სააკაშვილის გარეშე არც მერაბიშვილი, არც კეზერაშვილი, არც გიული ალასანია არაფერს არ წარმოადგენენ. იმიტომ ჰყავთ წვალებაში ეს კაცი, – ამის შესახებ კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ „იმედის კვირასთან“ საუბრისას განაცხადა.
„რასაც საკუთარ შვილს, თანამებრძოლს და სექტის ლიდერს უკეთებენ, ამას ხომ ადამიანი ადამიანს არ გაუკეთებს. იმიტომ რომ ესენი ეუბნებიან არ ჭამოო, არ მიაქვთ ის, რაც საჭიროა. ქალბატონმა ნინომ [ნადირაძე] ბრძანა, რომ კალორიული საჭმელი არ მიაქვთ. მე ხომ ვიცი კარგად ვინ არის, რა არის [სააკაშვილი], მისი ჭამა მაქვს ნანახი. ნიდერლანდების სამეფოში ვიყავით, დედოფალთან ერთად სუფრაზე ვისხედით. სად წავსულიყავი არ ვიცოდი“, – ამბობს ხაინდრავა.