ორიოდე საათის წინ, საქართველოს თანასპონსორობით, მონაწილეობითა და ავტორობით, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო დოკუმენტი, რომელშიც დაგმო რუსეთის აგრესია. ეს ფაქტობრივად მორალური დოკუმენტია. ვერდიქტი, რომელიც სამყარომ გამოუტანა რუსეთს, – ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ხელაშვილმა ბრიუსელიდან „ქრონიკაში“ ჩართვისას განაცხადა.
„იგივე გავაკეთეთ ევროპის საბჭოში, იგივე გავაკეთეთ ეუთოში, იგივე გავაკეთეთ ყველა პლატფორმაზე, სადაც ხელი მიგვიწვდება. ყოველთვის პირველები ვდგავართ ამაში და ვფიქრობ ეს არის დიდი შენატანი საქართველოს მხრიდან, ასე რომ ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ ყველაზე მნიშვნელოვანია პოლიტიკურად. ახლა საზოგადოება, როგორც მთელი მსოფლიო, გამოდის შოკიდან და ვიწყებთ მძლავრ ჰუმანიტარულ მისიას იმისთვის, რომ უკრაინელი ხალხი ამ უბედურებას გადავარჩინოთ, პირველ რიგში ფიზიკურად. ძალიან ბერი ადამიანის ფიზიკურად განადგურების საფრთხე რეალურია. მთელი მსოფლიოს ძალისხმევა ახლა მიმართულია იქითკენ, რომ შეჩერდეს ეს სისხლისღვრა“, – განაცხადა ხელაშვილმა.