სულხან მოლაშვილის მამის მესმის… ეს შემთხვევები ინდივიდუალურად უნდა იყოს განხილული, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედამ გიული ალასანიამ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა.
“მე მესმის მამისგან, რომ ძალიან ბუნებრივია ასეთი მიდგომა და ასეთი პოზიცია, მაგრამ ეს ისეთი შემთხვევებია, რომ ინდივიდუალურად უნდა იყოს განხილული. ვერ განვაზოგადებთ. იმიტომ, რომ ყველამ კარგად იცის, რა მოხდა იმ 18 წლის განმავლობაში, როცა ჩემი შვილი იყო პოლიტიკაში. ბევრი სასიკეთო ნაბიჯი გადაიდგა. ისტორიის გადაწერას თუ დავიწყებთ… მაგრამ, ფაქტია, რომ ქვეყანამ გადადგა დიდი ნაბიჯი წინ,” – განაცხადა გიული ალასანიამ სულხან მოლაშვილის საქმეზე დასმულ კითხვაზე და წამყვანის რეპლიკაზე, რომ მოლაშვილის მამა სააკაშვილის ბრალეულობას ხედავს.