ლოო გადაწყვეტილებას, მაგრამ ამასობაში კოლეგებს ვუწვდით ხელს და ვეუბნებით, რომ დროა, ვიმსჯელოთ ერთიან ფორმატში, რა სჯობს ამ ბრძოლის გაგრძელებისა და მეტი ეფექტის კუთხით. სხვა ოპოზიციურ პარტიებს ვთავაზობთ, ვიმსჯელოთ, თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღება ხომ არ იქნება სწორი იდეა“, – განაცხადა გეგელიამ.
ამასთან, გრიგოლ გეგელიას კითხვა დაუსვეს, როგორ უპასუხებდა თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის საკითხთან დაკავშირებით ოპოზიციური პარტიების კრიტიკას „ლელოს“ მიმართ, რაზეც გეგელიამ აღნიშნა:
„ყველას აქვს თავისი სუბიექტური შეხედულება, მთავარია, რა ჯობია ამ ქვეყნისთვის. არ მაინტერესებს არავის სუბიექტური შეხედულება, მაინტერესებს, რას ამბობს კვლევები და რა ჯობია ამ ქვეყნისთვის. ჩემი და ჩვენი გუნდის ამოცანა არის ბიძინა ივანიშვილის დამარცხება და არა ის, რომ რომელიღაც პარტიის ლიდერს უფრო მეტად მოვწონდე ან უფრო ნაკლებად. ყველას მოვუწოდებდი, ბავშვებს არ დაემსგავსონ, ცოტა მეტი იფიქრონ ტვინის გამოყენებით და რეალურად ყველაფერი გავაკეთოთ, რათა ბიძინა ივანიშვილი დავამარცხოთ“.