ჩვენ გადავედით თვისობრივად ახალ ეტაპზე, რაც უკვე აღიარებულია ევროკავშირის მიერ, რომ ჩვენ ერთ დღეს გავხდებით ევროკავშირის წევრი, რასაც აქამდე არ აკეთებდნენ, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხელაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, შეხვედრები გაიმართება ევროპარლამენტარებთან
„ევროპარლამენტარებთან, რომლებიც საქართველოთი არიან დაინტერესებული რა თქმა უნდა, იქნება შეხვედრა, მაგრამ იმავდროულად ვფიქრობთ, რომ გავაფართოვოთ მათთან ურთიერთობის არეალი. ჩვენ გადავედით თვისობრივად ახალ ეტაპზე, რაც უკვე აღიარებულია ევროკავშირის მიერ, რომ ჩვენ ერთ დღეს გავხდებით ევროკავშირის წევრი, რასაც აქამდე არ აკეთებდნენ.
ეს აღარ უნდა იყოს დანახული საგარეო პოლიტიკის კონტექსტში მხოლოდ, არამედ ჩვენ უნდა გავშალოთ ეს ურთიერთობა ყველა იმ მიმართულებით, რაც ჩვენი ქვეყნისთვის არის მნიშვნელოვანი და ევროპისთვის არის მნიშვნელოვანი“, – განაცხადა გიორგი ხელაშვილმა.
მმართველი გუნდის წევრები სტრასბურგში არიან. მაკა ბოჭორიშვილი და გიორგი ხელაშვილი სტრასბურგში პარტნიორებს შეხვდებიან. დეპუტატები ევროპარლამენტარებს, რეკომენდაციების 12 პუნქტის შესრულების პროცესზე ინფორმაციას მიაწოდებენ.