ხუთშაბათი, ოქტომბერი 2, 2025

გოგა მანია ასახელებს ქვებს, რომლებიც ზოდიაქოს ნიშნებმა უნდა ატარონ

ეზოტერიკოსი გოგა მანია ასახელებს ქვებს, რომლებიც ზოდიაქოს ნიშნებმა უნდა ატარონ.

„მე მოგაწვდით ყველაზე უტყუარ ინფორმაციას, თუ რა ქვა უნდა ატაროთ ზოდიაქოს ნიშნებმა – ვერძებმა უნდა ატაროთ იასპი, კუროებმა საფირონი, ტყუპებმა ქალცედონი, კირჩხიბმა ზურმუხტი, ლომმა სარდონიქსი, ქალწულმა სარდიონი, სასწორმა ქრიზოლითი, მორიელმა ბივრილი, მშვილდოსანმა ტოპაზი, თხის რქამ ქრიზოპრაზი, მერწყულმა იაგუნდი, თევზებმა ამეთვისტო“, – ამბობს გოგა მანია.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ბიძინა ივანიშვილი – არავისთან პარტნიორობაზე უარს არ ვამბობთ, თუმცა, ეს არ უნდა მოხდეს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის დასუსტებისა და საქართველოს გამოყენების ხარჯზე

ცხადია, არავისთან პარტნიორობაზე უარს არ ვამბობთ, თუმცა, ეს არ უნდა მოხდეს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის დასუსტებისა და საქართველოს გამოყენების ხარჯზე. მტკიცედ ვდგავართ პოზიციაზე, რომ პარტნიორობა და მეგობრობა უნდა იყოს ორმხრივი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ გავრცელებულ წერილშია ნათქვამი, რომელშიც 2012 წლის პირველი ოქტომბრის გამარჯვებიდან 13 წლისთავია შეჯამებული.როგორც ივანიშვილი აღნიშნავს, გასული 13 წლის განმავლობაში „ქართული ოცნების“ მთავარი მონაპოვარი არის ის, რომ გუნდმა ისწავლა მოვლენებისა და ფაქტების სწორად შეფასების უნარი.„ამასთანავე, უდიდესი მონაპოვარია ისიც, რომ საზოგადოება ჩვენთან ერთად გაიზარდა და თავადაც შესანიშნავად ახერხებს სწორი ანალიზის გაკეთებას, რათა ყველაფერს ერქვას თავისი სახელი. ჩვენ, ქართველ ხალხთან ერთად, წარმატებით გავანეიტრალეთ წინა ხელისუფლების მიერ, გარე პატრონებისგან ათვისებული მთავარი იარაღი – თეთრი შავად წარმოეჩინათ, შენება ნგრევად, ხოლო სიკეთე – ბოროტებად. საზოგადოებასთან ერთად, წარმატებით გავანეიტრალეთ თავსმოხვეული ფსევდოლიბერალური იდეოლოგია, რომელიც დამნაშავე რეჟიმს დემოკრატიის შუქურად წარმოაჩენდა, ხოლო, ჭეშმარიტად დემოკრატიულ ხელისუფლებას დიქტატურას უწოდებს. დღეს ჩვენ აღარ გვეშლება ხარისხობრივი შეფასება იმისა, ვინ მეგობარია და ვინ – მტერი. კარგად გავაანალიზეთ, რომ არც ერთი უცხო ძალა ჩვენს დასახმარებლად არ იღვწის, ყველას საკუთარი ინტერესები და სურვილები ამოძრავებს.ცხადია, არავისთან პარტნიორობაზე უარს არ ვამბობთ, თუმცა, ეს არ უნდა მოხდეს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის დასუსტებისა და საქართველოს გამოყენების ხარჯზე. მტკიცედ ვდგავართ პოზიციაზე, რომ პარტნიორობა და მეგობრობა უნდა იყოს ორმხრივი.ჩვენი ერთიანობის, პირველი ოქტომბრის იდეალების, განვლილი წლების მონაპოვარისა და მიღწევების დაცვის თვალსაზრისით, კიდევ ერთი გამოცდა გველოდება 4 ოქტომბერს. მოახლოებულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ნიღაბჩამოხსნილი შიდა და გარე მტრები არეულობის, სახელმწიფო გადატრიალებისა და საკუთარი მიზნების განხორციელების კიდევ ერთ შესაძლებლობას ხედავენ. მათ რეალურ ზრახვებში სულ უფრო და უფრო ბევრი ადამიანი რწმუნდება, მათი მხარდაჭერაც ყოველდღიურად იკლებს, საქართველოში სახელმწიფო ინსტიტუტებიც დღეს ისეთი მყარია, როგორც არასდროს. ეს კი არწმუნებთ, რომ ერთადერთი შანსი დარჩათ, რაც კიდევ უფრო მეტ რადიკალიზმს, საკუთარ სახელმწიფოზე და, შესაბამისად, ხალხზე პირდაპირ თავდასხმას გულისხმობს. ამ ფონზე, 4 ოქტომბერს გვაქვს შანსი, ყველას კიდევ ერთხელ დავანახოთ, რომ ჩვენი ბრძოლა დღეს საარჩევნო უბნებზე მისვლასა და თავისუფალი არჩევანის გაკეთებაზე, მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებაზე გადის“, – ნათქვამია წერილში.

იაგო ხვიჩია: მათი გეგმა ჩაფლავდება, ბურჭულაძე დარჩება მხიარული

„გირჩის“ ლიდერი, იაგო ხვიჩია: 5-ში გარკვეული იქნება, რომ „ნაცების“ 4 ოქტომბრის გეგმა ჩაფლავდა. ის კრება, რომელსაც თავმჯდომარეობს ბატონი პაატა ბურჭულაძე, დარჩება მხიარული. ეს გარკვეული იქნება 4-ში საღამოს ან, 5-ში დილით.

გიორგი გახარია – დამხობისკენ მოწოდებით სამშვიდობო პროტესტს თავზე წამოასვეს დისკრედიტებული სახეები, დარწმუნებული ვარ, „მშვიდობიანი რევოლუციის“ თარიღი „ოცნების“ კულუარებში გაჩნდა

ივანიშვილმა დაამარცხა პარტიები, „ენჯეოები“, მედია, ერთადერთი, რაც ვერ დაამარცხა ხალხი და მშვიდობიანი სამოქალაქო პროტესტია. ახლა ვუყურებთ ხელოვნურად დადგმულ სცენარს, რომ ყველაზე ძლიერ მოძრაობას, რომელსაც ძალიან დიდი რესურსი ჰქონდა, ხელისუფლება შეეცვალა, განზრახ თუ სულელობის გამო თავზე წამოასვეს დამხობის ლოზუნგი და „ნაცების“ ყველაზე მიუღებელი სახეები, – ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.მისი თქმით, საზოგადოებამ შეიძლება, მიიღოს ისეთი სცენარი, როდესაც დამხობის, გადატრიალების მოწოდებებით მოხდეს სამშვიდობო პროტესტის დისკრედიტაცია, რაც გამოიწვევს ლეგიტიმაციისგან დაცლილი „ოცნების“ ლეგიტიმაციას.„საზოგადოებისთვის მისაღებია მხოლოდ მშვიდობიანი ცვლილებები და აქ სიტყვა „მშვიდობიანი“ არის კრიტიკული. ქართული საზოგადოება ცვლილებებისთვის არის მზად  – მშვიდობიანი და არა რევოლუციური ცვლილებებისთვის. ბოლო ერთი წლის განმავლობაში საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ყველაზე ფასეული, რაც შევქმენით იყო მშვიდობიანი სამოქალაქო პროტესტი. ეს კარგად დაინახა „ოცნებამ“. ივანიშვილმა დაამარცხა პოლიტიკური პარტიები, სამოქალაქო საზოგადოება, „ენჯეოები“, მედია, ერთადერთი, რაც ვერ დაამარცხა  – ხალხი და მშვიდობიანი სამოქალაქო პროტესტია. მივიღეთ ამ მშვიდობიანი სამოქალაქო პროტესტის დისკრედიტაცია – ბოიკოტით, რევოლუციით, მშვიდობიანი გადატრიალებით, დამხობით და ასე შემდეგ. ახლა ვუყურებთ ხელოვნურად დადგმულ სცენარს, რომ ყველაზე ძლიერ მოძრაობას, რაც ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში შეიქმნა და რომელსაც ძალიან დიდი რესურსი და ენერგია ჰქონდა, რომ ხელისუფლება შეეცვალა, განზრახ თუ სულელობის გამო თავზე წამოასვეს დამხობის ლოზუნგი და „ნაცების“ ყველაზე მიუღებელი სახეები. ჩვენ შეიძლება, მივიღოთ ისეთი სცენარი, როდესაც ამ დამხობის მოწოდებით, გადატრიალების მოწოდებით, ამ პოლიტიკურად დისკრედიტირებული სახეების წამოსმით სამშვიდობო პროტესტების თავზე და ლიდერებად წარმოჩენით, მივიღოთ სამშვიდობო პროტესტის დისკრედიტაცია, რაც გამოიწვევს უმძიმეს შედეგებს – ლეგიტიმაციისგან დაცლილი „ოცნების“ ლეგიტიმაციას და ავტორიტარიზმის დამძიმებას“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.გიორგი გახარია დარწმუნებულია, რომ 4 ოქტომბრის თარიღი, „მშვიდობიანი რევოლუციის“ თარიღი „ოცნების“ კულუარებში გაჩნდა.„დარწმუნებული ვარ, რომ 4 ოქტომბრის თარიღი, „მშვიდობიანი რევოლუციის“ თარიღი „ოცნების“ კულუარებში გაჩნდა და არსად სხვაგან. ჩემთვის „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველი პატივსაცემია პარტიის მიმართ ერთგულებით, მაგრამ ამ ადამიანებმა ერთხელ და სამუდამოდ უნდა დაინახონ, რომ ბოლო 13 წლის განმავლობაში ფუჭი დაპირებების მეტი, ფეხების ბაკუნის გარდა და ძახილით: „ხვალ დავამთავრებთ“, „გაიქცევიან“ და ასე შემდეგ, არაფერი გაუკეთებიათ, რაც „ოცნების“ წისქვილზე ასხამს წყალს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ლევან ხაბეიშვილი – 4 ოქტომბერს საქართველოს თითოეულ მოქალაქეს დაიცავს ღვთისმშობელი მარიამი და წმინდა გიორგი – აიღეთ ხელში საქართველოს დროშა, იმოქმედეთ და გავიმარჯვებთ

4 ოქტომბერს, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს დაიცავს ღვთისმშობელი მარიამი და წმინდა გიორგი - ანწუხელიძის საქართველოს შეშინება, „დაჩმორება“, დამცირება და დამარცხება შეუძლებელია. აიღეთ ხელში საქართველოს დროშა, იმოქმედეთ და გავიმარჯვებთ, - ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში საპატიმროდან გავრცელებულ განცხადებაში წერს.“საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა. წმინდა გიორგის მონუმენტია აღმართული თავისუფლების მოედანზე - სიკეთის ბოროტებაზე გამარჯვების სიმბოლოდ.4 ოქტომბერს, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს დაიცავს ღვთისმშობელი მარიამი და წმინდა გიორგი.ყველა ჩვენგანის პასუხისმგებლობაა, სამშობლოს მომავალზე ზრუნვა და ვალდებულები ვართ გავიდეთ რუსთაველზე.ანწუხელიძის საქართველოს შეშინება, „დაჩმორება“, დამცირება და დამარცხება შეუძლებელია. აიღეთ ხელში საქართველოს დროშა, იმოქმედეთ და გავიმარჯვებთ.ქრისტიანული, ქართული, ევროპული, ღირებულებები არ დგას ბოროტებაზე, დაყოფაზე, გახლეჩაზე და ადამიანის ჩაგვრაზე. პირიქით! ქრისტიანული, ქართული, ევროპული ღირებულებები, დამყარებულია სიყვარულზე, სოლიდარობაზე, სიკეთეზე და ერთმანეთის მხარში დგომაზე.ჩვენი ვალია ერი და ბერი გაერთიანდეს, დავასრულოთ საქართველოს და ქართველი ხალხის დაყოფა, გახლეჩა.4 ოქტომბერს, რუსთაველზე ვერთიანდებით სრულიად საქართველო და ვიმარჯვებთ.ღმერთმა დალოცოს საქართველო” , - ნათქვამია ხაბეიშვილის განცხადებაში.

კახა კალაძე – წლების წინ თბილისი იყო მხოლოდ ავტომანქანების ქალაქი, ჩვენ კი პროექტებს ისე ვაკეთებთ, რომ ქუჩა ყველასთვის იყოს – ქვეითის, ავტომანქანის თუ ეკომეგობრული...

ვერავინ გაბედა, ხელი მოეკიდა სატრანსპორტო რეფორმისთვის. ჩვენ ვართ ის გუნდი, ვინც წამოიწყო საკმაოდ რთული, მტკივნეული და არაპოპულარული რეფორმა, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.წამყვანის კითხვაზე, რა არის მისი მერობის მთავარი მიღწევა, რასაც ამომრჩეველი 4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებზე დააფასებს, კახა კალაძის თქმით, მისთვის მნიშვნელოვანია სატრანსპორტო რეფორმა, რომლის განხორციელებაც ვერცერთმა ხელისუფლებამ ვერ გაბედა.„მე არ გამოვყოფ რომელიმე კონკრეტულ მიმართულებას, რადგან ვთვლი, რომ ყველა მიმართულებით გვაქვს წინ გადადგმული ნაბიჯები. თუმცა, აღსანიშნავია სატრანსპორტო პოლიტიკა, რომელიც 2017 წელს დავიწყეთ. ვერავინ გაბედა ხელი მოეკიდა ამ საქმისთვის და ჩვენ ვართ ის გუნდი, ვინც წამოიწყო საკმაოდ რთული, მტკივნეული და არაპოპულარული რეფორმა. ჩვენ გადავდგით ეს ნაბიჯი და შემიძლია დავიტრაბახო, რომ ეს პირადად ჩემი დამსახურებაც არის. ხშირ შემთხვევაში, როდესაც ამ ტიპის რეფორმებს ახორციელებენ სხვადასხვა ქალაქში, პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე, მერები ყოველთვის დადებით გადაწყვეტილებას არ იღებენ.  მსგავს რეფორმას მოჰყვება ბევრი კრიტიკა, ბევრი უკმაყოფილო ადამიანი და ყოველთვის თავს არიდებენ ამ ნაბიჯს. რადგან ჩვენი ქალაქისთვის ამ პროექტის განხორციელება გრძელვადიან პერსპექტივაში არის მნიშვნელოვანი, რა თქმა უნდა, მე ჩემს თანაგუნდელებთან ერთად გადავდგი ეს ნაბიჯი“, – აღნიშნა კახა კალაძემ.მისი თქმით, სატრანსპორტო რეფორმის შედეგად, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოხმარება 40%-ით არის გაზრდილი.„საზოგადოებრივი ტრანსპორტი იყო ძირგავარდნილი, გაუბედურებული, გამონაბოლქვის თვალსაზრისით ქმნიდა დიდ პრობლემას, დაცემული იყო ტრანსპორტის მოხმარების მაჩვენებელი. სატრანსპორტო რეფორმის ფარგლებში,  ყველაფერი მთლიანად განვაახლეთ. შემოვიყვანეთ ახალი 8, 10, 12-მეტრიანი ავტობუსები, ახალი მიკროავტობუსები. ძალიან მეამაყება, რომ დღეს, დედაქალაქის მოსახლეობას ემსახურება ახალი, ევროპული ტიპის ტრანსპორტი. სხვათა შორის, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოხმარება 40%-ით გაიზარდა და დიდია რესურსი, რომ ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო გაიზარდოს.წლების წინ თბილისი ხომ გახსოვთ როგორი იყო? მხოლოდ ავტომანქანების ქალაქი იყო. ტროტუარზე ქვეითი ვერ გადაადგილდებოდა და ავტომობილებით იყო გადატენილი. სამწუხაროდ, ეს პრობლემა სხვადასხვა ქუჩაზე დღესაც გვაქვს. სხვა ეკო მეგობრულ ტრანსპორტზე ხომ საუბარიც ზედმეტი იყო. ჩვენ ქუჩებს ისე ვაკეთებთ და ზოგადად პროექტებს, რომ ქუჩა ყველასთვის იყოს, ქვეითის, ავტომანქანის მძღოლის, თუ ეკო მეგობრული ტრანსპორტის მფლობელისთვის. თავად მოქალაქემ უნდა აარჩიოს რომელი ტრანსპორტი გამოიყენოს, ფეხით გადაადგილდეს თუ არა“, – განაცხადა თბილისის მერმა.ამასთან, დედაქალაქის მერმა გადაცემაში ისაუბრა სატრანსპორტო რეფორმის კიდევ ერთ მნიშვნელოვან კომპონენტზე, რაც მეტროსადგურების განახლება-რეაბილიტაციას მოიცავს.„იგივე შემიძლია ვთქვა მეტროზე, რომელსაც დღის განმავლობაში ყველაზე მეტი მგზავრი გადაჰყავს. დავიწყეთ ვაგონების ჩანაცვლების პროექტი, გვყავს ტენდერში გამარჯვებული კომპანია და 2026 წლიდან ახალი ვაგონები შემოვა. არასდროს არავის ხელი რომ არ დაუკარებია ძალოვან კაბელებზე, ჩვენ მთლიანად ჩავანაცვლეთ. გამნიავებელი სისტემის აგრეგატები მთიანად განვაახლეთ. შემდეგი ეტაპი სადგურების განახლება-რეაბილიტაციაა. უცხოელი ექსპერტების ჩართულობით, გამოვაცხადეთ საერთაშორისო ტენდერები და უცხოური გამოცდილი კომპანიები მიიღებენ მონაწილეობას, რადგან საქართველოში ამ მხრივ სერიოზული პრობლემა გვაქვს და არ გვყავს შესაბამისი კვალიფიციური კადრები და კომპანიები“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ბოლო სიახლეები