ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მარანასთან, 12 წლის მოზარდი გარდაიცვალა. გორი-ტყვიავის საავტომობილო ავტომობილი ხეს შეეჯახა. სავარაუდოდ, მანქანას ბავშვის მამა მართავდა.
არსებული ინფორმაციით, მძღოლი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა.
ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.