კრიტიკის რაოდენობა რაც წამოვიდა ბოლო დღეებში არის სრულიად გასაგები, რადგან ოპოზიციური პარტიის ფორმალური ლიდერის დაკავება და ციხეშ ჩასმა ნებისმიერ სახელმწიფოში ცუდად აღიქმება, – ამის შესახებ გიორგი ხელაშვილმა „იმედის კვირასთან“ საუბრისას განაცხადა. „ქართული ოცნების“ წევრს მიაჩნია, რომ საქართველოში შექმნილ ვითარებაზე პასუხისმგებლობა როგორც მმართველმა გუნდმა, ასევე ოპოზიციამ უნდა აიღოს.
„თუ კი ვინმეს აქვს ილუზია, რომ საქართველოში რამე ცუდი მოხდება და მერე მთავრობას გადააყენებენ, ეს ასე არ არის. ჩვენ ამას ვინაწილებთ. რომ გადავხედოთ საქართველოს ისტორიას, ყოველ ეტაპზე, როდესაც ხდებოდა დაპირისპირება და ეს დაპირისპირება ცუდად მთავრდებოდა, დღევანდელი გადასახედიდან ხალხი არ აბრალებს რომელიმე მხარეს. ხალხი ყოველთვის ამბობს, რომ ორივე მხარე იყო დამნაშავე, რადგან მათ ვერ მიაღწიეს შეთანხმებას“, – განაცხადა ხელაშვილმა.