საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ “გირგვლიანის შესწორებებთან” დაკავშირებით შექმნილ სამუშაო ჯგუფში სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები და ექსპერტებიც შევლენ. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.
„ამ პროექტის არსი დაახლოებით იქნება პრევენცია იმ დანაშაულების, რომელიც მიმართულია მართლმსაჯულების წინააღმდეგ და ამ მიმართულებით სანქციები გამკაცრდება”, – თქვა მდინარაძემ და დასძინა, რომ კანონპროექტი რამდენიმე კვირაში იქნება მზად.
29 იანვარს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ დანაშაულებრივი სისტემის შემქმნელების დასჯა მოითხოვა ევროპულმა საქართველოს წევრმა და დეპუტატმა ირაკლი აბესაძემ “გირგვლიანის შესწორებებს” ხელისუფლების მორიგი ფარსი უწოდა მისი თქმით, ქართული ოცნება სისხლის სამართლის კოდექსს ოპონენტების წინააღმდეგ იყენებს.
უმრავლესობის წევრმა მამუკა მდინარაძემ 29 იანვარს თქვა, რომ “ქართული ოცნება” იწყებს მუშაობას საკანონმდებლო ინიციატივათა პაკეტზე, რომელიც, ერთი მხრივ, უზრუნველყოფს გაცილებით მაღალი სტანდარტით მოქალაქეთა დაცულობას სახელმწიფო ძალმომრეობისგან და მეორე მხრივ, უზრუნველყოფს მართლმსაჯულების ხელშეუვალობას. მდინარაძის თქმით, ამ ცვლილებებს სიმბოლურად შეიძლება „გირგვლიანის შესწორებები” ერქმევა.