ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა აცხადებს, რომ ახლა „სტრატეგიული არჩევანის წინაშე დგანან, ნება მისცენ აგრესორს ძალადობისა და შიშის ესკალაციაში ან შეაჩერონ ის“.
მისივე თქმით, რუსეთზე ზეწოლა უნდა გაიზარდოს.
„აბსოლუტურად აშკარაა, რომ უკრაინას სჭირდება სამხედრო დახმარება და ისინი მზად არიან, უზრუნველყონ იგი, მაგრამ რუსეთზე ზეწოლა უნდა გაიზარდოს. ჩვენი ლიდერობა არ არის დამოკიდებული ჩვენს რიტორიკაზე, ჩვენი ლიდერობა დამოკიდებულია ჩვენს გადაწყვეტილებებზე“, – განაცხადა გიტანას ნაუსედამ.