კვირა, აგვისტო 3, 2025

გოგონას საშველად ზღვაში შესულ ბიძას გული გაუსკდა… – ტრაგედია ოკუპირებულ გალში

ტრაგედია მოხდა გუშინ ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ გაგიდეში, სადაც ზღვაში გალის 1-ელი საჯარო სკოლის მე-10 კლასელი ელენე ჭოლარია და მისი ბიძა ზაზა გეგეჭჯორი დაიხრჩო.

გავრცელებული ცნობით, მამაკაცი ზღვაში გოგონას დასახმარებლად შევიდა, თუმცა როდესაც ის გარდაცვლილი ნახა, გული გაუსკდა და გარდაიცვალა.

„ანგელოზი გოგონა ნაადრევად წავიდა ზეცაში და ზაზა გეგეჭკორი –დიდი ოჯახის პატრონი ახალგაზრდა კაციც დავკარგეთ ნაადრევად –ორმაგი ტრაგედია დაგვემართა“ – წერენ ახლობლები სოციალურ ქსელში და ოჯახს უსამძიმრებენ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია ბოლო სხდომას 4 აგვისტოს გამართავს და დასკვნას დაამტკიცებს

4 აგვისტოს, საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნითი სხდომა გაიმართება, სადაც კომისია განიხილავს და დაამტკიცებს დასკვნის პროექტს, რომელსაც საშემოდგომო სესიის დაწყებისას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე წარადგენს.ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.მათივე ცნობით, დასკვნითი სხდომა საქართველოს პარლამენტში 11:00 საათზე გაიმართება.„4 აგვისტოს, 11:00 საათზე, გაიმართება საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნითი სხდომა.სხდომაზე განსახილველი საკითხია საქართველოს პარლამენტის 2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნის პროექტის თაობაზე მსჯელობა და დამტკიცება”, - ნათქვამია ინფორმაციაში.XI მოწვევის პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია თებერვლის თვეში შეიქმნა და უფლებამოსილების ვადა სამჯერ გაუგრძელდა. კომისია თავდაპირველად "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდის შესწავლის მანდატით ჩამოყალიბდა, თუმცა მანდატი მალევე გაუფართოვდა და მისი ინტერესის საგანი ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შესწავლა გახდა. 

ირაკლი კობახიძე – დარწმუნებული ვარ, 64-ვე მუნიციპალიტეტში მოვიგებთ როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნებს

ყველა შემთხვევაში, პირველ ტურში მოიგებს კახა კალაძე თბილისის მერობის არჩევნებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, 60 პროცენტზე მაღალი შედეგიც არის აბსოლუტურად რეალური კახა კალაძისთვის.„ყველა შემთხვევაში, პირველ ტურში მოიგებს კახა კალაძე თბილისის მერობის არჩევნებს, და უფრო მეტიც, როგორც მიდის ახლა პროცესები, ვფიქრობ, 60 პროცენტზე მაღალი შედეგიც არის აბსოლუტურად რეალური კახა კალაძისთვის. დანარჩენი გადამწყვეტი იქნება ხალხის ნება, თუმცა ყველა კვლევა აჩვენებს იმას, რომ ხალხის სიმპათიები არის სწორედ კახი კალაძის მხარეს. ჩემი მიზანი იცით, რაც არის, გვინდა, 64-ვე მუნიციპალიტეტში მოვიგოთ როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნები და ეს არის რეალურზე რეალური. მე დარწმუნებულიც ვარ, რომ 64-ვე მუნიციპალიტეტში მოვიგებთ როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შალვა პაპუაშვილი – გვახსენდება ორი წლის წინანდელი დღეები, შოვის სტიქია, რომელმაც 32 ადამიანი შეიწირა, გვახსოვს მოსახლეობის პირველი რეაქციები, მაშინ გამოჩნდა, რომ ძალა ნამდვილად ერთობაშია

რაჭაში ყველას გვახსენდება ორი წლის წინანდელი მძიმე დღეები, სტიქია, რომელმაც 32 ადამიანი შეიწირა. მთავრობამ მაშინ ყველაფერი გააკეთა, რომ ის პირობა, რაც მისცა პრემიერმა ოჯახებს, რომლებიც ეძებდნენ ახლობლებს, შესრულებულიყო, არ დარჩენილიყო არცერთი ოჯახი, რომელიც ცოცხლად ან გარდაცვლილად მაინც ვერ იპოვიდა თავის ოჯახის წევრს და ვერ შეძლებდა მის დატირებას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა რაჭაში განაცხადა.პაპუაშვილის თქმით, შოვის ტრაგედიის დროს გამოჩნდა, რომ ძალა ნამდვილად ერთობაშია.„გვახსოვს ეს ტრაგედია და გვახსოვს ამავე დროს ჩვენი მოსახლეობის, ადგილობრივების პირველი რეაქციები, მათი მისვლა ადგილზე, ჩვენი მეხანძრე-მაშველების გმირობა, ექიმები, სამხედროები, პოლიცია. იცით, რომ სამაშველო ღონისძიებებს მაშინ ერთი პოლიციელი და თავდაცვის ძალების წარმომადგენელი შეეწირა. ეს იყო წუთები, როდესაც, ტრაგედიასთან ერთად, გაურკვევლობაც ბევრი იყო, შესაბამისად, რთული იყო მაშინ ოჯახებისა და საზოგადოების მდგომარეობაც. მთავრობამ მაშინ ყველაფერი გააკეთა, რომ ის პირობა, რაც მისცა პრემიერ-მინისტრმა ოჯახებს, რომლებიც ეძებდნენ თავიანთი ოჯახის წევრებს, შესრულებილიყო, არ დარჩენილიყო არცერთი ოჯახი, რომელიც ცოცხლად ან გარდაცვლილად მაინც ვერ იპოვიდა თავის ოჯახის წევრს და ვერ შეძლებდა მის დატირებას. დღეს აქ მემორიალის მშენებლობის პროცესიც ვნახეთ. სექტემბერში უკვე მემორიალიც გაიხსნება და ასევე დაგეგმილია ტაძრის მშენებლობა, რაც მნიშვნელოვანია ოჯახის წევრებისთვის, მოსახლეობისთვის, რომ ემოციური კავშირი ჰქონდეთ ამ ტრაგედიასთან. მინდა, კიდევ ერთხელ ამ მომენტით ვისარგებლო და ყველა მეხანძრე-მაშველს, ექიმს, სამხედროს, პოლიციელს, ვინც ჩართული იყო, მათ შორის, ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლებს, მადლობა გადავუხადო. მაშინ გამოჩნდა, რომ ძალა ნამდვილად ერთობაშია და ერთობლივი ძალებით დაუღალავად დღისით და ღამით მუშაობდა ყველა, რომ ოჯახებს, რომლებიც ეძებდნენ ოჯახის წევრებს, ჰქონოდათ პასუხები“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ირაკლი კობახიძე – ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაოები ჩატარდა საგამოძიებო კომისიის მიერ, ვიცით, რომ საკმაოდ მოცულობითი და შინაარსობრივად დატვირთული დოკუმენტი მზადდება

ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაოები ჩატარდა საგამოძიებო კომისიის მიერ, ყველა ინტერესით ველოდებით საბოლოო დასკვნას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს რაჭაში განუცხადა.მისი თქმით, საკმაოდ მოცულობითი და შინაარსობრივად დატვირთული დოკუმენტი მზადდება.„ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაოები ჩატარდა საგამოძიებო კომისიის მიერ. ყველა ინტერესით ველოდებით საბოლოო დასკვნას. ვიცით, რომ საკმაოდ მოცულობითი და შინაარსობრივად დატვირთული დოკუმენტი მზადდება. წინ არ გავუსწროთ მოვლენებს და დაველოდოთ დოკუმენტის შინაარსს“, – განაცხადა პრემიერმა.

გიორგი ვოლსკი ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაშვების მოთხოვნაზე: საქართველომ სერიოზული კრიტიკა დაიმსახურა მას შემდეგ, რაც კონსტიტუციაში შეიტანა ფორმულირება, რომ ოჯახი შედგება ქალისა და მამაკაცისაგან, დღემდე ისტერიულად...

საქართველომ საკმაოდ სერიოზული კრიტიკა დაიმსახურა მას შემდეგ, რაც კონსტიტუციაში შეიტანა ფორმულირება, რომ ოჯახი შედგება ქალისა და მამაკაცისაგან, მათი ერთობა წარმოშობს ოჯახს. მაგრამ, გაცილებით უფრო მკაცრი იყო და დღემდე ისტერიულად გვიტევენ იმასთან დაკავშირებით, რომ ლგბტ პროპაგანდის შეზღუდვის კანონი მივიღეთ,  - ასე გამოეხმაურა პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გიორგი ვოლსკი, შვედეთის პრემიერ-მინისტრ ულფ კრისტერსონის განცხადებას, რომლის თანახმად, უკრაინის ევროკავშირთან დაახლოებისთვის, შვედეთის მთავრობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოთხოვნა ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაშვებაა.ვოლსკის განცხადებით, უკრაინის მიმართ გამოხატული მსგავსი დამოკიდებულება იმ ფონზე, რომ ქვეყანაში ომის შედეგად უამრავი ადამიანია დაღუპული, ინსფრასტრუქტურა კი განადგურებული, დროის თვალსაზრისითაც და არსებული კონტექსტის გათვალისინებითაც, არათუ მისაღები, არამედ, სამარცხვინოა.  "რაც შეეხება უკრაინის მიმართ გამოხატულ დამოკიდებულებას, ეს რეალურად, უზნეობაა. ყოველდღიურად აცხადებენ იმას, რომ უკრაინამ ევროპულ გზაზე წარმატებას მიაღწია და საერთოდ, სისხლში ცურავს უკრაინა - განადგურდა ინფრასტრუქტურა, უამრავი ახალგაზრდა დაიღუპა. არაფრად დაგიდევენ არც უკრაინელი ხალხის სისხლს, არც დაღუპულ ადამიანებს, არც ნგრევას და ამ საშინელ ომს, რომელმაც შეიძლება სერიოზული პრობლემები შეუქმნას მთელ მსოფლიოს და ამბობენ, რომ ასეთ ვითარებაში, უკრაინამ უნდა იზრუნოს და გადაწყვეტილება მიიღოს იმასთან დაკავშირებით, რომ ერთნაირსქესიანთა ქორწინება არის ღია კარი რომელიც მას ევროკავშირის წევრობამდე მიიყვანს. არც დროის თვალსაზრისით, არც საერთოდ, უბედურების კონტექსტიდან გამომდინარე, არათუ მისაღები არ არის, არამედ, კონკრეტული ქვეყნისათვის სამარცხვინოა," - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

ბოლო სიახლეები