ორშაბათი, აპრილი 14, 2025

გოგოზე, რომელმაც 13 წლის მოზარდზე სასტიკად იძალადა, ახალი დეტალები ხდება ცნობილი

17 წლის მოზარდს მოზარდს, რომელმაც 13 წლის გოგოზე სასტიკად იძალადა ბრალი წარუდგინეს.

ინფორმაციას ადასტურებს ადვოკატებს ადვოკატი.

ნახეთ კურიერი P.S-ის ანონსი ⇓

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

„20 ივნისზე დამნაშავეა ხელისუფლება და ამ ხელისუფლების ყველა წარმომადგენელი, მათ შორის, გიორგი გახარია, რომელიც ამ პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა“ – ირაკლი კუპრაძე

„20 ივნისზე დამნაშავეა "ქართული ოცნება", დამნაშავეა ხელისუფლება და ამ ხელისუფლების ყველა წარმომადგენელი, მათ შორის, გიორგი გახარია, რომელიც ამ პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა, რაც არ უნდა ცინიკურად ილაპარაკოს, რომ თურმე, ის პასუხისმგებელია ზოგადად. პასუხისმგებლობის აღება მაშინ, როდესაც საქმე ეხება დანაშაულს, არ არის კარგი ამბავი, ამით ვერავის ვერ მოხიბლავს გიორგი გახარია," - ეს განცხადება „ღამის კურიერის" ეთერში „ლელო - ძლიერი საქართველოს" წევრმა, ირაკლი კუპრაძემ გააკეთა.მისივე თქმით, პარლამენტის საგამოძიებო კომისიის მუშაობა მხოლოდ ფარსია და პროპაგანდისტულ მიზნებს ისახავს.„მე ვნახე იქ რაღაც კეკლუცი წულუკიანსა და გახარიას შორის, რომელიც საერთოდ არ იწვევს სიმპათიას, - ერთმანეთს ეკეკლუცებიან, თან ვითომ ექიშპებიან... ეს ყველაფერი, ჩემთვის მხოლოდ შოუა რამდენიმე კრიტერიუმის გამო. პირველი: უნდა ვთქვათ ის, რომ ეს არის ფარსი და სამართლებრივ პროცესთან არანაირი კავშირი არ აქვს. თუ უნდოდათ სამართლებრივი პროცესის წარმოება, არსებობს სასამართლო და პროკურატურა. გამოეძიებინათ ყველა საქმე, რომელიც განიხილეს; მეორე: მათ ეს ყველაფერი სჭირდებათ პროპაგანდისთვის და უკვე მეორეჯერ, ასე ახანგრძლივებენ კომისიის მუშაობას. ამ დროს, 6%-ით გაიზარდა ბავშვთა შორის შიმშილიანობა. დღეს 400 000 ბავშვი ითხოვს საკვებს. ამ პირობებში, მას სჭირდება, რომ გახარიას განვიხილავდეთ დღეს მე და თქვენ," - განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.

ტრაგედია საბერძნეთში – სამუშაოდ წასულ ემიგრანტ ქალს ოთახის დალაგებისას საწოლი დაეცა და დაიღუპა

ტრაგედია სანტორინზე სამუშაოდ წასულ ემიგრანტ ქალს ოთახის დალაგებისას საწოლი დაეცა და დაიღუპა.შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა.საქმის მასალების მიხედვით, 59 წლის ქალი სასტუმროში ოთახებს ალაგებდა. როგორც ირკვევა, კონკრეტულ სასტუმროში კედელზე მიმაგრებული საწოლი იყო, რომელიც მოულოდნელად ჩამოიხსნა და ზედ დაეცა.ქალი კისერში გადატყდა და უმძიმესი დაზიანებებით ადგილზე გარდაიცვალა.

დონალდ ტრამპი – ზელენსკი მუდმივად ცდილობს რაკეტების შეძენას, ომს როცა იწყებთ, უნდა იცოდეთ, რომ შეგიძლიათ მოგება, არ იწყებთ ომს ვიღაცის წინააღმდეგ, ვინც 20-ჯერ დიდია...

ვოლოდიმირ ზელენსკი მუდმივად ცდილობს რაკეტების შეძენას. ომს როცა იწყებთ, უნდა იცოდეთ, რომ შეგიძლიათ ომის მოგება, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ელ სალვადორის პრეზიდენტთან, ნაიბ ბუკელესთან შეხვედრისას განაცხადა.ჟურნალისტმა ტრამპს კითხვა დაუსვა, ესაუბრა თუ არა პრეზიდენტ ზელენსკის Patriot-ის სარაკეტო სისტემების შესყიდვის შესახებ, რაზეც ტრამპმა უპასუხა, რომ ზელენსკი მუდმივად ცდილობს რაკეტების შეძენას.„არ ვიცი, ის მუდმივად ცდილობს რაკეტების შეძენას. როცა ომს იწყებთ, უნდა იცოდეთ, რომ შეგიძლიათ ომის მოგება, არა? არ იწყებთ ომს ვიღაცის წინააღმდეგ, ვინც თქვენზე 20-ჯერ დიდია და შემდეგ იმედოვნებთ, რომ ვიღაც რაკეტებს მოგცემთ“, – განაცხადა ტრამპმა.ამასთან, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინაში მიმდინარე ომზე რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი არიან პასუხისმგებლები.

4 წლის დათა წიქორიძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება

ოთხი წლის დათა წიქორიძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება. ინფორმაციას პატარას დედა სოციალურ ქსელში ავრცელებს.დათა წიქორიძეს ერთი კვირის წინ დაუდგინდა მწვავე ეპილეფსია, მას აქვს კუნთოვანი მასის გალევა, ასევე ცელიაკიისა და მუკოვისციდოზის ნიშნები, აქვს კრუნჩხვები და თავის ძლიერი ტკივილები.დათა წიქორიძეს სჭირდება კვლევებისა და მკურნალობის თურქეთში გაგრძელება, დიაგნოზისთვის საჭიროა კუნთის ბიოფსია, რაც დიდ თანხებთან არის დაკავშირებული.დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა შეგიძლიათ შემდეგ ანგარიშებზე:თიბისი ბანკი: GE49TB7132845063300014საქართველოს ბანკი: GE28BG0000000603488910მიმღები: მარია წიქორიძე - დედა.

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანმა უნდა უარყოს ბირთვული იარაღის კონცეფცია

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, ირანმა უნდა უარყოს ბირთვული იარაღის კონცეფცია.„მათ არ შეუძლიათ ჰქონდეთ ბირთვული იარაღი“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ელ სალვადორის პრეზიდენტთან, ნაიბ ბუკელესთან შეხვედრისას.დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მისი აზრით, ირანი აჭიანურებს ბირთვული იარაღის საკითხზე მოლაპარაკებებს.„ირანს ჩვენთან შეთანხმების მიღწევა სურს, მაგრამ არ იციან, როგორ გააკეთონ ეს. შეხვედრა გვქონდა მათთან შაბათს. შემდეგი შეხვედრა დაგეგმილია მომავალ შაბათს. მე ვთქვი, რომ ეს დიდი დროა. ასე რომ, ვფიქრობ, შესაძლოა ისინი აჭიანურებენ. ვფიქრობ, ისინი აჭიანურებენ, რადგან მიჩვეულები იყვნენ ამ ქვეყანაში სულელ ხალხთან ურთიერთობას“, – განაცხადა ტრამპმა ოვალურ კაბინეტში საუბრისას.აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მოლაპარაკებები „სწრაფად უნდა წარიმართოს“, რადგან ირანი „საკმაოდ ახლოსაა ბირთვული იარაღთან“. თუ ჩვენ მოგვიწევს ძალიან მკაცრი ზომების მიღება, ჩვენ ამას გავაკეთებთ“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა და დასძინა, რომ აშშ-ის რეაგირება შეიძლება, მოიცავდეს დარტყმას ირანის ბირთვულ ობიექტებზე.

ბოლო სიახლეები