გოგი მეშველიანი: ინციდენტის დროს ჩემი ძმა შემთხვევის ადგილზე არ იმყოფებოდა. თავდასხმის ინიციატორი „ნაციონალური მოძრაობის“ შტაბის უფროსი იუსუფოვი იყო

Read Time:1 Minute, 25 Second

„ქართული ოცნების“ ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გოგი მეშველიანი მის ოჯახის წევრის მისამართით გამოთქმულ ბრალდებას პასუხობს.

გოგი მეშველიანი მომხდარის შესახებ დეტალებს Pia.ge-სთან ჰყვება.

მისივე განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების მხრიდან მოხდა „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებზე თავდასხმა.

მეშველიანის ინფორმაციით, ინციდენტის დროს მისი ძმა შემთხვევის ადგილზე არ იმყოფებოდა.

„ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული საინფორმაციო დეპარტამენტები ავრცელებენ ამ ინფორმაციას. რეალურად აბსოლუტურად სხვა სურათი იყო. ჩვენი აქტივი აგიტაციას ეწეოდა სოფელ ნახიდურის ტერიტორიაზე. მულტიეთნიკური ჯგუფი, რომლის შემადგენლობაში იყვნენ როგორც ჩვენი, აზერბაიჯანელი, ასევე, ქართველი აქტივისტები. აკრავდნენ პლაკატებს, ესაუბრებოდნენ მოსახლეობას.

შესვენების პერიოდში დასხდნენ ერთ-ერთ ჩაიხანაში, სადაც მათზე მოხდა თავდასხმა. მათ მიერ მოწოდედებული ინფორმაციით, თავდასხმის ინიციატორი და მთავარი მონაწილე იყო არიფ იუსუფოვი. ის ადგილობრივი „ნაციონალური მოძრაობის“ შტაბის უფროსია. ჩემი ძმა ამ დროს ადგილზე არ იმყოფებოდა. ის იმყოფებოდა ნახიდურშივე ჩვენს მიკროშტაბში. როცა გაიგეს, რომ თავდასხმა მოხდა, რამდენიმე მეგობართან ერთად მივიდნენ, მოახერხეს სიტუაციის განმუხტვა. ჩვენი აქტივისტები და „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები დააშორეს ერთმანეთს და გამოიყვანეს ჩვენი შტაბისკენ.

ამ დროს უკვე „ნაცმოძრაობის“ სხვა წარმომადგენლების მობილიზება და თავდასხმა ხდება ჩვენს აქტივისტებზე, რა დროსაც იუსუფოვმა საკმაოდ მძიმე კეტით შეიარაღებულმა თავი გაუტეხა ჩვენს აქტივისტს და რამდენიმე ადამიანი დაშავდა. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენი სამართალდამცველები ძალიან მალე გამოიძიებენ მომხდარ ინციდენტს და ყველა ადამიანი თავისი დანაშაულის შესაბამისად აგებს პასუხს.

კიდევ ერთ ნიუანსს მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჩვენს აქტივისტებს შორის იყო ერთ-ერთი ადამიანი ხაიან მუსაევი, ვისთანაც 2 დღის წინ „ნაცების“ წარმომადგენელი იუსუბოვი მივიდა სახლში და ემუქრებოდა მის ოჯახის წევრებს. თვითონ ხაიანი არ დახვდა ადგილზე. შემდეგ ერთ-ერთ კაფეში, სადაც ხაიანი მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა, მივარდა იუსუბოვი და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. იყო მუქარა, რომ თუ სოფელში მუსაევის მხრიდან აგიტაცია იქნებოდა, ფიზიკურად გაუსწორდებოდა“, – განაცხადა გოგი მეშველიანმა.

ცნობისთვის, ტელეკომპანია „მთავარმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც „ქართული ოცნების“ მაჟოროტარი დეპუტატობის კანდიდატის გოგი მეშველიანის ძმა დაახლოებით ათამდე მხარდამჭერთან ერთად ჩაიხანაში შეიჭრა და პოლიტიკური ოპონენტებს სცემა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post საქართველოში კორონავირუსისგან 148 პაციენტი განიკურნა
Next post პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით, მოსწავლეები 1-ლი ოქტომბრიდან სწავლას სკოლებში გააგრძელებენ