ხუთშაბათი, დეკემბერი 26, 2024

გრიგოლ ლილუაშვილმა გმირულად დაღუპული სპეცრაზმელის, ივანე გოლაშვილის ხსოვნას პატივი მიაგო და გარდაცვლილის ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, გრიგოლ ლილუაშვილმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, გმირულად დაღუპული სპეცრაზმელის, ივანე გოლაშვილის ხსოვნას პატივი მიაგო და გარდაცვლილის ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომელი ივანე გოლაშვილი 2017 წლის 21-22 ნოემბერს, თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ახმედ ჩატაევის და მისი დაჯგუფების წინააღმდეგ ჩატარებული კონტრტერორისტული სპეცოპერაციის დროს დაიღუპა.

სპეცოპერაციის დროს ასევე დაიჭრა ოთხი სამართალდამცველი.

ივანე გოლაშვილი გარდაცვალების შემდეგ ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენით და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მედლით – „მამაცობისთვის“, დაჯილდოვდა.

სპეცდანიშნულების რაზმის მებრძოლის, ივანე გოლაშვილის გმირულად დაღუპვიდან 7 წელი გავიდა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

გიორგი გახარია – პრეზიდენტს ლეგიტიმაციას არ აძლევს ატრიბუტიკა, შენობა, პროტესტის დაყვანა შენობიდან გამოსვლა-დარჩენამდე და რეზიდენციის ფიზიკურად დაცვის იდეა პროტესტს აუფასურებს

პრეზიდენტს ლეგიტიმაციას არ აძლევს ატრიბუტიკა, მით უმეტეს შენობა, ლეგიტიმაციის წყარო ხალხის ნდობაა, პროტესტის დაყვანა შენობიდან გამოსვლა-დარჩენამდე და რეზიდენციის ფიზიკურად დაცვის იდეა, აუფასურებს პროტესტს, – ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ სოციალურ ქსელში დაწერა. მისი თქმით, რუსთაველზე ხალხი ბევრად უფრო დიდ და მნიშვნელოვან ღირებულებებს იცავს, სწორედ ამიტომ არის პროტესტი წარმატებული. „პრეზიდენტს ლეგიტიმაციას არ აძლევს ატრიბუტიკა, მით უმეტეს შენობა, ლეგიტიმაციის წყარო ხალხის ნდობაა. პროტესტის დაყვანა შენობიდან გამოსვლა-დარჩენამდე და რეზიდენციის ფიზიკურად დაცვის იდეა, აუფასურებს პროტესტს. ხალხი რუსთაველზე ბევრად უფრო დიდ და მნიშვნელოვან ღირებულებებს იცავს, სწორედ ამიტომ არის პროტესტი წარმატებული. უნდა გავუფრთხილდეთ ხალხს! გამარჯვების რწმენას! ერთობას პროტესტის მიზნებისა და ფასეულობების ირგვლივ! მხოლოდ ასე გახდება პროტესტი ჭეშმარიტად ყოვლისმომცველი. 1. უპირობოდ გაათავისუფლეთ უკანონოდ დაკავებული ყველა პოლიტიკური მძევალი! 2. დროულად გამოაცხადეთ ახალი არჩევნების კონკრეტული თარიღი!“, – წერს გიორგი გახარია სოციალურ ქსელში.

ის ხალხი ღელავს და დანაშაულად მიიჩნევს ვეფხვის ბოკვერის მოფერებას, ქუჩაში ხალხი რომ დახოცა, საკუთარ საზოგადოებას 7 ნოემბერი და 26 მაისი მოუწყო, პატიმრები აწამა და...

ის ხალხი ღელავს და დანაშაულად მიიჩნევს ვეფხვის ბოკვერის მოფერებას, ქუჩაში ხალხი რომ დახოცა, საკუთარ საზოგადოებას 7 ნოემბერი და 26 მაისი მოუწყო, დახოცილი ადამიანები მაღაზიის სახურავებზე შემოაწყო, - ამის შესახებ ფილოსოფოსმა ზაზა შათირიშვილმა განაცხადა. ფილოსოფოსი გამოეხმაურა ოლიმპიურ ჩემპიონ ლაშა ბექაურის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოზე საზოგადოების ნაწილის უარყოფით რეაქციას. როგორც მან აღნიშნა, პარადოქსია, რომ ვეფხვის ბოკვერის ბედზე ის ხალხი ღელავს, ვინც რეკეტი ცხოვრების ყოველდღიურობად აქცია, ქვეყნის ტერიტორიები რუსეთს ჩააბარა და ჯარისკაცები და მშვიდობიანი მოსახლეობა მიატოვა, მედია დაარბია, ხოლო ქართველ ხალხს ღირსება წაართვა. "ის ხალხი ღელავს და დანაშაულად მიიჩნევს ვეფხვის ბოკვერის მოფერებას, ქუჩაში ხალხი რომ დახოცა, საკუთარ საზოგადოებას 7 ნოემბერი და 26 მაისი მოუწყო, დახოცილი ადამიანები მაღაზიის სახურავებზე შემოაწყო, პატიმრები აწამა, გააუპატიურა და სულში ჩააფურთხა, ბიზნესი დააწიოკა და რეკეტი ცხოვრების ყოველდღიურობად აქცია, ომი დაიწყო, ქვეყნის ტერიტორიები რუსეთს ჩააბარა და ჯარისკაცები და მშვიდობიანი მოსახლეობა მიატოვა, მედია დაარბია და დახურა, ქართველ ხალხს ღირსება წაართვა და მონად გადაქცევა დაუპირა... როგორი პარადოქსია, რომ აი ეს ხალხი ღელავს დღეს ვეფხვის ბოკვერზე," - განაცხადა ზაზა შათირიშვილმა.

შალვა პაპუაშვილი – ჩვენ არ ვართ და არც არასდროს ვყოფილვართ ბანანის რესპუბლიკა, დღეს ბრიუსელიდან ზოგიერთი რომ გვიბედავს, ეგეთ რაღაცებს მოსკოვიდან ვერ გვიბედავდა ყველა

ერთმა რუსმა მწერალმა ერთი გადაბრუნებული სიტყვა თქვა ქართველებზე, ნახევარი საქართველო ჩაადგა მოსკოვში და ბოდიშები ახდევინა, დღეს ყოველ მეორე დღეს ბრიუსელიდან გვესმის უარესები და ერთი ხმის გამცემი არ ჰყავთ იმ „ენჯეოებში“, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განუცხადა. მისივე თქმით, საქართველო არ არის და არასდროს ყოფილა ბანანის რესპუბლიკა. „ბევრს უნდა შიგნით თუ გარეთ, რომ ჩვენ წარმოგვადგინოს ბანანის რესპუბლიკად, სადაც ყოველ მეოთხე, მეხუთე თუ მეშვიდე წელს ხუნტები, პუტჩები და ა.შ. მართავენ გადატრიალებას და შემდეგ, ასე ვთქვათ, ხელისუფლების ცვლილებას. ჩვენ არ ვართ ბანანის რესპუბლიკა და არც არასდროს ვყოფილვართ. აი, საბჭოთა კავშირში რომ ვიყავით, არც მაშინ ვიყავით ბანანის რესპუბლიკა. ვიყავით მოწინავე ქვეყანა ბევრი რამის გამო, კულტურითაც ვიყავით და პოლიტიკურადაც ჩვენი რაღაც სათქმელი გვქონდა. დღეს ბრიუსელიდან ზოგიერთი რომ გვიბედავს, ეგეთ რაღაცებს ყველა ვერ გვიბედავდა მოსკოვიდან. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, ერთმა რუსმა მწერალმა ერთი გადაბრუნებული სიტყვა თქვა ქართველებზე, ნახევარი საქართველო ჩაადგა მოსკოვში და ბოდიშები ახდევინა. დღეს ყოველ მეორე დღეს ბრიუსელიდან გვესმის უარესები და ერთი ხმის გამცემი არ ჰყავთ იმ „ენჯეოებში“. როდესაც ვლაპარაკობთ – როგორ შეიძლება, რამე ცუდი თქვა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრზეო. რატომ არ უნდა ვთქვათ, როდესაც ადამიანი, ფაქტობრივად, ჩვენს სუვერენიტეტს აუქმებს. უცხო ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩამოდის და კადრულობს იმას, რომ დადგეს ოპოზიციის მიტინგზე. ამას რომ გაგიბედავს უცხო ქვეყანა, ასე რომ შეგილახავს სუვერენიტეტს, იქ უთხრა კი არა, ქმედებებიცაა განსახორციელებელი. ასე რომ, რაც შეეხება არჩევნებს, არჩევნები ნამდვილად იქნება შემოდგომაზე, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, ამიტომ ყველა მოემზადოს ამ არჩევნებისთვის. სხვათა შორის, საინტერესოა, ამ კითხვას გასცენ პასუხი, აპირებენ თუ არა, მონაწილეობა მიიღონ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციასთან უკრაინის საკითხზე კონსულტაციებისთვის რუსეთი მზად არის

რუსეთი მზად არის უკრაინის საკითხზე კონსულტაციებისთვის აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციასთან და მოსკოვი იმედოვნებს, რომ თეთრი სახლი კონფლიქტის ძირეულ მიზეზებს ჩაუღრმავდება, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა, პრესკონფერენციაზე განაცხადა. რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, „უკრაინაში ზავი არის გზა არცერთი მიმართულებით და მოსკოვი არ დაკმაყოფილდება დარეგულირებაზე ცარიელი საუბრით“. „ჩვენ გვჭირდება საბოლოო სამართლებრივი შეთანხმებები, რომლებიც დააფიქსირებს ყველა პირობას რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოებისა და ჩვენი მეზობლების ლეგიტიმური უსაფრთხოების ინტერესების უზრუნველსაყოფად, მაგრამ იმ კონტექსტში, რომელიც საერთაშორისო სამართლებრივი გზით დაადგენს ამ შეთანხმებების დარღვევის შეუძლებლობას. არავინ მალავს იმ ფაქტს, რომ ზავი საჭიროა იმისთვის, რომ დრო მოიპოვოს კიევის იარაღით მომარაგებისთვის. ჩვენ მზად ვართ, ეს არაერთხელ განვაცხადეთ, ვისაუბროთ დასავლელ ყველა წარმომადგენელთან, რომლებიც მოწოდებული არიან თანაბარი დიალოგისკენ, ინტერესთა ბალანსის ძიებაში, ურთიერთსასარგებლო შეთანხმებებზე“, – განაცხადა სერგეი ლავროვმა.

შალვა პაპუაშვილი – სალომე ზურაბიშვილის მიერ პარლამენტის დათხოვნას ისეთივე სამართლებრივი ძალა ექნება, როგორც მის მიერ თბილისში მსოფლიო ჩემპიონატის დანიშვნას

ნიკა გვარამია უკვე მერამდენედ ადასტურებს, რომ იურისპრუდენციის გაგნებაში არ არის, გამოდის, ამბობს დიდ სისულელეს, რასაც მგონი, სალომე ზურაბიშვილსაც ვერ აჯერებს, ასე რომ, ვინ რამდენ სისულელეს იტყვის, ამაზე ყველაფერზე კომენტარი რომ ვაკეთოთ, მგონი, ტყუილად დავკარგავთ დროს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის შესაძლო დათხოვნასთან დაკავშირებით ნიკა გვარამიას განცხადების კომენტირებისას აღნიშნა. პაპუაშვილის თქმით, ფაქტი მარტივია და სახეზეა, 29 დეკემბერს შედგება პრეზიდენტის ინაუგურაცია. „29 დეკემბერს იქნება ინაუგურაცია და საქართველოს ეყოლება ღირსეული პრეზიდენტი, რომელსაც ექნება რთული ამოცანა, რომ ის ზიანი, რომელიც ქვეყნის შიდა და გარე მტრებმა პრეზიდენტის ინსტიტუტს ერთობლივად მიაყენეს, ერთობლივად იქნას აღმოფხვრილი. ამით პრეზიდენტის ინსტიტუტს დაუბრუნდეს ის პრესტიჟი, რომელიც მას უნდა ჰქონდეს. რაც შეეხება პარლამენტის დათხოვნა-არ დათხოვნას და ასეთ უაზრო იდეებს, იგივე წარმატებით ქალბატონ სალომეს შეუძლია, მსოფლიო ჩემპიონატი დანიშნოს თბილისში, ასეთივე სამართლებრივი ძალა ექნება ამ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ბოლო სიახლეები