ერ-რიადში რუსეთისა და აშშ-ის ექსპერტთა ჯგუფების მოლაპარაკებებზე უსერიოზულესი პრობლემები განიხილება, მოლაპარაკებები სრული სვლით მიმდინარეობს, – ამის შესახებ „რია ნოვოსტის“ რუსეთის დელეგაციის წევრმა, გრიგორი კარასინმა განუცხადა.
შეკითხვაზე, არსებობს თუ არა მხარეებს შორის გარკვეული ურთიერთგაგება, კარასინმა განაცხადა: როგორ შეიძლება, ის არ იყოს, თუკი უკვე ამდენი ხანია, ვსხედვართ. სამი საათია, ვლაპარაკობთ უსერიოზულეს პრობლემებზე. ასე რომ, ვაგრძელებთ ამ საუბარს“, – აღნიშნა კარასინმა.
რაც შეეხება საკითხს, შესაძლებელია თუ არა ექსპერტთა დონეზე რუსულ-ამერიკული შეხვედრების კიდევ გამართვა, კარასინმა თქვა, რომ ჯერ მიმდინარე შეხვედრა არ დასრულებულა.
რუსეთისა და აშშ-ის დეელგაციების კონსულტაციები ერ-რიადში, სასტუმრო Ritz Carlton-ში დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს.
რუსეთის დელეგაციას რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრთან, საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილ მოადგილესთან, გრიგორი კარასინთან ერთად წარმოადგენს რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის დირექტორის მრჩეველი სერგეი ბესედა.
სააგენტო „როიტერის“ ცნობით, ერ-რიადში რუსულ მხარესთან მიმდინარე მოლაპარაკებებზე ამერიკულ დელეგაციას ხელმძღვანელობენ თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს უფროსი დირექტორი ენდრიუ პიკი და სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი მაიკლ ენტონი.
მანამდე, ერთი დღით ადრე ერ-რიადში ამერიკულ-უკრაინული კონსულტაციები გაიმართა. უკრაინულ დელეგაციას უკრაინის თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი ხელმძღვანელობდა.
უმეროვმა მოლაპარაკებები კონსტრუქციულად და შინაარსიანად შეაფასა. მისი თქმით, ძირითადად განიხილეს ენერგეტიკული სფეროს საკვანძო საკითხები.