2003 წლის შემდეგ, როგორც მთელი ქვეყნის ისე გიული ალასანიას ცხოვრებაც მნიშვნელოვნად შეიცვალა. პროფესორი გიული ალასანია მეგობართან ერთად საუნივესიტეტო ბიზნესში ჩაერთო და ტექნიკურ უნივესიტეტთან ერთად საზოგადოებრივ მეცნიერებათა სკოლა დააფუძნა. მალევე სკოლა უნივრსიტეტად გადაკეთდა. საგანმათლებლო დაწესებულების საბჭოს თავმდჯომარე გიული ალასანია გახდა. ტექნიკურ უნივერსიტეტის რექტორად გიული ალასანიას მეგობარი რუსუდან გოცირიძე დაინიშნა.
გიული ალასანია ამ საქმეში ფულით შევიდა, ტექნიკური უნივესიტეტი საკუთარი ფართებით. რამდენიმე ხანში პრეზიდენტ სააკაშვილს ცვლილება შეაქვს უმაღლესი განათლების შესახებ ბრძანებულობაში და სახელწიფო უნივერსიტეტებს კერძო უნივერსიტეტებში წილის ქონა ეკრძალებათ. ტექნიკური უნივერსიტეტი საკუთარ წილებს პრეზიდენტის დედის ბიზნესში 200 ლარად თმობს, რის შემდეგაც იწყება ტექნიკური უნივერსიტეტის შენობების დანარჩენი ნაწილის ათვისება.
ტექნიკური უნივერსიტეტისთვის ჩამორთმეული 6 ათასი კვადრატული შენობა ნაგებობა და 2 ათას კვადრატულზე მეტი მიწის ნაკვეთი სახელმწიფო საკუთრება, კოსტავას 77 ნომერში ეკონომიკის სამინისტროს აუქციონზე გამოაქვს. აუქციონში მხოლოდ გიული ალასანია მონაწილეობას და დედაქალაქის ცენტრში ამ ქონების მეპატრონე 1 220 000 დოლარად გიული ალასანიას და მანანა სანოძეს საქართველოს უნივერსიტეტი ხდება.
ტექნიკური უნივერსტიტეტის კუთვნილი ქონების მითვისება ამით არ დასრულებულა. მაშინ კოსტავას გამზირზე ერთი კვადრატული მეტრი კომერციული ფართის გასაყიდი ფასი მინიმუმ 900 დოლარი იყო. მაშინ დაითვალეს, რომ გიული ალასანიას საკუთარი ბიზნესის შესაქმენლად სახელმწიფომ მინიმუმ 15 მილიონი დოლარი იზარალა, გიული ალასანიამ კი ეს ფული დაზოგა.
მაშინ ეკონომიკის მინისტრი პრეზიდენტ სააკაშვილის გარემოცვის წევრი გიორგი არველაძე იყო. დღეს კოსტავას 77ა ნომერში მდებარე შენობას გიული ალასანიას საქართველოს უნივერსიტეტი ფლობს 16 664 კვადრატულ მეტრ მიწის ფართობს და მასზე არსებულ 27 905 კვადრატულ მეტრ შენობა ნაგებობას.
პრეზიდენტის ოჯახში მისივე დამსახურებით გაჩნდა საკმაოდ სერიოზული შემოსავალი. რომელიც ცხადია წლების განმავლობაში იზრდებოდა. გიული ალასანიას საქართველოს უნივერსიტეტი აფუძნებს სხვდასხვა კომპანიებს – მაგალითად:
შპს იუჯი სკოლის ბალანსზეა ბათუმში მიწა 1028 კვადრატული მეტრი, შენობა 1 556
შპს იუჯი ბაღის საკუთრებაშია : თბილისში მიწა 1684 კვადრატული მეტრი, მასზე მდებარე 1 3 86 კვადრატული მეტრი შენობა ნაგებობები,
გარდაბანში შპს იუჯი მედიკალის საკუთრებაშია 10 მიწის ნაკვეთი საერთო ფართით – 43 ჰექტარი.
წყალტუბოში: 6601 კვადრატული მეტრი მიწა.
საქართველოს უნივერსტიტეტის ბიზნესია „ნეოლაბიც“, რომლის საკუთრებაშია ქონებები თბილსსა და ბათუმში.