1 მარტიდან უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის საქართველოში დასაქმება შესაძლებელია მხოლოდ „შრომითი საქმიანობის უფლების“ მიღების შემდეგ.1 მაისიდან ამოქმედდება აღსრულების მექანიზმი იმ თვითდასაქმებული უცხოელებისთვის, რომლებიც უკვე საქმიანობენ საქართველოში.დამსაქმებლებს ევალებათ დაასაბუთონ უცხოელი თანამშრომლის აყვანის აუცილებლობა და მიიღონ შესაბამისი ნებართვა.ვენახის გაშენებაზე ახალი რეგულაცია„ვაზისა და ღვინის შესახებ კანონში“ ცვლილებების მიხედვით:კომერციული მიზნით ვენახის გაშენება შესაძლებელი იქნება მხოლოდ ღვინის ეროვნული სააგენტოს წინასწარი თანხმობით;თვითნებურად გაშენებული ვენახიდან მიღებული პროდუქციის კომერციული რეალიზაცია შეუძლებელი იქნება;რეგულაცია არ ეხება პირადი მოხმარებისთვის გაშენებულ ვენახებს;ნებართვა გაიცემა უფასოდ. საგზაო წესების დარღვევისთვის ჯარიმები იზრდება100 ლარამდე იზრდება ჯარიმა გზაზე მანევრირების წესების დარღვევისთვის, ამასთან მართვის მოწმობაზე 20 ქულა დაიკლებს;50-დან 100 ლარამდე იზრდება ჯარიმა სიჩქარის 15–40 კმ/სთ-ით გადაჭარბებისთვის;50 ლარამდე იზრდება ჯარიმა უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობისთვის, ქულათა შემცირება — 10 ქულა;50 ლარამდე იზრდება ჯარიმა მართვის დროს მობილური ტელეფონის გამოყენებისთვის;დგომა-გაჩერების წესების დარღვევისთვის ჯარიმა 50 ლარამდე იზრდება რიგ ქალაქებსა და კურორტებზე;„დრიფტის“ შემთხვევაში, თუ მოხდა მსუბუქი დაზიანება — 500 ლარიანი ჯარიმა და მართვის უფლების შეჩერება 6 თვით;განმეორებითი დარღვევა, რომელმაც გამოიწვია საავარიო ვითარება ან საცობი — 300 ლარი და 30 ქულის დაკლება;თბილისში N2/N3 კატეგორიის სატვირთოებისთვის, თუ დანიშნულება დედაქალაქი არ არის — 500 ლარიანი ჯარიმა. იცვლება „სილქნეტის“ ტარიფებისილქნეტი აცხადებს, რომ 1 მაისიდან იცვლება მომსახურების პირობები:სტანდარტულ ინტერნეტპაკეტებში მოცულობა იზრდება, ფასი უცვლელი რჩება;ულიმიტო პაკეტების ღირებულება იზრდება;ცვლილებები შეეხება მობილურ ინტერნეტს, ოპტიკურ ინტერნეტსა და ტელევიზიას.

ბოლო სიახლეები