ოთხშაბათი, ოქტომბერი 8, 2025

გლდანის მე-8 დაწესებულების ყოფილი უფროსი გარდაცვლილი იპოვეს – შსს-მ გამოძიება ფაქტზე სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო

გლდანის მე-8 დაწესებულების ყოფილი უფროსი დავით გოგობერიშვილი გარდაცვლილი იპოვეს.

შსს-მ გამოძიება ფაქტზე სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ბოტანიკურ ბაღში ელექტრომობილებით სარგებლობის სერვისი განახლდა

საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში ელექტრომობილებით სარგებლობის სერვისი განახლდა.როგორც თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, აღნიშნული მიზნად ისახავს ვიზიტორთათვის გადაადგილების კომფორტისა და ხელმისაწვდომობის გაზრდას, ასევე, ეკოლოგიურად სუფთა და მდგრადი გადაადგილების პრაქტიკის დანერგვას.მისივე თქმით, ბოტანიკური ბაღის მთავარ მარშრუტზე დამონტაჟდა 10 ტურისტული საინფორმაციო რუკა და განთავსდა ელექტრომობილის 10 გაჩერება.„ახალი თანამედროვე სტანდარტებისა და სპეციალური საჭიროების მქონე პირთათვის გათვლილი ელექტრომობილი უზრუნველყოფს კომფორტულ გადაადგილებას, რაც ბაღის უნიკალურ საკოლექციო ნაკვეთებსა და ისტორიული ღირსშესანიშნაობების დათვალიერებას ხელმისაწვდომს ხდის ყველა სეზონზე. ინიციატივა ემსახურება ვიზიტორთა გამოცდილების გაუმჯობესებას, ბაღის სივრცის ინკლუზიურ და მდგრად განვითარებას, ასევე, ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის პოპულარიზაციას“, – განაცხადა მერმა.მისივე თქმით, ეროვნული ბოტანიკური ბაღის ერთ-ერთ მთავარ სტრატეგიულ პრიორიტეტს მისი ტურისტული პოტენციალის განვითარება წარმოადგენს, შესაბამისად, ბაღი აქტიურად ახორციელებს სხვადასხვა ღონისძიებას აღნიშნული მიმართულებით და სამომავლო პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებაზე მუშაობს.ამასთან, მერმა მადლობა გადაუხადა ეროვნული ბოტანიკური ბაღის ხელმძღვანელობას გაწეული შრომისა და ყოველდღიური საქმიანობისთვის.

ზურაბ ქადაგიძე პროფესორ მარინე ჩიტაშვილზე: ეს ადამიანები უკვე დიდი ხანია აღარ ასწავლიან – ისინი ავრცელებენ აზროვნების ერთგვარ შაბლონს, სადაც სამშობლო, სარწმუნოება და ოჯახი „მოძველებული...

დღეს განათლების სისტემაში ჩუმად მიმდინარეობს ყველაზე სახიფათო პროცესი - თაობის შეგნებული გადაპროგრამება იმ პედაგოგებისა და ლექტორების ხელით, რომლებიც უცხოელი დონორების დაფინანსებაზე და ლიბერალური იდეოლოგიის „ნარატივზე“ არიან დამოკიდებული. ეს ადამიანები უკვე დიდი ხანია აღარ ასწავლიან ცოდნას - ისინი ავრცელებენ აზროვნების ერთგვარ შაბლონს, სადაც სამშობლო, სარწმუნოება და ოჯახი „მოძველებული ცნებებია“, - „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე, სოციალურ ქსელში, პროფესორ, მარინე ჩიტაშვილის განცხადებას ეხმიანება, რომელმაც გადაცემაში „ახალი ფორმულა“ 4 ოქტომბრის მოვლენები შეაფასა.როგორც ქადაგიძე აღნიშნავს, ეს უკვე საგანმანათლებლო ომია, სადაც მტერი პედაგოგის სახელით შედის საკლასო ოთახში და სწორედ ამიტომ, თუ გვინდა დავიცვათ მომავალი, უნდა დავიცვათ განათლება და ოჯახი იმ იდეოლოგიური მანიპულაციისგან, რომელიც ცდილობს თაობის გონებასა და გულს შორის კავშირის გაწყვეტას.„იდეოლოგიური პედაგოგიკადღეს განათლების სისტემაში ჩუმად მიმდინარეობს ყველაზე სახიფათო პროცესი - თაობის შეგნებული გადაპროგრამება იმ პედაგოგებისა და ლექტორების ხელით, რომლებიც უცხოელი დონორების დაფინანსებაზე და ლიბერალური იდეოლოგიის "ნარატივზე" არიან დამოკიდებული.ეს ადამიანები უკვე დიდი ხანია აღარ ასწავლიან ცოდნას - ისინი ავრცელებენ აზროვნების ერთგვარ შაბლონს, სადაც სამშობლო, სარწმუნოება და ოჯახი „მოძველებული ცნებებია“.სწორედ მათ აუდიტორიებში იძენენ ახალგაზრდები იმ მრწამსს, რომ არაფერს აქვს მყარი საფუძველი - არც სქესს, არც ეროვნებას, არც მორალს.მთავარი აღარ არის სწავლა და განვითარება, არამედ ცნობიერების გარდაქმნა - როგორ დაიჯეროს ახალგაზრდამ, რომ მის გარშემო ყველაფერი შემთხვევითია და მის მშობელსაც აღარ აქვს უფლება უთხრას რა არის სწორი და რა - არა.სწორედ ასე ხდება ყველაზე მტკივნეული რამ - მშობლისა და შვილის დაპირისპირება.ბავშვს ასწავლიან, რომ ოჯახური ავტორიტეტი „ძველი დროის ჩვევაა“, რომ მშობელს „არ ესმის თანამედროვე სამყაროსი“ და რომ მისი შეხედულებები „არაპროგრესულია“.ასე იშლება თაობათა ბუნებრივი კავშირი - და როცა შვილი აღარ უსმენს მშობელს, აღარ ენდობა მასწავლებელს და აღარ სცემს პატივს საზოგადო ავტორიტეტს, იწყება საზოგადოების დაშლა ფესვებიდან.ბევრი ასეთი ლექტორი დღეს უფრო აქტივისტია, ვიდრე მეცნიერი.ისინი არ აღზრდიან მოაზროვნე ახალგაზრდას, არამედ ქმნიან იდეოლოგიურად მორჩილ მასას, რომელსაც აღარ სჯერა არც საკუთარი ოჯახის, არც ქვეყნის, არც რწმენის.ეს უკვე საგანმანათლებლო ომია - ომი, სადაც მტერი პედაგოგის სახელით შედის საკლასო ოთახში და სწორედ ამიტომ, თუ გვინდა დავიცვათ მომავალი, უნდა დავიცვათ განათლება და ოჯახი იმ იდეოლოგიური მანიპულაციისგან, რომელიც ცდილობს თაობის გონებასა და გულს შორის კავშირის გაწყვეტას.ნამდვილი პედაგოგიკა უნდა აყალიბებდეს ადამიანს - ისეთ ადამიანს, რომელსაც რწმენა, პასუხისმგებლობა და მორალური კრიტერიუმები მკაფიოდ აქვს განსაზღვრული და ნებისმიერი იდეოლოგიური მანიპულაცია, შეუვალია მის მიმართ!P.S. ასე რომ - ნუ გიკვირთ ასეთი პედაგოგების და შესაბამისად - ასეთების აღზრდილი „ვანდალების“, რომელთაც არაერთხელ გადაწვეს რუსთაველის გამზირი.ისინი ხომ იმ ლიბერალურ პროგრამას წარმოადგენენ, 30 წლის წინ რომ დაიწყო ჩვენთან და დღემდე გრძელდება ექსპერიმენტების სახით?!გამოსავალი ერთია - განათლების სისტემის აბსოლუტური გარდაქმნა!“, - წერს ზურაბ ქადაგიძე.

კახა კალაძე – თბილისი აუცილებლად იქნება კიდევ უფრო განვითარებული, ევროპული ქალაქი, ამის გარანტიას მაძლევს თქვენი მხარდაჭერა და ძლიერი გუნდი „ქართული ოცნების“ სახით

დედაქალაქის მერმა მოსახლეობას კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში საკუთარი ნების დაფიქსირებისა და „ქართული ოცნების“ გუნდის მხარდაჭერისთვის. ამის შესახებ მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.კახა კალაძის თქმით, პარტიამ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ მიმდინარე არჩევნებზე დედაქალაქში უპრეცედენტოდ მაღალი შედეგები აჩვენა.„პირველ რიგში, გილოცავთ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წარმატებით დასრულებას, რომელსაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქალაქის ცხოვრებისა და განვითარებისთვის. ამ არჩევანით მოსახლეობამ კიდევ ერთხელ დააფიქსირა საკუთარი ნება და მიზანი, რომ სურს ქვეყნის მშვიდობიანი განვითარება და თბილისის უკეთესი მომავალი. უპრეცედენტოდ მაღალი შედეგი ვაჩვენეთ თბილისში – საარჩევნო უბნებზე მისული ამომრჩევლის 71 პროცენტზე მეტმა გამოგვიცხადა ნდობა. ეს არის 215 370 ამომრჩევლის ხმა, რაც ბევრად აღემატება 2017 წლის ადგილობრივ არჩევნებში დაფიქსირებულ შედეგებს, სადაც პირველივე ტურში მივაღწიეთ წარმატებას. მე აღარ შევალ პოლიტიკურ სპეკულაციებში, რომელიც წამოიწყეს ურეიტინგო, რეალობას მოწყვეტილმა პოლიტიკოსებმა და მათ მიერ მართულმა ტელევიზიებმა, მიღებულ ხმებთან დაკავშირებით. მათ ადგილი კიდევ ერთხელ მიუჩინა საქართველოს მოსახლეობამ. განსკუთრებულ მადლობას გიხდით თქვენ, თბილისელებს, მხარდაჭერისთვის, ნდობისთვის. არ დავიღლებით თქვენს სამსახურში, არ დაგზარდებით, გემსახუროთ თავდაუზოგავად. თქვენი არჩევანი, თქვენი თითოეული ხმა ნიშნავს კიდევ უფრო მეტად გამწვანებულ თბილისს, მეტად მოწესრიგებულ გამზირებსა და ქუჩებს, ყველა იმ პროგრამისა და პროექტის რეალიზებას, რაც სამოქმედო გეგმის სახით წარმოგიდგინეთ“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.მისივე თქმით, მომდევნო ოთხი წელი დედაქალაქისთვის იქნება ყველაზე ამბიციური, მრავალფეროვანი და საინტერესო.„გპირდებით, ამ ნდობას ვაქცევთ უდიდეს პასუხისმგებლობად თქვენს წინაშე. თბილისი აუცილებლად იქნება კიდევ უფრო განვითარებული, ევროპული ქალაქი. ამის გარანტიას მაძლევს თქვენი მხარდაჭერა და ძლიერი გუნდი „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ სახით. დარწმუნებული ვარ, შემდეგი ოთხი წელი იქნება ყველაზე ამბიციური, მრავალფეროვანი და საინტერესო. ჩვენ ერთად შევძლებთ, ღირსეულად გავუმკლავდეთ იმ გამოწვევებს, რომელიც დედაქალაქში ჯერ კიდევ გვაქვს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.თბილისის მერმა მუნიციპალიტეტის თითოეულ თანამშრომელს გამოჩენილი პროფესიონალიზმისა და თავდაუზოგავი შრომისთვის მადლობა გადაუხადა.„არაერთხელ მითქვამს, რომ ჩემი სიძლიერე ზუსტად ჩემი გუნდია. ისინი აკეთებენ მნიშვნელოვან საქმეებს და უშუალოდ არიან ჩართული ყველა იმ პოლიტიკის განხორციელებაში, რაც ჩვენმა გუნდმა წამოიწყო. მადლობას ვუხდი თბილისის მუნიციპალიტეტის თითოეულ თანამშრომელს დაუღალავი შრომისთვის, იმ პროფესიონალიზმისთვის, რომელსაც ყოველდღიურად იჩენენ თქვენი ქალაქის მიმართ“, – განაცხადა თბილისის მერმა.

მებაჟე ოფიცრებმა შსს-ს თანამშრომლებთან კოორდინაციით, ბათუმის აეროპორტში დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტი აღმოაჩინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვები პუნქტი ,,ბათუმის აეროპორტის“ მებაჟე ოფიცრებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებთან კოორდინაციით, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში 1120 აბი ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტის უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს.მებაჟე ოფიცრის მიერ, უცხო ქვეყნის მოქალაქის ბარგის რენტგენო ინსპექტირების სკანერით დათვალიერების შედეგად, აღმოჩენილი იქნა საეჭვო შიგთავსი, რის შემდეგაც მოხდა ბარგის სპეციალური სტიკერით ნიშანდება და ის დამატებით, ფიზიკურ დათვალიერებას დაექვემდებარა.უფლებამოსილი პირის მიერ, უცხო ქვეყნის მოქალაქის, ბარგის დეტალური დათვალიერებისას, გამოვლინდა სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტი, რომლის შემოტანაც ნებადართულია მხოლოდ შესაბამისი სამედიცინო დოკუმენტაციის საფუძველზე.აღნიშნულმა სამართალდამრღვევმა მოქალაქემ კანონმდებლობით გათვალისწინებული სავალდებულო დოკუმენტაცია ვერ წარმოადგინა.საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს გადაეცა.

შალვა პაპუაშვილი – მაიდანს გვიმზადებდნენ თვალსა და ხელშუა, მთელი ერი გაგვწირეს ქაოსისთვის და დღეს რაღაც ბრძნულ აზრებს ვისმენთ სხვადასხვა ქვეყნის სამინისტროების განცხადებებში

მაიდანს გვიმზადებდნენ თვალსა და ხელშუა, მთელი ერი გაგვწირეს ქაოსისთვის და დღეს, რაღაც ბრძნულ აზრებს ვისმენთ სხვადასხვა უცხო ქვეყნის სამინისტროების განცხადებებში, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.„გვახსოვს, 2022 წლის ივნისში კანდიდატის სტატუსი განზრახ რომ არ მოგვცეს, რომ აქ არეულობა ყოფილიყო. ეს დღეს უფრო და უფრო კარგად ჩანს, რომ ეს იყო განზრახული აქტი ქართველი ხალხის წინააღმდეგ, რათა რამენაირად აღელვება, მღელვარება შემოეტანათ საქართველოში. იმის შემდეგ ვერც ერთმა ევრობიუროკრატმა, ვერც ერთმა ევროპელმა ლიდერმა, ვერავინ ვერ გააკეთა გონივრული რამე განმარტება, რატომ არ მისცეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი, როცა მოლდოვას მისცეს. მაშინ „ენჯეოებმა“ თქვეს, რომ პარლამენტი თუ არ დაითხოვდა მთავრობას და არ გადააბარებდა მათ შორის „ენჯეოებს“ მთავრობას, ისინი წაგვლეკდნენ, ანუ, დაგვამხობდნენ. ეს ყველაფერი ჩაფლავდა და ამის შემდეგ, მე რამდენიმე ელჩთან, რომლებიც ამ „ენჯეოებს“ აფინანსებს, მქონდა საკმაოდ მკაცრი საუბარი, იზიარებენ თუ არა პასუხისმგებლობას, ისინი ხელებს ასავსავებდნენ და ამბობდნენ, ხომ ვერ დაგამხეს, რაღაზე ნერვიულობთ, ხომ ვერ დაგამხეს და მოდით, დავუბრუნდეთ ნორმალიზებას. აი, ეს დამოკიდებულება ჰქონდათ და ზუსტად ამას ვხედავთ დღესაც. ქალბატონი კალასის და კოსის განცხადება ზუსტად ეს არის. ნაცვლად იმისა, ბოდიში მოგვესმინა ქალბატონი კალასისგან და კოსისგან, რომ მათმა პრესსპიკერმა მხარი დაუჭირა წინასწარ დაანონსებულ ძალადობრივ აქციას და ძალადობას, ვისმენთ ან გაღმა შემოდავებას, ან ნორმალიზების მცდელობას, რომ დიალოგი იყოს კვლავ ვიღაცებთან, ტერორისტებთან და ქვეყნის დამმხობებთან, ადამიანებთან, რომლებიც ჩვენ ქვეყანას ამხობდნენ, სულ რაღაც, სამი დღის წინ. ასე რომ, რა თქმა უნდა, არანაირი ნორმალიზება ამ მხრივ არ იქნება, ვინაიდან ჩვენ ჩვენი გაკვეთილები გამოვიტანეთ. ჩვენ თვალწინ ამხობდნენ ამ ქვეყანას და ამხობდნენ ამ ქვეყნის მომავალს. შვედეთის ხელისუფლების წარმომადგენელი რომ იყო და მოუწოდებდა, გაიხსენეთ მაიდანი, მაიდანის აქტიო, ბოდიში მოიხადა შვედეთის ხელისუფლებამ დღემდე? საელჩომ რამე განმარტება ამაზე გააკეთა ? აი, ასე, მაიდანს გვიმზადებდნენ თვალსა და ხელშუა, მთელი ერი გაგვწირეს ქაოსისთვის და დღეს, რაღაც ბრძნულ აზრებს ვისმენთ სხვადასხვა უცხო ქვეყნის სამინისტროების განცხადებებში“, – განაცხადა პაპუაშვილმა.გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, ვინ შეიძლება, იგულისხმებოდეს დონორში, როცა მურთაზ ზოდელავამ ვთქვა, არ ენდოთ დონორს, რამაც ოპოზიციაში დაბნეულობა გამოიწვია და შეიძლება თუ არა, ეს იყოს როგორც ფინანსური, ასევე პოლიტიკური გარანტიების დონაცია, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ დონორებს რომ არ უნდა ვენდოთ, ხელისუფლება ამას დიდი ხანია, საუბრობს, თუმცა  არ იცის, ზოდელავა რომელ დონორს გულისხმობდა.„დონორებს რომ არ უნდა ვენდოთ, ამას დიდი ხანია, ვსაუბრობთ, მაგრამ არ ვიცი ახლა, რომელ დონორს გულისხმობდა ეს გადამტრიალებელი ადამიანი, რომელსაც თავისი ცოდვები არ ეყო, 2012 წლამდე დაგროვილი ცოდვები. გენერალური პროკურორი იყო ეს ადამიანი, წამების სისტემის შემქმნელი, ის ცოდვები არ ეყო, ახლა ახალ ცოდვაში ჩადგა ფეხი და ქვეყნის გადატრიალებას ცდილობდა. არ ვიცი, ვის გულისხმობდა, თუმცა ჩანს სქემები, მათ შორის, ერთმანეთში ჩხუბი და დავიდარაბა რომ აქვთ, უცხოეთიდან შეგროვებული ფული და ასე შემდეგ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ბოლო სიახლეები