სამშაბათი, მარტი 18, 2025

გიული ალასანია – გული მწყდება, რომ ჩემს შვილს არ ეყო დავით აღმაშენებლის, ილია ჭავჭავაძის, ზვიად გამსახურდიას, კოსტავას მაგალითები, დაჰკრა ფეხი, წამოვიდა და ჩაბარდა ჯალათებს

გული მწყდება იმაზე, რომ ჩემს შვილს არ ეყო დავით აღმაშენებლის მაგალითი, ილია ჭავჭავაძის მაგალითი, ზვიად გამსახურდიას მაგალითი, კოსტავას მაგალითი, დაჰკრა ფეხი, წამოვიდა და ჩაბარდა ჯალათებს, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეიზდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ განაჩენების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე მიხეილ სააკაშვილს ოთხი წლითა და ექვსი თვით პატიმრობა მიესაჯა, განაჩენთა ერთობლიობით კი სასჯელის ვადად 12 წელი და ექვსი თვე განესაზღვრა.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2021 წლის პირველ ოქტომბერს დააკავა.

ამასთან, თბილისის საქალაქო სასამართლომ 12 მარტს დიდი ოდენობით საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვის საქმეზე მიხეილ სააკაშვილს ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

შეკვეთილი მკვლელობა თუ შურისძიება – სად და როგორ აიყვანეს ლევან ჯანგველაძის მკვლელობაში ეჭვმიტანილი

ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე ჩატარებული სპეცოპერაციის შესახებ ვარკეთილში ყველამ იცის. თვითმხილველებმა სამართალდამცველების მობილიზება გუშინ, ე.წ. დამპალოს სასაფლაოებთან შენიშნეს."კურიერმა" სპეცოპერაციის კონკრეტული დეტალები გაარკვია. ირკვევა, რომ გელა უძილაური ისანი-სამგორის რაიონში, ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში იმალებოდა. გუშინ, დღის პირველ ნახევარში, ის ქუჩაში გავიდა. "კურიერის" ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებული ქუდით და სათვალით ისე გადაადგილდებოდა, რომ ვერავის ეცნო. რამდენიმე მეტრის გავლის შემდეგ, სამძებრო-საგამოძიებო მოქმედებებში ჩართულმა პოლიციელებმა, 50 წლის მამაკაცი შეაჩერეს და გადაამოწმეს, მალევე გაირკვა, რომ საეჭვო მოქალაქე სწორედ ლევან ჯანგველაძის მკვლელობისთვის ძებნილი პირი იყო."კურიერის" ინფორმაციით, გელა უძილაურმა თავდაპირველად მიმალვა სცადა და სასაფლაოების მიმართულებით გაიქცა, თუმცა სამართალდამცველებმა 50 წლის მამაკაცს ხელბორკილები ადგილზევე დაადეს.გელა უძილაური ახლა დროებითი მოთავსების იზოლატორშია, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის და იარაღის უკანონო შეძენა - შენახვისთვის, მას ბრალი უკვე წარუდგინეს. კანონით დადგენილ ვადებში, უძილაურის აღკვეთ ღონისძიებაზე სასამართლო იმსჯელებს, ცნობილია, რომ პროკურატურა ბრალდებულის პატიმრობაში დატოვებას მოითხოვს.ბრალდებული უძილაური ჯერ დუმილის უფლებას იყენებს, არ არის გამორიცხული სასამართლოზე მან სიტყვის უფლებით ისარგებლოს და დანაშაულის მიზეზებიც განმარტოს. მოტივთან დაკავშირებით ოფიციალური ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა, ერთ-ერთი ვერსით კი, სისხლიანი ანგარიშსწორება ე.წ კანონიერი ქურდების კლანებს შორის დაპირისპირებას უკავშირდება.14 მარტს, ჭავჭავაძის გამზირზე მოკლული ლევან ჯანგველაძე ე.წ. კანონიერი ქურდის, მერაბ ჯანგველაძის ძმაა. მკვლელობის დღეს ის ახლობლის პანაშვიდზე იმყოფებოდა. მკვლელი მას სადარბაზოსთან ჩაუსაფრდა და 10-მდე ტყვია ესროლა. დამნაშავე შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. გავრცელებული ინფორმაციით, "კილერს" სილიკონის ნიღაბი ეკეთა. შემთხვევის ადგილას ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შემდეგ, სამართალდამცველებმა მისი ვინაობის დადგენა მალევე შეძლეს.ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ბრალის დადასტურების შემთხვევაში, უძილაურს 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება. 14 მარტს, ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარი დანაშაულის საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე გრძელდება.

ტრამპი – “ჩემი სატელეფონო საუბარი პუტინთან ძალიან კარგი და პროდუქტიული იყო”

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან გამართულ სატელეფონო საუბარს გამოეხმაურა:"ჩემი დღევანდელი სატელეფონო საუბარი რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან იყო ძალიან კარგი და პროდუქტიული. ჩვენ შევთანხმდით ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტაზე ყველა ენერგეტიკულ და ინფრასტრუქტურულ ობიექტზე, იმის გაგებით, რომ ჩვენ სწრაფად ვიმუშავებთ ცეცხლის სრულ შეწყვეტაზე და საბოლოოდ, ამ ძალიან საშინელი ომის დასასრულებლად.მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი, ეს ომი არასდროს დაიწყებოდა. განვიხილეთ სამშვიდობო ხელშეკრულების მრავალი ელემენტი, მათ შორის ის ფაქტი, რომ ათასობით ჯარისკაცი იღუპება და პრეზიდენტ პუტინსაც და პრეზიდენტ ზელენსკისაც სურთ მისი დასრულება. ეს პროცესი ახლა სრულად ამოქმედებულია და ჩვენ, იმედია, კაცობრიობისთვის საქმეს ბოლომდე მივიყვანთ!" - აღნიშნავს დონალდ ტრამპი.

სასიხარულო სიახლე, რომელიც პირველი მაისიდან ამოქმედდება

სესხის სხვა ფინანსური ორგანიზაციიდან რეფინანსირების შემთხვევაში წინსწრების საკომისიო მცირდება.ფიზიკური პირებისა და ორ მილიონ ლარამდე მოცულობის ვალდებულებების მქონე იურიდიული პირებისთვის საკომისიოს მაქსიმალური ოდენობა ნაცვლად დღეს არსებული 2%-ისა 0.5%- იქნება.მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესში” ცვლილებები ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით ძალაში 1 მაისიდან შევა.“ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესში” ცვლილებები ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, ძალაში 1-ლი მაისიდან შევა. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.ცვლილებების მიხედვით, ფიზიკური პირებისა და ორ მილიონ ლარამდე მოცულობის ჯამური ვალდებულებების მქონე იურიდიული პირებისთვის სესხის/კრედიტის სხვა ფინანსური ორგანიზაციიდან სრული ან ნაწილობრივი რეფინანსირების შემთხვევაში წინსწრების საკომისიოს მაქსიმალური ოდენობა ნაცვლად დღეს არსებული 2%-ისა 0.5%-მდე მცირდება.“ცვლილებების შედეგად შემცირდება ვალდებულების ერთი ფინანსური ორგანიზაციიდან მეორეში გადატანის ხარჯი, რაც ხელს შეუწყობს ფინანსურ ორგანიზაციებს შორის კონკურენციის გაძლიერებასა და მომხმარებლებისთვის მეტად ხელსაყრელი პირობების შეთავაზებას.მნიშვნელოვანია, რომ წარმოდგენილი ცვლილებებით, პირველად, დოკუმენტალურ ოპერაციებზე (აკრედიტივი, დოკუმენტალური ინკასო, საბანკო გარანტია, აქცეპტები და სხვა), წინსწრებით დაფარვის საკომისიოს ზედა ზღვარი 2%-ის ოდენობით განისაზღვრა. ვინაიდან ეს საკითხი დოკუმენტალურ ოპერაციებთან მიმართებით დღემდე რეგულირებული არ იყო და პრაქტიკაში უფრო მაღალი საკომისიოების დაწესების შემთხვევებიც გვხვდებოდა, სებ-მა მიზანშეწონილად ჩათვალა მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესში შესაბამისი ცვლილებები შესულიყო” – ნათქვამია ეროვნული ბანკის ინფორმაციაში.

ირაკლი ქადაგიშვილი – „ნაციონალურ მოძრაობაში“ წინ წმინდა პარტიული ეგოიზმია წამოწეული, რომ სალომე ზურაბიშვილსა და „ლელოს“ თავიანთი ამომრჩეველი არ გადააბარონ

„ნაციონალურ მოძრაობაში“ წინ წმინდა პარტიული ეგოიზმია წამოწეული, რომ სალომე ზურაბიშვილსა და „ლელოს“ თავიანთი ამომრჩეველი არ გადააბარონ და ამით ისედაც შუაზე გაყოფილი ამომრჩეველი არ დაკარგონ, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.მისივე თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ თავისი ამომრჩევლის შენარჩუნება უნდა.„სალომე ზურაბიშვილი და „ლელო“ თუ რადიკალური ოპოზიციის ლიდერები გახდებიან, გამოდის, რომ „ნაცმოძრაობა“ თავის ამომრჩეველს მათ გადააბარებს. ამიტომ, წინ წმინდა პარტიული ეგოიზმია წამოწეული, რომ მათ თავიანთი ამომრჩეველი არ გადააბარონ და ამით ისედაც შუაზე გაყოფილი ამომრჩეველი არ დაკარგონ. ამ შემთხვევაში, როცა ისინი სალომე ზურაბიშვილს უპირისპირდებიან, ეს მათი პარტიული მიზანია. ეს ყველაფერი იმით არის გამოწვეული, რომ ოპოზიციამ აბსოლუტურად წამგებიანი სტრატეგია და ტაქტიკა აირჩია, როცა მათ თავიანთი ამომრჩევლის მიერ გამოხატულ ნებაზე უარი თქვეს, პარლამენტს გარეთ დარჩნენ და დღეს ის გაურკვევლობა მიიღეს, რაშიც ასეთი დაუნდობელი შიდა დამოკიდებულება აქვთ“, – განაცხადა ქადაგიძემ.

მამუკა ხაზარაძე – ბიძინას ეშინია უანგარო ქველმოქმედების – ქველმოქმედს ირქმევდე და სხვა საქველმოქმედო ფონდებს ხურავდე, არმოსული ამბავია!

ბიძინას ეშინია უანგარო ქველმოქმედების - მას ეშინია ამ სიკეთის მკეთებელი, შემომწირველი, გულწრფელი ხალხის სიმრავლის,- ამის შესახებ კოალიცია “ლელო - ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს პოსტს.როგორც ხაზარაძე წერს, ფონდების დახურვის მიზეზი ბიძინა ივანიშვილის შიშია, რომელიც “მიხვდა, რომ ფულის სიდიდე კი არ არის ქველმოქმედება, არამედ იმ რამდენიმე ლარის ჩარიცხვა ფონდში, როცა ადამიანებს ჯანმრთელობის, ან სტიქიის გამო შექმნილი პრობლემები აქვთ”.“ბიძინას ეშინია უანგარო ქველმოქმედების - მას ეშინია ამ სიკეთის მკეთებელი, შემომწირველი, გულწრფელი ხალხის სიმრავლის.ეშინია, რომ საზოგადოება საბოლოოდ გაერკვეს, რა არის ნამდვილი სიქველე და რა არის ადამიანის სულის ყიდვა, როცა მას უჭირს და მერე ამ “სიკეთის” მუდმივად შეხსენება.ფონდების დახურვის მთავარი მიზეზი ეს არის - ივანიშვილი მიხვდა, რომ ფულის სიდიდე კი არ არის ქველმოქმედება, არამედ იმ რამდენიმე ლარის ჩარიცხვა ფონდში, როცა ადამიანებს ჯანმრთელობის, ან სტიქიის გამო შექმნილი პრობლემები აქვთ.ახალი ფონდები გაიხსნება, უფრო მეტი ადამიანი გაიღებს მოყვასისთვის უანგარო დახმარებას და ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა!პ.ს. ბიძინა ბიუჯეტში გადასახადებს არ იხდის.ქველმოქმედს ირქმევდე და სხვა საქველმოქმედო ფონდებს ხურავდე - არმოსული ამბავია!” , - წერს მამუკა ხაზარაძე.

ბოლო სიახლეები