ბევრი საქართველოს ორი პერსონით იცნობს – სტალინით და სააკაშვილით… შევარდნაძეც იციან, მაგრამ ის ახალი თაობისთვის უცნობია, – ამის შესახებ პარლამენტის წევრი გუბაზ სანიკიძე “ტვ პირველის” ეთერში აცხადებს.
“ფაქტი ერთია, ერთადერთი პოლიტიკოსი არა მარტო ქვეყნის მასშტაბით, არამედ რეგინისაც და აღმოსავლეთ ევროპისაც… ნებისმიერ ქვეყანაში ჩადით, ნებისმიერ კონტინენტზე და ახსენეთ სააკაშვილი. ბევრმა საქართველო იცის ორი პერსონით – იოსებ სტალინი და მიხეილ სააკაშვილის რეფორმები,” – თქვა გუბაზ სანიკიძემ.
გადაცემის წამყვანის რეპლიკაზე: “მე მგონი შევარდნაძეც, პასუხობს: “რა თქმა უნდა, შეიძლება ითქვას სამი კაცი, თუმცა ახალი თაობისთვის უცნობია შევარდნაძე. ამიტომ, ისევ მიშა შექმნის პოლიტიკურ პროცესს,” – აღნიშნა გუბაზ სანიკიძემ.