17 ცხედრიდან 12 იდენტიფიცირებულია, ხოლო ხუთის იდენტიფიცირება მიმდინარეობს, – ამის შესახებ რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა გოჩა ენუქიძემ განაცხადა.
„ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს სამუშაოები. ღამითაც გრძელდებოდა საძიებო სამუშაოები. 17 ცხედარი აღმოჩენილია და ჩვიდმეტივე გადასვენებულია ქუთაისის პროზექტურაში. აქედან 12-ის იდენტიფიცირება მოხდა – ექვსის პოლიციის და ექვსის ოჯახის მიერ. ხუთ მიცვალებულზე მიმდინარეობს იდენტიფიცირება. ხიდის აღდგენამ გაამარტივა ტექნიკის გადაადგილება. ორი მიმართულებით მიდის გზის აღდგენა და რა თქმა უნდა პრიორიტეტი აქვს მოძიებით სამუშაოებს. ამ ეტაპზე 25 ერთეული ტექნიკა მუშაობს“, – აღნიშნა ენუქიძემ.