სამშაბათი, იანვარი 20, 2026

გოჩა ენუქიძე – რაჭას და განსაკუთრებით, ზემო რაჭას გააჩნია დიდი ტურისტული პოტენციალი, იმერეთი-რაჭის დამაკავშირებელი გზა მნიშვნელოვანია ტურისტული მარშრუტის განვითარებისთვის

იმერეთი-რაჭის დამაკავშირებელი გზის მოწყობის სამუშაოები თვის ბოლოს დასრულდება, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი ონელებისთვის, რომელიც მგზავრობის მანძილს დაახლოებით 80 კმ-ით ამცირებს, ხოლო დროს საათი და 30 წუთით. ეს გზა მნიშვნელოვანია ტურისტული მარშრუტის განვითარებისთვის, რაჭას და განსაკუთრებით, ზემო რაჭას გააჩნია დიდი ტურისტული პოტენციალი და ეს გზა მოგვცემს შესაძლებლობას ტურისტული პოტენციალი განვავითაროთ. 6 სოფელი, რომელიც მივიწყებული იყო, ახალ სიცოცხლეს შეიძენს. ეს გზა მოიცავს ლეჩხუმს, ქვემო და ზემო სვანეთს ‘’ – განაცხადა რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა გოჩა ენუქიძემ ,,ქართული ოცნების’’ ონის მერობის კანდიდატის სერგო ხიდეშელის წარდგენისას.

გოჩა ენუქიძემ რაჭის ტურისტული პოტენციალის გაზრდაზე გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ ახალი გზის დასრულების შემდეგ რაჭა დიდი ტურისტული მიზიდულობის ცენტი გახდება.

,,არ შემიძლია, არ გამოვეხმაურო საუკუნის პროექტს, რომელიც დღეს დავათვალიერეთ. ეს გზა მნიშვნელოვანია ტურისტული მარშრუტის განვითარებისთვის, რაჭას და განსაკუთრებით, ზემო რაჭას გააჩნია დიდი ტურისტული პოტენციალი და ეს გზა მოგვცემს შესაძლებლობას ტურისტული პოტენციალი განვავითაროთ. 6 სოფელი, რომელიც მივიწყებული იყო, ახალ სიცოცხლეს შეიძენს. ეს გზა მოიცავს ლეჩხუმს, ქვემო და ზემო სვანეთს. მოგეხსენებათ ტურისტულად ძალიან დატვირთულია მესტია, როდესაც ტურისტი მესტიაში ამოვა ის უკან აღარ დაბრუნდება. აუცილებლად მოინდომებს ლენტეხის და ცაგერის გავლით, ასევე, რაჭის გავლით, ამ დიდ ტურისტული მარშრუტის გავლას და ეს არის ჩვენთვის ახალი შესაძლებლობა, რომელიც ამ გზის გახსნის შემდგომ გვექნება. არ შემიძლია, არ გამოვეხმაურო სამხარეო მუზეუმის მშენებლობის საკითხს. სამუშაოები 6 მილიონი ლარი ჯდება. მუზეუმში დაცულია 14 000 ეგზემპლარი. მინდა მადლობა გადავუხადო მუზეუმის თითოეულ თანამშრომელს, ასე რუდუნებით შეინახეს ეს ეგზემპლარები და ჩვენამდე მოიტანეს. სამუშაოები მალე დასრულდება, რაც ჩვენთვის ტურისტული მიზიდულობის ახალ ადგილს შექმნის. „ქართული ოცნება“ არის უალტერნატივო ძალა, ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ და იმ დაწყებულ დიდ საქმეებს , რომელზეც ნაწილობრივ აქ ვისაუბრეთ, აუცილებლად ბოლომდე მივიყვანთ“ – განაცხადა გოცა ენუქიძემ.

მაჟორიტარმა დეპუტატმა მადლობა გადაუხადა მოქმედ მერს დავით ჩიკვაიძეს და წარმატება უსურვა მომავალ მერს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ვირუსული ვიდეო ბათუმიდან: HungryManTV-მ კურიერს სკუტერი აჩუქა

ბათუმში სოციალურ შემოქმედებითმა ვიდეოპროექტმა HungryManTV კიდევ ერთხელ   გააოცა საზოგადოება.HungryManTV (განსაკუთრებით ცნობილი ქართულად „Hungryman – ჰანგრიმენი“) არის პოპულარული YouTube და სოციალური მედიის არხი, რომლის მთავარი მიზანია გასართობი და სოციალურად სტიმულირuvchi ვიდეოების შექმნა სხვადასხვა челენჯებით, გამოწვევებითა და ექსპერიმენტებით, რომლებიც ყოველდღიურ ადამიანებთან და თემებთან მუშაობენ.ამჯერად, ჰანგრიმენი-მ Glovo კურიერი გოგონა, რომელიც ველოსიპედით მუშაობდა, მოულოდნელად სკუტერით დაასაჩუქრა, როგორც ხელშეწყობის და მხარდაჭერის სიმბოლო — ვიდეოში ჩანს კურიერის განცდა და რეაქცია, რაც სწრაფად ვრცელდება სოციალურ ქსელში და იწვევს პოზიტიურ გამოხმაურებებს.  

გოჩა და შორენა – ჩერტკოევების საოცრად შესრულებულმა სამბამ ამერიკელები აღაფრთოვანა

აი თურმე როგორ ცეკვავენ გოჩა და შორენა – ჩერტკოევების საოცრად შესრულებულმა სამბამ ამერიკელები აღაფრთოვანა

ლევან იოსელიანმა საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა სარჩელით, რომლითაც გასაჩივრებულია შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთათვის განსაზღვრული აკრძალვები

საქართველოს სახალხო დამცველმა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციური სარჩელით მიმართა, რომლითაც გასაჩივრებულია „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონით შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთათვის განსაზღვრული აკრძალვები, მათ შორის სახის ნიღბით ან ნებისმიერი სხვა საშუალებით დაფარვის ბლანკეტურად აკრძალვა.ინფორმაციას საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.„შეკრებისა და მანიფესტაციის ჩატარების წესებთან დაკავშირებულ შინაარსობრივ აკრძალვებთან ერთად, კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ არის გამხდარი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის შემადგენლობა, როგორც უალტერნატივო პატიმრობა, ისე კანონით გათვალისწინებული ჯარიმის ოდენობა.ამასთან, საკონსტიტუციო სარჩელით სადავოდ არის გამხდარი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დაწესებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, რომელიც ადმინისტრაციულ სახდელდადებული პირის მიერ იმავე ქმედების განმეორებით ჩადენისათვის შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილის, მათ შორის, არასრულწლოვანისა და ორგანიზატორის მიმართ დაწესებული თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – ნათქვამია საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებაში.

გიორგი შარაშიძე – რატომ ჩათვალა ვინმემ, რომ „ოცნება“ ერთ დღეს გახდებოდა კეთილი, ჰუმანური და ემპათიური რეჟიმი?

„ოცნებამ“ გუშინ საზოგადოებას თავისი ნამდვილი სახე აჩვენა, ეს იყო პირდაპირი შურისძიება იმ ადამიანების მიმართ, ვინც არ აღიარებს დანაშაულს და პრეზიდენტის ინსტიტუტს, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, დეპუტატმა გიორგი შარაშიძემ განაცხადა.მისი თქმით, ადამიანებმა სიცივესა და თოვლში მთელი დღე გაატარეს.„არაადამიანურად მოპყრობას გავუტოლებდი. არაადამიანური მოპრობა არ ნიშნავს მხოლოდ ციხეებში ადამიანებზე ძალადობას და ფიზიკურ ძალადობას. არაადამიანური მოპრობა შეიძლება იყოს ასევე ემოციური, ფსიქოლოგიური ძალადობა ადამიანებზე და სწორედ ასეთი ტიპის მოპყრობასთან გვქონდა გუშინ საქმე. ნაცვლად იმისა, რომ ხალხს ეზეიმა ნათლისღების დღესასწაული, „ქართულმა ოცნებამ“ ამ უტიფარი ჟესტით ეს დღე ფაქტობრივად მთელ საქართველოს ჩაამწარა“, – განაცხადა გიორგი შარაშიძემ.რაც შეეხება შეწყალებასთან დაკავშირებულ მოლოდინებს, გიორგი შარაშიძე აცხადებს, რომ ვერ ხვდება, რატომ ჩათვალა ვინმემ, რომ „ოცნება“ ერთ დღეს გახდებოდა კეთილი, ჰუმანური და ემპათიური რეჟიმი.„რა შეიცვალა? „ოცნების“ ბოლო შეწყალება გიორგობას იყო, 23 ნოემბერს და მართლაც გაუგებარია, რა შეიცვალა ბოლო ორ თვეში, რომ „ოცნება“ ასეთი კეთილი გამხდარიყო და შეეწყალებინა პატიმრები. რომც ვიხილოთ ამ ადამიანების ნაწილი შეწყალებულთა სიაში, იმდენად მძიმე საყურებელი იყო, გუშინ მთელი დღის განმავლობაში რაც ხდებოდა, ამ სიხარულსაც ხაზს გადაუსვამს „ქართული ოცნება“ საკუთარი საქციელით. ეს ერთადერთი შეფასება შეიძლება გაკეთდეს. „ოცნებამ“ გამოავლინა საკუთარი სახე და დაადასტურა, რომ ამ რეჟიმს ჰუმანურობასთან, შემწყნარებლობასთან არანაირი კავშირი არ აქვს. რომც გადადგას ნაბიჯი და შეიწყალოს უკანონო პატიმრები, ნებისმიერ შემთხვევაში ამას გააკეთებს პოლიტიკური მიზნებისთვის. მიზანი კი მას აქვს ერთადერთი, როგორმე ყველაფრის ფასად შეინარჩუნოს ძალაუფლება“, – განაცხადა გიორგი შარაშიძემ.საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით 159 მსჯავრდებული პირი შეიწყალა.

მცენარე, რომელსაც ადამიანის სიცოცხლის გახანგრძლივება შეუძლია – ექიმის რეკომენდაცია

რეჰანი ნაზი, სითბოს მოყვარული მწვანილია. შუა საუკუნეების "სააქიმო წიგნებში" მას სასწაულმოქმედ მცენარედ მოიხსენიებენ. ძველი წყაროების თანახმად, თურმე რეჰანი ძლიერ აღვივებდა ვნებას, მის ფხვნილს კი შაკიკიანი ავადმყოფები ყნოსავდნენ.რეჰანის საუცხოო სურნელი და გემო მასში შემავალი ეთერზეთების დამსახურებაა, მის სასარგებლო თვისებებს კი P ვიტამინისა და A პროვიტამინის მარაგი განაპირობებს. რეჰანს ანტიმიკრობული მოქმედება აქვს, ხსნის თავის ტკივილს, ასტიმულირებს საჭმლის მონელებას, შველის უძილობას.ექსპერტების აზრით, რეჰანი უნიკალური მცენარეა. პოტენციურად მას ადამიანის სიცოცხლის გახანგრძლივება შეუძლია. მცენარეს ასევე აქვს ანტიბაქტერიული, სოკოს საწინააღმდეგო, ანტიოქსიდანტური, ანთების საწინააღმდეგო თვისებები. ის აძლიერებს იმუნიტეტს, ებრძვის ინფექციებს, სასარგებლოა გულ-სისხლძარღვთა სისტემის, კანისა და თმისთვის.იმისათვის, რომ ზამთრის პერიოდში ორგანიზმი დავიცვათ გაციებითი დაავადებებისგან და საჭმლის მონელებასთან დაკავშირებული დისკომფორტისგან, ექსპერტები გვთავაზობენ, რეჰანი (გამხმარი და დაფქული) შევურიოთ კრისტალურ შაქარს და ყოველდღე მივიღოთ.მცენარე ამცირებს ტკივილის (მათ შორის, საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის დაავადებებით პროვოცირებული), ღებინების შეგრძნებას.

ბოლო სიახლეები