სამშაბათი, ივლისი 1, 2025

გოგა მანიას წინასწარმეტყველება – რას ამბობს ეზოთერიკოსი ხშირ მიწისძვრებზე

 

„ნუ შეგეშინდებათ მიწისძვრის, იქნება შესამჩნევად, თუმცა არადამანგრეველი. ყურადღებით იყავით მცოცავ მიწასთან, ეს იქნება დამანგრეველი. მე ვთქვი, რომ მიწისძვრები, 15 ივნისამდე იქნება შესამჩნევი. ხშირად ვახსენებ და კიდევ ვიტყვი, წყლიდან გამომდინარე ნგრევა მოხდება.

ფიგურა, რომელიც სპორტსმენია, მას უდგინდება დაავადება, უკურნებელი სენი.

ყოფილი პოლიტიკოსი გარდაიცვლება, ამას 100 პროცენტით ვამბობ, ეს გარდაუვალია.

მამაოს, რომელსაც მრევლი ჰყავს ძალიან ბევრი, გარდაიცვლება, მის მრევლს დიდი ტკივილი ექნება. ძალიან ყურადღებით იყავით, ივლისი, აგვისტო, რადგან ავტოავარიები მოიმატებს.

მტკვარი არ ისვენებს, ვხედავ, რომ 2-3 მანქანა კიდე გადავარდება, ამიტომ მოგიწოდებთ, რომ ბავშვები წინ არ დაისვათ… კახეთზე მაქვს ძალიან დიდი განცდები, რადგან აქ სეტყვა ქვასავით იქნება. მინდა ვთქვა, რომ მეც მელოდება პატარა განსაცდელი უახლოეს მომავალში, რომელსაც ვგრძნობ, რატომ ვამბობ ამას საკუთარ თავზე, რამდენჯერაც რაღაცა მოხდა, ესეც ბოროტ ძალებს უკავშირდება, რომელსაც ჩემს მიმართ უშვებენ. რადგან მე ვაკეთებ ეგზორციზმს და მათგან ადამიანებს ვეხმარები, შემდეგ უკვე ისინი გადმოდიან ჩემზე და კეთდება ენერგეტიკული სხვადასხვა დარტყმა“,- ამბობს ეზოთერიკოსი.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

კახა კალაძე: პაატა ბურჭულაძეს მე გადავუხდი ფულს მინი სტადიონის დასაქირავებლად

თბილისის მერმა კახა კალაძემ მედიასთან შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ პაატა ბურჭულაძის სურვილი დინამოს სტადიონზე ღონისძიების მოწყობასთან დაკავშირებით თბილისის მერიის მისამართით უადგილოა, რადგან აღნიშნული სტადიონი კერძო საკუთრებაა.„დინამო არენა არის საკუთრებაში გადაცემული და მერია რა შუაშია ღონისძიების ორგანიზებასთან. შემდეგი განცხადება კიდევ უფრო საოცრება იყო, თითქოს თბილისის მერიამ უნდა გადაუხადოს პაატა ბურჭულაძეს ფული. მე გადავუხდი ფულს არა დინამოს, არამედ მინი სტადიონის დასაქირავებლად“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ისტორიაში პირველად, UFC-ს ყველა წონის გაერთიანებულ რეიტინგს სათავეში ქართველი მებრძოლია – ილია თოფურია პირველ ადგილზეა

პარტია „ახლის“ ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა გვარამიას სასამართლომ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე თბილისის საქალაქო სასამართლომ რვა თვით პატიმრობა შეუფარდა.ასევე, ნიკა გვარამიას აეკრძალა ორი წლით თანამდებობის დაკავება.გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.დასკვნით სხდომას თავად ბრალდებული არ ესწრებოდა.

საქართველოს საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებული ბრიტანეთის საგარეო საქმეთა უწყებაში იყო დაბარებული

30 ივნისს, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბარებული იყო საქართველოს საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებული, სადაც მაღალი რანგის წარმომადგენელმა მკაფიოდ დააფიქსირა დიდი ბრიტანეთის მტკიცე პოზიცია საქართველოს მზარდად დამაზიანებელი ტრაექტორიის მიმართ და მწვავედ გააპროტესტა „ქართული ოცნების“ მხრიდან დიდი ბრიტანეთის და საერთაშორისო პარტნიორების მიმართ წამოწყებული ცრუ ბრალდებების და საჯარო თავდასხმების სერია, – ამის შესახებ ნათქვამია საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩოს განცხადებაში.საელჩოს განცხადებით, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა თქვა, რომ „ოპოზიციის ლიდერების დაპატიმრება საქართველოს მთავრობის მორიგი მცდელობაა, შეზღუდოს თავისუფლებები და ჩაახშოს განსხვავებული აზრი“.„საარჩევნო კონკურენტების დაკავება სრულიად შეუთავსებელია „ქართული ოცნების“ მიერ დეკლარირებულ ევროატლანტიკურ მისწრაფებებთან და ეწინააღმდეგება მათსავე საკონსტიტუციო ვალდებულებებს.დიდი ბრიტანეთის მთავრობა არ დააყოვნებს დამატებითი ზომების მიღების განხილვას, თუ საქართველო არ დაუბრუნდება დემოკრატიის, თავისუფლებებისა და ადამიანების უფლებების დაცვის და პატივისცემის გზას”, – მოჰყავს საელჩოს დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის ციტატა.

სოზარ სუბარი – გახარიამ თქვა, რომ კომისიაზე მოვიდოდა და შემდეგ გაიქცა – მხარს ვუჭერ, რომ მიეცეს საშუალება, ჩაერთოს და უპასუხოს ძალიან მარტივ კითხვას

გახარია აქ იყო, ჩაიბარა წერილი და შემდეგ გაიქცა ქვეყნიდან. იქ არ უხსენებია, რომ არ აპირებდა კომისიაზე არმოსვლას, პირიქით - თქვა, რომ მოვიდოდა და შემდეგ გაიქცა. რაც შეეხება ჩართვის შემთხვევაში ეცდება თუ არა გათიშოს მიკროფონი, გაიქცეს და ა.შ. მგონი, ამის შესაძლებლობა ბევრი არაფერი ექნება, - ამის შესახებ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მდივანმა, სოზარ სუბარმა განაცხადა.როგორც მან აღნიშნა, გიორგი გახარიასთან, ჩორჩანას საგუშაგოს ეპიზოდზე აქვთ კითხვები, „ვინაიდან, მისი გადაწყვეტილების შედეგად, რომელიც შეთანხმებული არავისთან ყოფილა, მილიონი კვადრატული მეტრი ტყეა ოკუპირებული, ხოლო, ოკუპანტი ძალის ხუთი ახალი საგუშაგო ისეთ ადგილას არის განთავსებული, რომ პრაქტიკულად, ორი სოფელი მოწყვეტილია ქართულ დასახლებას“.სუბარი მიიჩნევს, რომ გახარიას უნდა მიეცეს ონლაინ ჩართვის და ამ მარტივ კითხვებზე პასუხის გაცემის შესაძლებლობა.„კითხვაც ბევრი არაფერია: მან თქვა, რომ არც ერთი კვადრატული სანტიმეტრი ქართული მიწა არ დაკარგულა, დამატებითი ოკუპაცია არ მომხდარა მის მიერ აბსოლუტურად ინდივიდუალურად, ყველასთან შეუთანხმებლად მიღებული გადაწყვეტილების გამო; ჩამოვიდა ადამიანი, რომელმაც თქვა, რომ იქ ჩამოდის მდინარე, რომელსაც რუსები და ოსები არასდროს გადმოდიოდნენ, დღეს იმ მდინარის აქეთ, მილიონი კვადრატული მეტრი ტყე არის ოკუპირებული, დგას ხუთი ახალი საგუშაგო ამ მდინარის აქეთ და მარტო ეს მილიონი კვადრატული მეტრი კი აღარ არის უკვე ოკუპირებული, ეს საგუშაგოები ისეთ ადგილას განლაგდა, რომ მინიმუმ ორი სოფელი, პრაქტიკულად მოწყვეტილია ქართული დასახლებებიდან და იქ ცხოვრებაც გახდა გაუსაძლისი. ეს არის კითხვა, რატომ გააკეთა, რატომ დაუშვა ასეთი რამე, თან აბსოლუტურად ყველასთან შეუთანხმებლად. იმ შემთხვევაშიც კი, ეს რომ სწორი გადაწყვეტილება ყოფილიყო, რაც მან გააკეთა, ეს არ იყო შეთანხმებული სუს-თან, პრემიერ-მინისტრთან, ამაზე ინფორმაცია არ ჰქონდათ ჩვენს ევროპელ პარტნიორებს, რომლებსაც იქ აქვთ მისია. ეს ნიშნავს, რომ თვითშემოქმედებას ჰქონდა ადგილი, რაც დაუშვებელია მინისტრის მხრიდან. ამ კითხვაზე უნდა გასცეს პასუხი, ძალიან მარტივია მგონი და წესით, დიდხანსაც არ უნდა გაგრძელდეს, შესაბამისად, მე მხარს ვუჭერ, რომ მიეცეს საშუალება, ჩაერთოს და უპასუხოს ამ ძალიან მარტივ კითხვას.“ - განაცხადა სოზარ სუბარმა.

გაფრთხილება მათთვის ვინც საფრანგეთში მოგზაურობას გეგმავს-29 ივნისიდან საფრანგეთში ახალი კანონი ამოქმედდა

2025 წლის 29 ივნისიდან, საფრანგეთში ამოქმედდა მოწევის საწინააღმდეგო მნიშვნელოვანი ღონისძიება: აიკრძალა სიგარეტის მოკიდება და მოწევა პლაჟებზე, პარკებში, საზოგადოებრივ ბაღებსა და ავტობუსის გაჩერებებზე. დადგენილება ოფიციალურად გამოქვეყნდა ოფიციალურ ჟურნალში და წარმოადგენს გადამწყვეტ ნაბიჯს პასიური მოწევის წინააღმდეგ ბრძოლაში, განსაკუთრებით კი ყველაზე ახალგაზრდების დასაცავად.აკრძალვის გავრცელება ახალ საზოგადოებრივ ადგილებში ახალი რეგულაცია არ შემოიფარგლება მხოლოდ პარკებითა და ავტობუსის გაჩერებებით, არამედ აკრძალვას ავრცელებს ისეთ ადგილებში, როგორიცაა სკოლის შესასვლელები, ბიბლიოთეკები და საცურაო აუზები. გაცხადებული მიზანია ბავშვების დაცვა მეორადი კვამლის ზემოქმედებისგან, რაც ხელს შეუწყობს უფრო ჯანსაღი და უსაფრთხო გარემოს შექმნას.საფრანგეთის მთავრობის პოზიცია „სადაც ბავშვები არიან, თამბაქო უნდა გაქრეს“, - განაცხადა ჯანდაცვისა და ოჯახის საკითხთა მინისტრმა კატრინ ვოტრენმა და ხაზი გაუსვა ღონისძიების საგანმანათლებლო და პრევენციულ ხასიათს.სანქციები აკრძალულ ზონაში მოწევისას ყველას 135 ევრომდე ჯარიმა ემუქრება. ეს ღონისძიება მიზნად ისახავს საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის საზიანო ქცევის პრევენციას.აკრძალვის გამონაკლისები ეს ღონისძიება არ ვრცელდება ბარების ტერასებზე და არ მოქმედებს ელექტრონულ სიგარეტებზე, რომლებიც ამ ეტაპზე აკრძალვის მიღმა რჩება.გადამწყვეტი ნაბიჯი თამბაქოსგან თავისუფალი საზოგადოებისკენამ ინიციატივით, საფრანგეთი ადასტურებს თავის განზრახვას, თანდათანობით შეამციროს თამბაქოს არსებობა საზოგადოებრივ ადგილებში, პრიორიტეტად აქცევს მოქალაქეების და, განსაკუთრებით, ახალი თაობების ჯანმრთელობას.

ბოლო სიახლეები