ოთხშაბათი, ოქტომბერი 7, 2026

გოგა ხაინდრავა ევროკავშირზე: მსგავსი პოლიტიკური განცხადებებია რომ ანგრევს იმ კავშირს. ის კავშირი საბჭოთა კავშირს დაემსგავსა, რადგან 308 დეპუტატი ისე იწევს ხელს, რომ არც კითხულობს, რეზოლუციაში რა წერია

მსგავსი პოლიტიკური განცხადებებია რომ ანგრევს იმ კავშირს. ის კავშირი საბჭოთა კავშირს დაემსგავსა, რადგან 308 დეპუტატი ისე იწევს ხელს, რომ არც კითხულობს, რეზოლუციაში რა წერია, – ამის შესახებ რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ გადაცემაში „იმედი LIVE“ ევროკავშირზე საუბრისას განაცხადა.

მან საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხზე ევროპარლამენტარების მიღებული გადაწყვეტილება შეაფასა. მისივე თქმით, საქართველოზე მსგავსი სახის პოლიტიკური გადაწყვეტილებები მომავალშიცაა მოსალოდნელი.

„მომავალშიც იქნება და მსგავსი პოლიტიკური განცხადებებია რომ ანგრევს იმ კავშირს. ის კავშირი საბჭოთა კავშირს დაემსგავსა, რადგან 308 დეპუტატი ისე იწევს ხელს, რომ არც კითხულობს, რეზოლუციაში რა წერია. როდესაც გამოდიან ევროდეპუტატები და ითხოვენ, სააკაშვილი ციხიდან გადაიყვანონ საავადმყოფოში და ამბობენ, რომ ციხეში აწამებენ სააკაშვილს, ახლა ამის იქით აღარ სიბრმავეა და აღარც სიყრუე. ეს არის სრული დეგრადაცია: მორალური, პოლიტიკური, ყველანაირი. გამოვიდა შვედეთის წარმომადგენელი და თქვა, 2022 წლის მაისში გადაიყვანეს და მის შემდეგ კერძო კლინიკაშიაო. ეტყობა, აგრძნობინა მათ, რომ ამ სისულელეებს მთელი მსოფლიო ისმენს. ჩვენ ხომ ამას ვისმენთ. შესაძლოა, ნიკარაგუაში არ აინტერესებდეთ რა ხდება, მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით, ვუყურებთ. ფოტიგა და კუბილიუსი რომ პოლიტიკოსები იქნებიან, ხაბეიშვილზე საუბარი შეიძლება?!“, – განაცხადა ხაინდრავამ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

საფრანგეთში საპროტესტო აქციები გრძელდება – ამ დროისთვის დაკავებულია 6 500-ზე მეტი პირი, უმრავლესობა არასრულწლოვანია

საფრანგეთში საპროტესტო აქციები გრძელდება. შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ქუჩებში ნახევარ მილიონამდე დემონსტრანტი გამოვიდა.აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა. პარიზში, მარსელსა და სტრასბურგში სამართალდამცველებმა ცრემლსადენი აირი და წყლის ჭავლი გამოიყენეს.სხვადასხვა დაზიანება მიიღო ასობით მოქალაქემ. ამ დროისთვის დაკავებულია 6 500-ზე მეტი პირი, უმრავლესობა არასრულწლოვანია.დემონსტრანტები განათლების სფეროში არსებულ პრობლემებს აპროტესტებენ და რეფორმას ითხოვენ. ამ ფონზე, ქვეყნის მასშტაბით დროებით დაიხურა 900-მდე სკოლა.

ონკოპლასტიკური ქირურგი საზოგადოებას აფრთხილებს

მამოლოგი, ონკოპლასტიკური ქირურგი, პროფესორი – ირაკლი კოხრეიძე სოლარიუმის მოხმარებასთან დაკავშირებით საზოგადოებას აფრთხილებს. „ირაკლი კოხრეიძის საკონსულტაციო ცენტრის“ მიერ გავრცელებულ ინტერვიუში კითხვაზე, მითია თუ რეალობა, რომ ხშირი გარუჯვა სოლარიუმში, კანის კიბოს განვითარების რისკს ზრდის, მამოლოგი პასუხობს, რომ ეს აბსოლუტური რეალობაა:„მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ სოლარიუმი მიაკუთვნა ნომერ პირველ კანცეროგენების ჯგუფს, ვისაც არ უნდა ეწყინოს ნუ რა ვქნა, ასეა – ამიტომ სოლარიუმი კატეგორიულად არა, რაც შეეხება მზის სხივებს და რუჯს, რუჯი და მზის სხივები შეიძლება, ოღონდ მანამ,სანამ მზე იქნება ზენიტში, ანუ დილის საათებში და დღის ბოლოს (16:00 საათის შემდეგ) თავისუფლად შეგიძლიათ მიიღოთ მზის სხივები, ეს არის თქვენი ორგანიზმისთვის აუცილებელი“ – ამბობს ექიმი.

მარტა კოსი – ვისურვებდი, საქართველო, ქართველი ხალხის უზარმაზარი მხარდაჭერით, დღეს მოლდოვისა და უკრაინის დონეზე იყოს

როგორც იცით, საქართველო მხოლოდ ქაღალდზეა კანდიდატი ქვეყანა, ვწუხვარ ამის გამო, – ამის შესახებ გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა ქართული მედიასაშუალების ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.კოსის თქმით, „ისურვებდდა, საქართველო, ქართველი ხალხის უზარმაზარი მხარდაჭერით, დღეს მოლდოვისა და უკრაინის დონეზე იყოს“.„როგორ გავაგრძელებთ ქვეყანასთან ურთიერთობას, ძირითადად დამოკიდებულია, როგორ ხედავენ წევრი სახელმწიფოები მომავალს, მაგრამ ბევრი რამ, რაც საქართველოში ახლა ხდება, წარმოდგენილი იქნება ოქტომბრის ბოლოს გაფართოების ანგარიშებში. შეგიძლიათ, წარმოიდგინოთ, რა მიმართულებით წავა“, – აღნიშნა მარტა კოსმა.

მძიმე ავარია ქუთაისში

ქუთაისში, გუგუნავას ქუჩაზე, მოძრავი ავტომობილი გაჩერებულ მანქანას დაეჯახა, რომელიც ინერციით ქვეითად მოსიარულე ქალს შეეჯახა.ამის შესახებ „ინფო იმერეთი“ წერს.ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი, დაშავებული კლინიკაში გარდაიცვალა.შსს-მ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო.

ყოფილი ჟურნალისტი, ნოდარ ჩაჩუა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს

ყოფილი ჟურნალისტი, ნოდარ ჩაჩუა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია "რუსთავი 2-ს" საქართველოს პროკურატურაში დაუდასტურეს.გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულია ნოდარ ჩაჩუას მეუღლეც.პროკურატურის ცნობით, ნოდარ ჩაჩუას ბრალი წარდგენილი აქვს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, 260-ე ტერცია მუხლის მეოთხე ნაწილით (ნარკოტიკული საშუალება კოკაინის შეძენა - შენახვა რეალიზაციის მიზნით და რეალიზაცია ) და 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და 261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით ( ნარკოტიკული საშუალება მეთადონი (ფუძისა) და ფსიქოტროპული ნივთიერება კეტამინის შეძენა - შენახვა), რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულ ნოდარ ჩაჩუას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა.

ბოლო სიახლეები