თუ მოლაპარაკების დროს პოზიცია არ იცვლება, ეს ნიშნავს იმას, რომ მხარე შეუვალია და მისი მიზანი არაა შეთანხმების მიღწევა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ხელაშვილმა „შაბათის ქრონიკის“ ეთერში განაცხადა.
ამასთან, ხელაშვილმა აღნიშნა, რომ თუკი პოზიცია იცვლება და ხდება კონსტრუქციული, ამ შემთხვევაში მხარესთან მოლაპარაკება შესაძლებელია. „ეს ნიშნავს იმას, რომ მხარეს აქვს მიზანი შეთანხმებას მიაღწიოს. ამიტომ მოლაპარაკებაში ჩართულმა დიპლომატებმა კარგად იციან, ვის რა პოზიცია ჰქონდა და ვის სურდა შეთანხმება და ვის არა“, – განაცხადა ხელაშვილმა.
