თბილისის საქალაქო სასამართლოში სუს-ის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის პროცესი მიმდინარეობს.
დღევანდელ სხდომაზე გრიგოლ ლილუაშვილისთვის აღვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობენ.
სხდომას მოსამართლე არსენ კალატოზიშვილი უძღვება. პროცესს არ ესწრება ვრალდებული გროგოლ ლილუაშვილი.
„მიმაჩნია, რომ 24 საათში ვერ შევძლებ საქმის მასალების გაცნობას. გამოვხატავ სასამართლოს პატივისცემას, მაგრამ სანამ არ გავეცნობი საქმის მასალებს, არ მაქვს სურვილი დავესწრო სხდომას. ჩემს ინტერესებს წარმოადგენს ადვოკატი რობერტ გრიგალალშვილი“, – წაიკითხა სხდომაზე ადვოკატმა გრიგოლ ლილუაშილის წერილი, რომელსაც “რადიო თავისუფლება” ციტირებს.

